სასმელები ფალსიფიცირებული მინერალური წყალი - როგორ გავარჩიოთ და რა ზიანი მოაქვს! 2016, 23 დეკემბერი, 17:30 ![]() მინერალური წყალი ძალიან სასარგებო პროდუქტია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე იყიდება: სუპერმარკეტებში, კიოსკებში, ბაზრობაზე. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ აღნიშნული პროდუქტი შეიძლება რაიმე საფრთხეს შეიცავდეს, მაგრამ სამწუხაროდ, პოპულარული მინერალური სასმელის ფალსიფიცირების შემთხვევები ძალიან ხშირია. ყველაზე ხშირად საქმე გვაქვს ე.წ. აღდგენილ წყალთან - ბუნებრივი მინერალური წყლის იმიტაციასთან, რაც წარმოადგენს ჩვეულებრივ წყალს, რომელშიც ხელოვნურად არის დამატებული მარილები. არავინ ამტკიცებს იმას, რომ ამგვარი სასმელის მიღება თქვენს ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, მაგრამ ბუნებრივი წყაროდან მოპოვებული პროდუქტისთვის დამახასიათებელი მიკროელემენტების ბალანსის მიღწევას ფალსიფიკატორები ვერაფრით მოახერხებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც მომხმარებელი, ვერ მიიღებთ სარგებელს, რომელიც მხოლოდ ნამდვილი მინერალური წყლისთვის არის დამახასიათებელი. მარილებით ხელოვნურად გამდიდრებული წყალი, რომელიც ჩვეულებრივი არტეზიული ჭიდან, წყაროდან თუ ონკანიდან არის აღებული, შეიძლება ჩაითვალოს სასმელად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - მინერალურად! ამიტომ, თუ ბოთლის ეტიკეტზე არის წარწერა: "სუფთა", "ნატურალური", ან "ბუნებრივი", ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე აუცილებლად მინერალურთან გვაქვს. ამგვარი წყალი მხოლოდ წყურვილის მოკვლაში თუ დაგეხმარებათ. გარდა ამისა, კუსტარული წარმოების დროს, როგოც წესი, ჰიგიენური პირობების დაცვა ნაკლებად ან საერთოდ არ ხდება, რაც უკვე ზალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ![]() ჩვეულებრივ, ფალსიფიკატორები იძულებული არიან კუსტარულ პირობებში იმუშავონ, ამიტომ ხშირ შემთხვევეაში ყალბი მინერალური წყლის ამოცნობა ბოთლის გარეგნული დათვალიერებითაც შეიძლება: არასაკმარისად სუფთა ბოთლი, უხარისხო ან უხარისხოდ დაკრული ეტიკეტი, ტექსტი ან ნახატი, რომელიც ძალიან ბუნდოვანია, არასწორად დახურული თავსახური. ![]() ყურადღება უნდა მიექცეს ასევე მინერალური წყლის ფასს - თუ იგი საეჭვოდ დაბალია, უმჯობესია შეძენისგან თავი შეიკავოთ. ![]() ასევე გაითვალისწინეთ: 1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი შამპანური ფალსიფიცირებულისგან - ნუ მოტყუვდებით! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 2542 10-ს მოსწონს 1-ს არა
|