სხვა სამზარეულოს 9 ხრიკი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს! (+ გაყინული პელმენების და უცხიმოდ შემწვარი კარტოფილის რეცეპტები) 2017, 3 იანვარი, 14:30 სახლში კერძების მომზადება ადვილი არ არის. ჯერ ერთი, ეს საკირკიტო სამუშაოა, გარდა ამისა, დიდი დრო იხარჯება არა მხოლოდ მომზადებაზე, არამედ კერძის და საჭირო ინდგრდიენტების შერჩევაზე. იმისთვის, რომ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქდეთ კერძების მომზადების პროცესი, გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც არა მარტო დროის ეკონომიაში დაგეხმარებათ და თქვენს შედევრს უფრო გემრიელს გახდის, არამრდ კერძის მომზადების პროცესს უფრო გაგიმარტივებთ. კულინარიული ხრიკები 1. მოხარშულ კვერცხს ნაჭუჭი ადვილად რომ მოსცილდეს, წყალში ერთი ნაჭერი ლიმონი ან ნახევარი კოვზი სოდა ჩაამატეთ.
უფრო კონკრეტულად კი: არ უნდა გაალხვოთ გაყინული პელმენები > მოათავსეთ ის დიდ ქვაბში > ჩაასხით პირამდე წყალი > დადგით ქვაბი ცეცხლზე და წყლის ადუღებას დაელოდეთ > შემდეგ, დაამატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები (გემვნებით), კურკუმა (ბულიონმა მადის აღმძვრელი ფერი რომ მიიღოს). თან ფრთხილად ურიეთ. როდესაც პელმენები ზედაპირზე ამოვა, დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, წვრილ ნაკადად > მეორედ ადუღების შემდეგ, ხარშეთ კიდევ 4–5 წუთი. ამ ხრიკით, ცომი უკეთესად მოიხარშება და უფრო რბილი, ჰაეროვანი და გემრიელი იქნება. 3. თუ კვერცხის არქონა შეუფერებელ მომენტში აღმოაჩინეთ, მისი ჩანაცვლება ნახევარი ბანანით შეიძლება. 4. ზოგიერთ კერძში რამდენიმე კბილი ან მთელი თავი ნივრის დამატება არის საჭირო. მისი გაფრცქვნა არც ისე სასიამოვნო პროცესია! და ამ შემთხვევაში, დახმარება მიკროტალღურ ღუმელს შეუძლია: მოათავსეთ მასში ნიორი და გააჩერეთ 15 წამი, მინიმალურ სიმძლავრეზე. ამის შემდეგ, ადვილად გაიფრცქვნება. 5. ბულგარული წიწაკის შეძენის წინ, ყურადღება მიაქციეთ წიწაკის ძირზე კამერების რაოდენობას. წიწაკა, რომელსაც 3 კამერა აქვს, უფრო ტკბილია და მისი გამოყენება უმი სახით შეიძლება, ხოლო 4 კამერიანი წიწაკა, — უფრო მკვრივი და მწარე არის და კერძების მოსამზადებლად იდეალურია. 6. კბილების საწმენდი ძაფი კარგად ჭრის ნებისმიერ ნამცხვარს, მათ შორის, ტორტსაც. ეს ხრიკი უმი ცომის დასაჭრელადაც გამოგადგებათ. 7. შემწვარი კარტოფილი ბევრს უყვარს. თუ ტრადიციული რეცეპტით ამ კერძის მომზადება მოგწყინდათ, შეგიძლიათ მისი მომზადება ახალი რეცეპტით სცადოთ: გარეცხეთ კარტოფილი > დაჭერით ვერტიკალურად, მაგრამ ბოლომდე ნუ ჩაჭრით > მიასხით ცოტაოდენი ზეთი > მოაყარეთ მარილი > 40 წუთით მოათავსეთ აირღუმელში 220 გრადუსზე — და მზად არის! გარდა ამისა, კარტოფილის ნაჭრებს შორის, ნებისმიერი გულსართის მოთავსება შეგიძლიათ: ლორი, მწვანილი, სულგუნი... 8. ხახვის დაჭრის დროს რომ არ “იტიროთ", ის გაფრცქვნის წინ 15 წუთით საყინულეში მოათავსეთ.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: დაიმახსოვრეთ! პატარა ხრიკები, რომლებიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს სამზარეულოს ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიადვილებთ! რჩევები, რომლებიც სამზარეულოში საქმიანობის დროს გამოგადგებათ კლასიკური რჩევები სამზარეულოსთვის, ცნობისმოყვარე დიასახლებისთვის საჭმლის “სიცოცხლის" ხანგრძლივობა მაცივარში როგორ უნდა შევინახოთ რძის პროდუქტები მაცივარში და ყველი მაცივრის გარეშე 20 აქტუალური რეტრო-რჩევა ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის როგორ გვატყუებენ შეფუთვები? რა არის სურათზე და როგორია შიგთავსი 3215 8-ს მოსწონს 1-ს არა
|