x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საშუალება, რომელიც ლეიკემიის უჯრედების 96% ანადგურებს და 7 დაავადებას კურნავს!

ბაბუაწვერა არის ბალახი, რომელიც თითქმის ყველგან იზრდება. საქართველოში მისი 100 სახეობიდა, 9 სახეობა გვხვდება. მას ყველა იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ რამდენად სასარგებლოა ეს მცენარე ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მას უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში და ფიტოთერაპიაში. დღეს, ამ ბალახმა, უნიკალური თვისებების წყალობით, ონკოლოგების ყურადღებაც მიიპყრო.

ლეიკოზი — სიმსივნის სახეობაა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე და მასში დიდი რაოდენობით, ანომალური თეთრი უჯრედების გამომუშავებას იწვევს. ამ დაავადების სამკურნალოდ, ტრადიციულად, ქიმიოთერაპია გამოიყენება. მაგრამ, აღმოჩნდა რომ, ლეიკოზთან ბრძოლა, უბრალო ნატურალურ ინგრედიენტს – ბაბუაწვერას ფესვსაც შეუძლია.

ეს მცენარე სხვა დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტი, სწორედ სიმსივნის ამ სახეობასთან ბრძოლისას ფიქსირდება. ბაბუაწვერას ექსტრაქტს, 48 საათში, ლეიკემიის უჯრედების 96% განადგურება შეუძლია!

და ეს რომ ასეა, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა კანადელმა ექიმმა.

ექიმი კაროლინ ჰემის ლეიკემიით დაავადებული პაციენტი, ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. მაგრამ, მიუხედავად მკურნალობისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. პაციენტის ორგანიზმის გაწმენდის და გაძლიერების მიზნით, ექიმმა მას ბაბუაწვერას ექსტრაქტი დაუნიშნა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიკვდილის პირას მყოფმა პაციენტმა გამოჯანმრთელება დაიწყო! მან უარი თქვა ქიმიოთერაპიაზე და მკურნალობა მხოლოს ბაბუაწვერას ფესვებით გააგრძელა და სრულიად გამოჯანმრთელდა.


image

imageამ აღმოჩენის შემდეგ, ექ. ჰემი უინძორის უნივერსიტეტის (კანადა, ონტარიოს შტატი) ბიოქიმიკოსებს დაუკავშირდა. მეცნიერებმა ექსპერიმენტების შემდეგ დაადგინეს, რომ მცენარის ექსტრაქტი, მართლაც უნიკალური საშუალებაა, რომელიც შერჩევით ანადგურებს უჯრედებს – კლავს მხოლოდ კიბოს უჯრედებს, ხოლო ნორმალური უჯრედები სიცოცხლეს აგრძელებენ. რაც იმის მტკიცებულებაა, რომ ბაბუაწვერას ექსტრაქტი ლეიკოზის ციტოტოქსიურ უჯრედებზე მოქმედებს და შესაძლებელია, რომ ის, ამ სახის კიბოს წამლად იყოს გამოყენებული.

ჩატარებული იყო სხვა ექსპერიმენტებიც, რომლის შედეგად დაადგინეს, რომ ბაბუაწვერას ექსტრაქტს შესაძლებელია ჰქონდეს პოტენციურად აქტიური ინგრედიენტები მელანომას, პროსტატიტის და მკერდის კიბოს დასამარცხებლადაც. კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება.


image

ბაბუაწვერას ფესვის და ფოთლების სასარგებლო თვისებები, 7 ნაკლებად მძიმე დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენება:


ანემია

ბაბუაწვერა 11 სახის მინერალს შეიცავს და მინერალების 100 % წილიდან, თითქმის 40%, რკინაზე მოდის. ხოლო რკინა, სისხლის ჰემოგნობინის კომპონენტია და ის უდიდეს როლს თამაშობს მისი წითელი უჯრედების ფორმირების საქმეში. ამიტომ, ბაბუაწვერას შეუძლია დახმარების აღმოჩენა ანემიის მქონე ადამიანებისთვის.


ძვლების გამაგრება

ბაბუაწვერა მდიდარია კალციუმით, – მინერალით რომელიც აუცილებელია ძვლის ზრდისა და სიმტკიცისთვის. გარდა ამისა, მცენარე მდიდარია ანტიოქსიდანტებითაც, რომლებიც ძვალს დაზიანებისგან იცავს.



დიაბეტი

ბაბუაწვერას წვენი ახდენს ინსულინის გამომუშავების სტიმულირებას და ამიტომ მას, დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა შეუძლია.


საშარდე გზების ინფექცია

ბაბუაწვერა კარგი საშუალებაა საშარდე გზების პროფილაქტიკისთვის. მას შეუძლია ამ ორგანოებში ინფექციის შესაძლო განვითარების აღკვეთა და თირკმელების გასუფთავება მავნე ნივთიერებებისგან.


ღვიძლის გაწმენდა

ვიტამინები და საკვები ნივთიერებები, რომლებსაც ბაბუაწვერა შეიცავს, ღვიძლის საუკეთესო გამწმენდი და მისი ნორმალური ფუნქციონირების კარგი საშუალება არის. გარდა ამისა, ის საკვების მომნელებელ სისტემაში, ნაღვლის წვენის მიწოდების პროცესსაც არეგულირებს.


საჭმლის მომნელებელი სისტემა

ბაბუაწვერა — მსუბუქი საფაღარათე საშუალებაა. ის მადასც აღვიძებს და ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რიცხვის დარეგულირებას ახდენს.


კანის დაავადებები

ბავუაწვერას წვენი (აფთიაქში იყიდება) მიკრობებით და მიკროორგანიზმებით გამოწვეული კანის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მას ახასიათებს ინსექციდების, ბაქტერიოციდების და ფუნგიციდების თვისებები და ამიტომ, კარგ ეფექტს იძლევა ქავილის, ეკზემის და კანის სხვა დაავადებების მკურნალობისას.


ბაბუაწვერას ექსტრაქტის შეძენა აფთიაქში შეიძლება (მისი მოხმარება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე), მაგრამ ამ მცენარის ნახარშის და ნაყენის მომზადება სახლის პირობებშიც შეიძლება:imageვარიანტი I – ნახარში


ონკოლოგიური დაავადების დროს, ბაბუაწვერას ექსტრაქტის ნაცვლად, მისი ფესვის ნახარშის მიღებაც შეიძლება. მომზადების წესი კი ასეთია:

I. პატარა ემალირებულ ქვაბში ჩაასხით 300 მლ. წყალი > დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილის ტენპერატურამდე.

II. როდესაც ადუღდება, დაამატეთ 10 გრ. წვრილად დაჭრილი ფესვი.

III. დადგით დასაყენებლად 2 სთ. ბნელ ადგილზე (მაგ., ჩადგით დიდ ქვაბში და დაახურეთ სახურავი).

IV. გაფილტრეთ ნაყენი დოლბანდით.

მიიღეთ 50 მლ. დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

შენიშვნა: შენახვა არ შეიძლება! ნაყენი დილით უნდა მოამზადოთ.

ვარიანტი II – ნაყენი


ამ რეცეპტით კი, ნაყენის მომზადება, საღამოს საათებში შეგიძლიათ:

I. ბაბუაწვერას 10 გრ. მშრალი მასა (ფოთოლი, ღერო) და 10 გრ. წვრილად დაჭრილი ფესვი მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში ან ჯამში.

II. დაასხით 400 მლ. ანადუღარი ცივი წყალი.

III. დაახურეთ სახურავი და დააყენეთ 12 სთ.

IV. გაფილტრეთ

მიიღეთ 50 მლ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.


ვარიანტი III სიროფი


ინგრედიენტები:

ბაბუაწვერას ყვავილი – 300 ცალი

წყალი – 1 ლ.

შაქარი – 750 გრ.

ლიმონი – 1 ცალი

მომზადება:

I. შეაგროვეთ ყვავილები და კარგად გარეცხეთ.

II. გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით ლიმონი.

III. ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და დაასხით ადუღებული წყალი.

IV. ნაზავი დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 30 წუთი.

V. დაახურეთ ქვაბს სახურავი და დადგით გრილ ადგილზე 24 სთ-ით.

VI. გადაწურეთ ნაყენი თუშფალანგზე და ყვავილები კარგად გაწურეთ > დაამატეთ შაქარი > დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 1, 5 სთ.

VII. ცხელი სიროპი ჩაასხით მინის ქილებში და ჰერმეტულად დაახურეთ > გაციების შემდეგ, შეინახეთ მაცივარში.

მიიღეთ 1 ს. კ. – დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 30 წუთით ადრე.

imageვიდრე ამ რეცეპტებით წამალს მოამზადებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ფიტოთერაპევტთან ან მკურნალ ექიმთან.

imageგისურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას !!!image


2
1645
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1645
  
2021, 12 თებერვალი, 23:03
ძალიან დიდი მადლობა სტატიისთვის.
0 1 2