x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო
თანამედროვე გამოგონებებმა, მკვეთრად გაამრავალფეროვანა და გააადვილა დიასახლისის ყოფა სამზარეულოში. არსებობს მუდმივი ცხელი წყალი, წურჭლის გასარეცხი თუ გასახეხი უამრავი ხარისხიანი ქიმური საშუალებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი ხარისხის ქვაბები თუ ტაფები, რომლებიც საკვებს არ იკრავს შეწვისა და მოხარშვის დროს. ასეთია მაგალითად ე.წ. ტეფალი- იგივე ტეფლონი. (ტეფლონი გახდა საკმაოდ პოპულარული იმის გამო, რომ მას არაფერი არ ეკვრის, თუმცა ის უსაფრთხო ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების თქმით არ იწვევს კიბოს, მაინც საშიშია. უფრო მეტიც, ტეფლონი ნაპოვნი იქნა იმ ადამიანთა სისხლში, აგრეთვე მტვერში, საკვებში და წყალში, რომლებიც მოიხმარენ "მას". როცა ტეფლონი ცხელდება გარკვეულ ტემპერატურაზე, გამოიყოფა ტოქსიკური ქიმიკატები, რომლებიც ადამიანში გრიპის მსგავს დაავადებებს იწვევენ. ტეფლონმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დარღვევა ცხოველებში და კიბოთი დაავადება. მეცნიერთა გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ამერიკელთა უმრავლესობის ორგანიზმში აღმოაჩინეს ტოქსიკური ქიმიკატების განსაზღვრული რაოდენობა).


თუმცა ჭურჭლის სარეცხი ეფექტური საშუალებები გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომლის სახსრებიც ყველას არ გააჩნია, ამიტომ მიუხედავად ტეფალის ჭურჭლის ასეთი ადვილი მოხმარებისა, ისიც იკიდებს ცხიმის ნადებს, რომლისგან გათავისუფლება დროდადრო მოგვიწევს და არც თუ ისე იოლია. ჩვენს წინაპარ ბებიებს კი ჰქონდათ პატარა საიდუმლო, რომლის მეშვეობითაც მათი სამზარეულო მუდამ ბრწყინავდა. მაშასადამე, ყველა თქვენგანს მოეპოვება ალბათ საჭმლის (პურის) სოდა და წყალბადის ზეჟანგი, რომლის სუსპენზიაც უებარია ჭურჭლის გასაპრიალებლად და ზედმეტი ცხიმების მოსაცილებლად.



image




როგორ მოვამზადოთ ეს სუსპენზია?


ინგრედიენტად საჭიროა მხოლოდ ორი რამ: საჭმლის სოდა და წყალბადის ზეჟანგი. აიღეთ მინის თასი, ჩაყარეთ ჭიქის მეოთხედი საჭმლის სოდა და დაამატეთ იგივე რაოდენობის წყალბადის ზეჟანგი. აღვივდება და წარმოიქმნება სქელი მასა, რომელსაც წაუსვამთ ცხიმიანი ჭურჭლის ზედაპირს და გააჩერებთ რამოდენიმე წუთით, შემდეგ კი ჭურჭლის გასარეცხი სუფთა ტილოთი გაწმენდთ და ჩამორეცხთ წყლით. სისუფთავე კი გარანტირებული გაქვთ და შედეგით თავადვე გაოცდებით.


აი ასეთი მარტივი და იაფი საშუალებაც არსებობს თურმე თქვენი ჭურჭლის სისუფთავის გარანტიად.

6
15073
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
15073
  
2015, 15 ივლისი, 1:29
სასარგებლოა, როგორც ყოველთვის :)
2015, 14 ივლისი, 23:48
ვცადო :)
2015, 14 ივლისი, 22:28
კარგია ძალიან
2015, 14 ივლისი, 19:41
მადლობაა ;)
2015, 14 ივლისი, 19:40
გავაზიარე :)(K)
0 1 6