სხვა როგორ გავხსნათ დაკონსერვებული ქილა სახსნელის გარეშე? 2017, 20 იანვარი, 9:24 მეგობრებთან ერთად ბუნების წიაღში ან დაკეტილ სახლში ერთობლივ დასვენებას დამეთანხმებით, რომ არაფერი სჯობს. ერთ დიდ მონდომებას, შეკრულ ტვირთსა და საკვების მარაგს წინ დასვენების არაჩვეულებრივი დღეები მოყვება ხოლმე, თუმცა ამ ყველაფერს აფუჭებს ის ფაქტი თუ შედედებული რძე, დაკონსერვებული ხორცის ჩაშუშული, სიმინდი, ბარდა ან სხვა პროდუქტები გაქვთ, თუმცა სახსნელის წაღება გადავიწყდათ. გამოცდილები დამეთანხმებით, რომ დიდი შრომა და ძალა ჭირდება თუნუქის ქილის გახსნას სპეციალური სახსნელის გარეშე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გაგანდოთ ერთი მარტივი ხრიკი, თუ როგორ გავხსნათ ის მხოლოდ კოვზით, მარტივი მოძრაობის საშუალებით.
როგორ გავხსნათ დაკონსერვებული ქილა სახსნელის გარეშე? ჩვეულებრივი კოვზი გაცილებით სწრაფად და მარტივად გაუმკლავდება ამ პრობლემას, ვიდრე თქვენს მიერ აქამდე ნაცადი ნებისმიერი მეთოდი. რა თქმა უნდა ერთ–ერთ უპირველეს და მნიშვნელოვან როლს ძალა თამაშობს, შემდეგ კი კოვზი. კოვზის მეშვეობით ეცადეთ თუნუქის ქილას ზევიდან გაუკეთოთ პატარა ნაპრალი (ხვრელი) ერთი და იგივე ადგილას რამოდენიმე ჩარტყმის შედეგად, შემდეგ კი ნაპრალს წრიულად გაყევით ასევე კოვზით. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ამ დროს ქილის ზედაპირის გარშემო წარმოიქმნება უსწორმასწორო კიდეები, რომელსაც შეუძლია ღრმა და მტკივნეული ჭრილობის მოყენება. ნათელი მაგალითისთვის გთავაზობთ ვიდეო გაკვეთილს. ამ მეთოდის ცოდნის შემდეგ აღარ მოგიწევთ წვალება და თუნუქის ქილების გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში უფრო პრაქტიკული გახდება. ● ყველა მსგავსი სტატია იხილეთ მითითებულ ლინკზე სტატიის ბოლოს 2340 13-ს მოსწონს
|