საზოგადოებრივი «ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი» 2017, 20 იანვარი, 14:43 1940 წლის ბოლოს ჰიტლერმა ავბედით დოკუმენტს მოაწერა ხელი – დირექტივა 21, რომელიც «ბარბაროსას» გეგმის სახელით არის ცნობილი. მისი მიხედვით, სსრ კავშირზე თავდასხმა 15 მაისს იგეგმებოდა და გერმანული სარდლობა წითელი არმიის დამარცხებას შემოდგომამდე გეგმავდა. თუმცა, იუგოსლავიის და საბერძნეთის ოკუპაციის მიზნით, დაწყებული ბალკანეთის ოპერაციის გამო, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის ვადამ 22 ივნისამდე გადაიწია. მშვიდობა თუ გინდა – ომისთვის ემზადე «ბარბაროსას» გეგმის გაჩენა, ერთი შეხედვით, უცნაურადაც შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, სულ რაღაც ერთი წლის წინ, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული თავდაუსხმელობის შეთანხმების ფონზე – ე. წ. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ორ ქვეყანას შორის გავლენის სფეროების განაწილებას ეხებოდა. საინტერესოა რა შეიცვალა ყოფილ «მოკავშირეებს» შორის? ჯერ-ერთი, 1940 წლის ივნისში საფრანგეთმა – ჰიტლერის ყველაზე სერიოზულმა კონტინენტურმა მოწინააღმდეგემ, კაპიტულაცია გამოაცხადა და მტერს ბრძოლის გარეშე დანებდა. გარდა ამისა, 1939-1940 წლის «ზამთრის ომმა» სსრ კავშირსა და ფინეთს შორის, მსოფლიოს აჩვენა, რომ საბჭოთა სამხედრო მანქანა, გერმანიის წარმატებების ფონზე, არც ისე ძლიერი იყო. ამასთან, ჰიტლერს მაინც ეშინოდა სამხედრო კამპანიის დაწყება დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, ზურგს უკან, საბჭოთა დივიზიების არსებობის ფონზე. ამიტომ, როგორც კი საფრანგეთმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას, გერმანულმა სარდლობამ მაშინვე დაიწყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გეგმის შემუშავება.
«სტალინის ხაზი» 30-იან წლებში საბჭოთა კავშირის დას. საზღვრებზე თავდაცვის ძლიერი სისტემა იყო აგებული, რომელიც კარელიის ყელიდან შავ ზღვამდე იყო გადაჭიმული. ამ თავდაცვის ზონას, დასავლეთში «სტალინის ხაზი» შეარქვეს. თავდაცვის სისტემაში ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ბუნკერები, საველე არტილერიის პოზიციები და სამხედრო საჭიროების სხვა ნაგებობები იყო. პოლონეთის გაყოფის შემდეგ, როდესაც მისი ნაწილი სსრ კავშირს შეუერთდა, «სტალინის ხაზის» ერთი მონაკვეთი, სახალმწიფო საზღვრიდან მოშორებით აღმოჩნდა და საჭირო გახდა ძველი ზონის განიარაღება და ახალი საზღვრების გამაგრება. მაგრამ, ჟუკოვის დაჟინებით, საარტილერიო შეიარაღების ნაწილი ძველ ადგილზე დატოვეს. «ბარბაროსას» გეგმა ითვალისწინებდა სატანკო დივიზიებით სასაზღვრო გამაგრებების გარღვევას, მაგრამ «სტალინის ხაზი» და მისი ძველი ნაწილი, რომელიც ჟუკოვმა აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე დატოვა, გეგმაში, როგორც აღმოჩნდა, გათვალისწინებული არ იყო. შედეგად, საბჭოთა ჯარებმა შეძლეს მტრის შემოტევის გარკვეული პერიოდით შეკავება და ჰიტლერის ბლიცკრიგიც ჩაიშალა. ალტერნატიული მარშუტი
სამამულო ომი შემოდგომის დაწყებასთან ერთად, გერმანელების წინსვლა შენალდა და ომი გაჭიანურდა. გერმანელების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, მაშინვე საპასუხო დარტყმას აყენებდა დამპყრობელს. მტრის ზურგში დაიწყო ფართომასშტაბური პარტიზანული მოძრაობა. მშვიდობიანი მოსახლეობის ომში ჩართვა, ასევე არ იყო გათვალისწინებული გერმანელები მიერ შედგენილ «ელვისებური ომის» გეგმაში.
ზამთრისთვის ჰიტლერის არმია საერთოდ არ იყო მომზადებული. ტყვედ ჩავარდნილ გერმანელ მეომრებს, ხშირად, მუშის ტანსაცმელი ეცვათ სამხედრო ფორმის ზემოდან და ტანსაცმლის შიგნით ქაღელდები ეწყოთ, რომ უფრო თბილად ყოფილიყვნენ. ხან მათი სამოსის «სარჩულის» ფუნქციას გერმანელების მიერ, ფრონტს ხაზზე ჩამოყრილი ფურცლები ასრულებდა, რომლითაც გერმანია საბჭოთა ჯარს კაპიტულაციისკე მოუწოდებდ. გერმანელი მეომრებისთვის, რომლებსაც ხელთათმანები არ ჰქონდათ და ხშირად ხელები იარაღის მეტალურ ნაწილებზე მიეყინებოდათ, ყინვა ისეთივე მრისხანე მტერი იყო, როგორც საბჭოთა ჯარი და პარტიზანული რაზმები. 2640 11-ს მოსწონს
|