ფიტოთერაპია ხალხური მედიცინის სასწაული. ვარიკოზის და ჰემოროის მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალება 2016, 26 დეკემბერი, 15:44 ხალხური მედიცინის ამ საშუალებამ უამრავი ადამიანი გამოაჯანმრთელა. მის მოსამზადებლად კი სულ 2 ინგრედიენტი არის საჭირო: 1. წაბლი – 12-15 ცალი 2. კონიაკი – 250 მლ. მომზადება: 1. დააქუცმაცეთ წაბლი ქერქთან ერთად და მოათავსეთ მინის ქილაში. 2. დაასხით წაბლს კონიაკი. 3. ბნელ და გრილ ადგილზე დადგით 6-8 კვირა. მიღების წესი: 15 მლ. (1 ს. კ.) წყალს დაამატეთ 30 წვეთი ნაყენი. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ანუ დღეში 90 წვეთი უნდა მიიღოთ. აღნიშნული დაავადებების მკურნალობის გარდა, წაბლის ნაყენი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, აცხრობს შეშუპებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ყურადღება მიაქციეთ: თუ ხსენებული დაავადებების გარდა, პრობლემები გაქვთ შინაგან ორგანოებთან დაკავშირებით, წაბლის ნაყენის მიღების დაწყებამდე, კონსულტაცია გაიარეთ ოჯახის ექიმთან. ნაყენის მიღება არ შეიძლება ფეხმძიმობის პერიოდში! 2741 9-ს მოსწონს
|