x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ორქიდეა, რომ გაყვავდეს...

ყველაზე ლამაზი პერიოდი ორქიდეისთვის – მისი ყვავილობის პერიოდია. იმისთვის რომ ორქიდეამ რეგულარულად გაგახაროთ ყვავილობით, საჭიროა იმ წესების ცოდნა, რომლებიც ამ ყვავილობის წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს.
როდესაც ყვავილების მოყვარულები გაყვავებულ ორქიდეას ნახულობენ, იმაზე არც კი ფიქრდებიან, უნდა შეიძინონ მცენარე თუ არა – რა თქმა უნდა, უნდა შეიძინონ! მაგრამ, შეძლებს კი ის ასევე კარგად ყვავილობას ახალ ადგილზე?

ყველამ იცის, რომ ამ მცენარეს მეტისმეტი მზრუნველობა ესაჭიროება და მისი ყვავილობისთვის, საჭიროა მოვლის გარკვეული რეჟიმის დაცვა. ამ შემთხვევაში, ის თავისი ყვავილებით 2-დან – 6 თვემდე გაგახარებთ. ხოლო მცენარის ზოგიერთი სახეობა, მაგ., ფალენოპსისის ან ვანდა, მთელი წლის მანძილზე ყვავის.


image


ორქიდეას ასაკი და ყვავილობა


როგორც უკვე ავღნიშნეთ, ორქიდეას ყვავილობის სიხშირე მისი მოვლის წესების დაცვაზე არის დამოკიდებული. იმისთვის, რომ მცენარემ ყვავილი გამოიტანოს, 9 მნიშვნელოვანი პირობის დაცვა არის საჭირო.


რაც შეეხება ასაკს, თუ თქვენ შეიძინეთ მცენარე, რომელსაც ყვავილი არა აქვს და არც ჩქარობს გაყვავებას, შესაძლებელია, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა არის. ორქიდეას სხვადასხვა სახეობას პირველი ყვავილობის სხვადასხვა პერიოდი აქვს. ზოგიერთს 1, 5 წლის ასაკში გამოაქვს ყვავილი, ხოლო ზოგი, 3 წლის ასაკში ყვავდება. იმისთვის რომ განსაზღვროთ, თუ რამდენად დიდია მცენარე, ყლორტები უნდა დაუთვალოთ. დიდ მცენარეს, რომელიც მზად არის ყვავილობისთვის, 5-8 ყლორტი უნდა ჰქონდეს. თუ ყვავილი უფრო ადრე გამოუვა, ეს ცუდი იქნება მისთვის. საქმე იმაშია, რომ მეტისმეტად ახალგაზრდა ორქიდეას შეიძლება ძალა არ ეყოს, ყვავილობის შემდეგ, აღსადგენად და დაიღუპოს.

image

imageნუ გადაადგილებთ ქოთანს


ბევრმა იცის, რომ გადაადგილება ორქიდეასთვის ნამდვილი სტრესი არის. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ გადაადგილება, კი არა, ამ მცენარის ქოთნის განძრევაც არ შეიძლება. ორქიდეა რიაგირებს პოზიციაზე სინათლის მიმართ. ამიტომ, თუ არსებობს ქოთნის გადაადგილების აუცილებლობა, ყვავილი ისევ იმ მიმართულებით უნდა დადგათ სინათლისადმი, როგორც მანამდე იდგა.


imageimageყურადღება მიაქციეთ ფესვებს


ყველაზე პოპულარული ორქიდეას ფალენოფსისის ფესვები აქტიურ მონაწილეობას იღებს ფოტოსინთეზის პროცესში. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ ფესვებს საკმარისი რაოდენობის სინათლე მიეწოდებოდეს. მაგალითად, კარგი იქნება, კერამიკული ქოთნის ნაცვლად, ყვავილს გამჭვირვალე, პლასტიკურ ქოთანში მოთავსებთ.

image

image
imageიზრუნეთ განათებაზე


მზის სინათლე – ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომელიც გავლენას ახდენს ორქიდეას ყვავილობაზე. სრული დღის სინათლის გარეშე (10-12 საათი დღეში) ეს მცენარე არ გაყვავდება. ამიტომ, შემოდგომაზე და ზამთარში, როდესაც ბუნებრივი სინათლე ნაკლები არის, ყვავილი დამატებით უნდა გაანათოთ. აქვე უნდა აღინიშნის, რომ ამ მცენარეს არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები.
თუ მცენარემ კოკრები შემოდგომაზე ან ზამთარში გამოიტანა, დამატებითი განათების გარეშე, ვერ გაყვავდება. ის ან განვითარებას შეწყვეტს, ან გახმება. თუ არ არსებობს მცენარის დამატებითი განათების საშუალება, საკმარისი იქნება მხოლოდ იმ ყლორტის განათება, რომელზეც კოკრები არის გამოსული. მთავარი, ამ შემთხვევაში ის არის, რომ არც ყლორტი და არც მცენარე არ გადახურდეს ანუ სწორედ უნდა განსაზღვროთ მანძილი ნათურასა და ორქიდეას შორის.

image

imageუზრუნველყავით ტემპერატურათა ცვალებადობა


ზოგიერთი სახეობის ორქიდეას ყვავილობის კატალიზატორი მცირე ტემპერატურული სხვაობა არის დღისა და ღამის ტემპერატურებს შოეის. ამიტომ, ის რომ გაყვავდეს, ღამის ტემპერატურა 4-6°С ნაკლები უნდა იყოს დღის ტემპერატურაზე. რა თქმა უნდა, მთელი წლის მანძილზე ტემპერატურის ამ რეჟიმის დაცვა შეუძლებელი არის. მაგრამ, გაზაფხულის ბოლოდან – შემოდგომის შუა პერიოდამდე, ვიდრე აცივდება, მცენარის სუფთა ჰაერზე გატანა შეიძლება, სადაც ჰაერის ტემპერატურის სხვაობა ბუნებრივად ხორციელდება. წლის ცივ პერიოდში, როდესაც მცენარეები სახლში ცხოვრობენ, საჭიროა ოთახის განიავება. მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ მცენარეს ძალიან ეშინია ორპირი ქარის.

image

imageდაიცავით მორწყვის რეჟიმი


მცენარე გრუნტის გაშრობის შემდეგ უნდა მორწყათ. ეს რეჟიმი მცენარის ფესვებს ლპობისგან დაიცავს. ასე უნდა მოირწყას როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრული მცენარეები. მაგრამ, ყვავილობის შემდეგ, როდესაც დასვენების პერიოდი აქვს, წყლის დასხმა შედარებით ნაკლებად ესაჭიროება – ასე 10-12 დღეში ერთხელ.

მაგრამ, მორწყვასაც აქვს თავისი წესები. რადგან მცენარეს უხეში გრუნტი აქვს, მისი მორწყვა, გრუნტზე წყლის დასხმით არ შეიძლება. წყლის დასხმის შემდეგ, ის ფესვებს ჩაუვლის და გარეთ გამოვა. ფესვები კი წყლის შეთვისებას ვერ მოასწრებენ. ამიტომ, მცენარის ქოთანი დიდი ზომის ჭურჭელში უნდა ჩადგათ. ჭურჭელში წყალი იმდენი უნდა ჩაასხათ, რომ ის პირამდე მისწვდეს, მაგრამ შიგნით არ ჩავიდეს. ასე გააჩერეთ 10-15 წუთი. რაც შეეხება წყალის ტემპერატურას, ის ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და უკეთესი იქნება, თუ 35-37 გრადუსამდე შეათბობთ.

image

imageდაატენიანეთ ჰაერი მცენარის ირგვლივ


ამ მცენარის გაყვავების კიდევ ერთი პირობა – ჰაერის სინოტივე არის. ის თუ საკმარისი არ იქნება, ორქიდეამ შეიძლება ზრდა შეაჩეროს, ყვავილის კოკრები ან ყვავილები გახმეს გაფურჩქვნის დასაწყისშივე.
ოთახში სინოტივის ასამაღლებლად, საკმარისი იქნება მცენარის ქოთნის გვერდით, თეფშით წყლის დადგმა. ასევე, მშრალ პერიოდში, როდესაც სახლში გამათბობლები არის ჩართული, მცენარეს წყალი უნდა მიასხუროთ. ორქიდეასთვის საჭირო ტენიანობა – 60% და მეტი არის.

image

imageსწორედ შეარჩიეთ სასუქი


ორქიდეასთვის რეკომენდირებულია ფოსფორისა და კალიუმის საფუძველზე დამზადებული სასუქი, რადგან ეს სასუქი ხელს უწყობს ყვავილის კვირტების განვითარებას. გარდა ამისა, ასეთი სასუქის გამოყენება, იძლევა გარანტიას, რომ მცენარეს ჯანმრთელი და ძლიერი ყვავილები ექნება. ხოლო სასუქი, რომელიც აზოტს შეიცავს, პირიქით, აფერხებს ყვავილობის პროცესს.

სასუქი უნდა მიაწოდოთ თვეში 2-ჯერ, მორწყვის დროს.

image

image«შეაშინეთ» მცენარე


ხანდახან, იმისთვის რომ მცენარეს გაყვავება აიძულოთ, პატარა სტრესი უნდა მოუწყოთ. ისეც ხდება, რომ ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ გაყვავდეს, მაგრამ არაფრით არ გამოსდის ყვავილების ყლორტი ე. წ. ისარი. ეს ხან იმიტომ ხდება, რომ ორქიდეა მეტისმეტად კარგად გრძნობს თავს. ასეთ შემთხვევაში, მცენარე თავის ძალებს მწვანე მასის ზრდისკე მიმართავს. ყვავილობის სტიმულირების ერთ-ერთი ხერხი, მისი «შოკირება»: მორწყვის შემცირება ან უფრო გრილ ადგილზე გადადგმა არის.

image

image სიმშვიდის პერიოდი


ყვავილობის შემდეგ, ორქიდეას დასვენების პერიოდი უდგება, როდესაც ის ძალებს აგროვებს, ახალი ყვავილობისთვის. ამ დროს, მასზე ზრუნვა დიდად არ განსხვავდება, სხვა პერიოდებისგან. ძველებურად უნდა ჰქონდეს განათება, ტენიანობა და რეგულარული პროფილაქტიკა ავადმყოფობისა და მავნებლების წინააღმდეგ. ხოლი მორწყვა, როგორც აღნიშნული იყო, უნდა შემცირდეს. ასევე, ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული სასუქის მიწოდება და კიდევ, თუ საჭიროა მცენარის გადარგვა, ეს სწორედ მისი დასვენების პერიოდში უნდა გააკეთოთ.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

რატომ უნდა ჩავარჭოთ ასანთის ღერები ქოთანში

სახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავის

როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს

სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო

ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის

0
1371
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0