x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
აღარასოდეს დააწვინოთ ბავშვი დივანზე. აი რა საფრთხეს შეიცავს ეს ფაქტი
ღამით თუ არა, ბევრ მშობელს გეცნოთ ალბათ ფაქტი და დღის გარკვეულ მონაკვეთში დაგიძინებიათ კიდეც ჩვილი თუ მოზარდი ბავშვები დივანზე. აუსს- (ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი) ერთ-ერთი აქტუალური თემაა, რომლის შესახებ ბევრი თქვენგანი მხოლოდ დღეს გაიგებს. რისკი ახლშობილის სიკვდილისა და დაზიანებებისა 4-8 თვის ასაკში განსაკუთრებით მაღალია და პირველ რიგში კი დიდი საფრთხის შემცველია მათი დივანზე დაძინება. 1990 წლიდან კი აუსს სინდრომით გამოწვეული ბავშვთა სიკვდილიანობა 50%-ით გაიზარდა. 2004-2012 წლების მონაცემებით კი აშშ-ს 24 შტატში 9000 ჩვილი დაიღუპა, მათგან კი 72% დივანზე წოლის დროს გადმოვარდნით მოკვდა, რომელთა ასაკი 0-3 თვემდე მერყეობდა.


image


ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუნდაც მოკლევადიანი ძილის შემთხვევაში საწოლი იქნება ეს თუ დივანი, აუცილებლად ბავშვის ოთახში უნდა ვტრიალებდეთ. იმისათვის რომ მოსალოდნელი საფრთხე და აუსს- სინდრომი აიცილოთ თავიდან, გაითვალისწინეთ რჩევები, რომელთაც ექსპერტები გვთავაზობენ.



1. ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხო ძილი რომ შეინარჩუნოთ, ამისათვის დააძინეთ ის მხოლოდ სწორზედაპირიან ე.წ. მანეჟში ან სარწეველა საწოლში, რომელიც გარშემორტყმულია დამცავი "გალავნით". ეს არც მარკეტინგის რაიმე ხრიკია და არც ტყუილის ფონზე შექმნილი ახირება, ღირს დავუჯეროთ ექსპერტთა რჩევებს.




2. აუცილებლად აიღეთ მისი საწოლიდან ზედმეტი პლედები, ბალიშები და რბილი სათამაშოები, რათა ძილში ბორგვის დროს შემთხვევით არ გაიგუდოს თქვენი შვილი.



3. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ზურგზე ძილის პროცესს, სანამ ის ჩვილ ასაკშია და დამოკიდებულია თქვენზე.



4. ყოველთვის იყავით ბავშვის ზონაში, საწოლი დაიდგით თქვენს საწოლათან ახლოს, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება მას თქვენი დახმარება დაჭირდეს.



მუდამ გახსოვდეთ, რომ ჩვილი ამ სამყაროში სანამ უსუსურია, ის თქვენი დაცვის ქვეშ ყოფნას საჭიროებს და მეტი ყურადღება გმართებთ.



იხილეთ აგრეთვე:


*ყველაზე დიდი შეცდომები, რომელთაც შვილის აღზრდის დროს ვუშვებთ

*არ გადააგდოთ ამოღებული, ბავშვის სარძევე კბილი! და, აი რატომ

*იმისათვის, რომ შვილი სწორად ავღზარდოთ...

* მუცლადმყოფ ჩვილ ბავშვთა დასაცავი გამოფენა, რომელიც სენსაციად იქცა

* რა წონის და სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი 1 თვიდან - 3 წლამდე?

0
1667
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0