x
მეტი
  • 22.06.2024
  • სტატია:135534
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509824
თარგმანში დაშვებული შეცდომა, თუ სიმართლის განზრახ დამალვა? – ნოეს კიდობანი ნაოსნობისთვის შესაფერისი არ იყო

რომის და ტურინის მეცნიერებმა შეისწავლეს რა, ძველი შუმერული, აქადური, ებრაული და არამეული ტექსტები, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ნოეს კიდობანი სულაც არ იყო ის, რადაც აქამდე თვლიდნენ... თან, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტრუქციას ზომა, საკმაოდ მოკრძალებული იყო საიმისოდ, რომ მასზე ყველა ცოცხალი არსება, წყვილ–წყვილად დატეულიყო. მარტივი მათემატიკური გამოთვლებიდან ირკვევა, რომ მისი სიგრძე 162 მ. სიგანე 27 მ. ხოლო, სიმაღლე – 16, 2 მ. ანუ, საკმაოდ პატარა ზომის "გემი" უნდა ყოფილიყო.


image


მაგრამ ყველაზე საინტერესო სხვა რამ არის, გაირკვა, რომ ის გემი, არ ყოფილა. და საერთოდ, წყალში რომ მოხვედრილიყო, ჩაიძირებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ძველ ტექსტებში, მას ყუთს უწოდებენ. და სხვათა შორის, ის რომ კიდობანს "ცურვა" არ შეეძლო, კარგად იცოდნენ მესოპოტამიის ხალხებმა და თავის ტექსტებში მიუთითეს, რომ ნოეს კიდობანი რაღაც სხვა იყო, ვიდრე გემი, ან სხვა საცურაო საშუალება.

ასევე საკამათოა მასალა, რომლითაც კიდობანი შეიქმნა. წმინდა წერილის მიხედვით, ეს გოფერის ხე არის. მაგრამ, არავინ იცის ეს რა ხე არის და საერთოდ, იყო კი, მცენარე? ცნობილია, რომ ნოეს მიერ აგებული კიდობანი მზეს ირეკლავდა... მაგრამ, ასეთი თვისება ხე–მასალისთვის ნამდვილად არ არის დამახასიათებელი. გარდა ამისა, ხით აგებული გემი, წყალთან შეხებისას, სპეციალური საპოხი საშუალებების გარეშე, მალე გაფუჭდებოდა. ყოველ შემთხვევაში, 190 დღე წყალში ნამდვილად ვერ გაძლებდა (ბიბლიის მიხედვით, 40 დღე და ღამე წვიმდა, ხოლო ვიდრე კიდობნის ფსკერი ხმელეთს შეეხო, კიდევ 150 დღე გავიდა (დაბადება 8:3, 4).

გარდა უკვე თქმულისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ინდურ ეპოსში, ნოეს მსგავსი პერსონაჟი, თავისი კიდობნით ღრუბლებში გაუჩინარდა. ამასთან, მან კიდობანი 60 დღეში ააშენა და არა 120 წელში, როგორც ეს "დაბადებაში" არის გადმოცემული. იყო, თუ არა ეს ვიმანი?* – უცნობია.


image


თუმცა, ერთი რამ ცხადია! იმისთვის, რომ კიდობანს სტიქიური უბედურებისთვის გაეძლო, ის მაღალტექნოლოგიური ნაგებობა უნდა ყოფილიყო, რომელიც წყალში არ ჩაიძირებოდა და შესაძლოა, ჰაერში გადაადგილებაც შეეძლო...

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძველი წყაროები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია და რომლითაც დღეს ვხელმძღვანელობთ, წარღვნას გადარჩენილი ხალხის და მათი შთამომავლების მიერ არის დაწერილი. დედამიწაზე ისეთი მასშტაბური ტალღის გადავლის შემდეგ, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი, ალბათ, მოსახლეობის 2 – 5% დარჩა ცოცხალი და როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, მათ შეძლეს ცივილიზაციის აღდგენა... და ამისთვის, სავარაუდოდ, 2-3 თაობა მაინც იქნებოდა საჭირო. ტექნოლოგიები კი, სამუდამოდ დაიკარგა... და რაც ძველი ცივილიზაციისთვის, მაღალტექნოლოგიური ხომალდი იყო, მათი მემკვიდრეებისთვის, მე–3–4 თაობაში, – ხის ყუთად იქცა.

და კიდევ, რაც შეეხება წყვილ–წყვილ არსებებს, რომლებმაც კიდობანში დაიკავეს ადგილი. 162 მეტრიანი ხის სათავსო, ნამდვილად პატარა იყო, ყველა სახეობის ცხოველის და მცენარის გადასარჩენად. ამიტომ, დღეს მკვლევარების ერთი ნაწილი თვლის, რომ აქ საუბარი გენეტიკურ მასალაზე და მცენარეების გასამრავლებელ თესლზეა.

იგივე ბიბლიის მიხედვით, მას შემდეგ, რაც წყალმა დაიწია, გადარჩენილი აღჭურვილობის დახმარებით, დედამიწაზე ყველა სახეობა აღადგინეს და ტყეები და მინდვრები ხელახლა "გაიზარდა". რაც ნიადაგის სრულიად გადარეცხვის და განადგურების პირობებში, ადვილი არ უნდა ყოფილიყო... მაგრამ, ასე მოხდა და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ნოე გამოჩენილი მეცნიერი და მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენელი იყო, რაც წინააღმდეგობაში მოდის როგორც რელიგიასთან, ისე მეცნიერებასთან.


* საყოველთაოდ მიღებულია, რომ ძველი ცივილიზაციები თანამედროვისაგან შორს იყვნენ. იმ დროს, თითქოსდა, არაფერი გამორჩეული არ შექმნილა... მაგრამ, ძველი დროის მფრინავი აპარატები, ნამდვილად რომ, იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.

ამ ჰიპოთეზას, თანამედროვე მეცნიერება სრულად გამორიცხავს. თუმცა, უძველესი იეროგლიფები, ნახატები, ჩანაწერები და დოკუმენტები ადასტურებს, რომ ძველი ცივილიზაციები მოწინავე ტიპის მფრინავ აპარატებს ნამდვილად ფლობდნენ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 საინტერესო ფაქტი ბიბლიის შესახებ

* "დიდი" – საინტერესო ფაქტები ფილმის გადაღების ისტორიიდან

* საშუალო სტატისტიკური მამაკაცის საოცნებო მოდელი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
639
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
639
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0