სხვა როგორ გავაკეთოთ ჩვენი ხელით თუნუქისგან გასაღების "დუბლიკატი"- აუცილებლად გამოგადგებათ 2017, 20 იანვარი, 9:17 ცხოვრებაში არავინ ვართ დაზღვეული მოსალოდნელი საფრთხეებისა თუ შავი დღეებისგან. რამდენს გაგახსენდებათ შავბედითი დღე, როდესაც სახლის გასაღები დაგეკარგათ და ის მხოლოდ ერთი გქონდათ, რის გამოც კარის საკეტის მთლიანი სისტემის შეცვლა მოგიწიათ; ან დღე, როდესაც ავტომობილის გასაღები ძრავის ჩართვის პროცესში ჩაგიტყდათ და ამ შემთხვევაშიც ის მხოლოდ ერთი გქონდათ. სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა მეტად მარტივი და მოსახერხებელი მეთოდით სახლის პირობებში გასაღების დუბლიკატის (ასლი) დამზადების გაკვეთილი წარმოგიდგინოთ, რომელიც ნამდვილად გაგიადვილებთ ყოფას და მოაგვარებს პრობლემას მცირე დროში.
როგორ გავაკეთოთ ჩვენი ხელით თუნუქისგან გასაღების "დუბლიკატი"? ამისათვის დაგჭირდებათ: ● წებოვანი ლენტი (სკოტჩი). ● თუნუქის ჭურჭელი (ქილა). ● ასანთი. ● მაკრატელი. ● და რა თქმა უნდა ორიგინალი გასაღები. ასანთის ანთებით ვაცხელებთ გასაღებს იმ დონემდე, რომ დაიფაროს მუქი, შავი ფერის ჭვარტლით (მური). წებოვანი ლენტის ფირზე დავდებთ გაჭვარტლულ გასაღებს, რათა მისი ანაბეჭდი გამოისახოს მასზე. ამის შემდეგ კი თუნუქის ჭურჭელს (დაკონსერვებული ბარდის, ტომატის და ა.შ) მოვაჭრით ზედა მხარეს- თავს, რომელსაც გადავაკრავთ წებოვან ლენტს გასაღების გამოსახულებით და გამოვჭრით მას ზუსტად. ის მზადაა! აი, ასე მარტივად შეგიძლიათ თქვენი ხელით, სახლის პირობებში დაამზადოთ გასაღების დუბლიკატი. (იხილეთ ფოტო გაკვეთილები) ნუ გადაიხდით ზედმეტს სახელოსნოში დუბლიკატის დასამზადებლად, ასე მარტივად თქვენი ხელით სახლის პირობებში შეგიძლიათ შექმნათ მისი ასლი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ხელით შექმნილი ანალოგი ნამდვილად მუშაობს. გისურვებთ წარმატებებს. იხილეთ აგრეთვე: ● მან კბილის ჯაგრისს ფუნჯები მოაჭრა და შედეგმა ყველა გააოცა. სცადეთ ● მათ ჩვეულებრივი CD დისკები დაჭრეს და ნანახმა ყველა გააოცა ● სუპერ–წებო და სოდა ერთად სასწაულებს ახდენს- გაოცდებით! ● 15 ხრიკი სახლის ინტერიერის სრულყოფილებისთვის ● ამის შემდეგ თქვენ აღარასოდეს გადააგდებთ უსარგებლო ტუშს ● როგორ შევკეროთ საკუთარი ხელით "უგები" ● 10 ეშმაკური ხრიკი, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში დაგეხმარებათ- გაითვალისწინეთ ● 10 აუცილებელი რჩევა წარსულიდან, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ● ის მხოლოდ თქვენი მობილურის ეკრანზე უნდა დადოთ და ჯადოსნობა ნამდვილად გაგაოცებთ ● რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა ● ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო ● როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის "მედიკამენტების კუთხე". წესები, რომლებიც საყურადღებოა ● მრგვალ ტორტს აქამდე არასწორად ვჭრიდით – დაჭრის სწორი მეთოდი ● ბრინჯს ცეცხლი წაუკიდეს და შედეგმა ყველა გააოცა- თქვენც სცადეთ 1483 13-ს მოსწონს
|