x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ამის ცოდნის შემდეგ აღარ გადაყრით საზამთროს კურკებს
image


ალბათ ყველა თქვენგანს უყვარს ცხელ ზაფხულში ჩაციებული საზამთროს მირთმევა. გარდა იმისა, რომ ის ასე სასიამოვნო დესერტია, გააჩნია ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი და არის ძალზედ სასარგებლო. კარგი საშუალებაა–ართრიტის, ათეროსკლეროზის, გასტრიტის, ინფექციური ჰეპატიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ანემის, გულის დაავადებების, სიმსუქნის, უშვილობის, შარდ-სასქესო სისტემის, თირკმელების დაავადებების დროს. მისი წვენი კი აუმჯობესებს კანის ფერს, რეფლექსებს და ასევე წმენდს ორგანოებს ტოქსინებისგან.


ბევრ თქვენგანს სმენია ბავშვობაში და ბევრსაც დღემდე სჯერა, რომ საზამთროს კურკების ჩაყლაპვა გამოიწვევს აპენდიციტსა და ნაწლავების სხვა დაავადებებს, თუმცა ჩინელების ხმამაღალი განაცხადი კურკების სარგებლიანობის შესახებ, ნამდვილად გაგაოცებთ.


ჩინეთში საზამთროს კურკებს ნელ ცეცხლზე ხალავენ, როგორც ჩვენთან მზესუმზირასა და გოგრის თესლს. ის ძალიან გემრიელია და ამავდროულად ჭიების პრევენციის კარგი საშუალებაა, ვინაიდან შეიცავს თუთიას, კალციუმს, ფოსფორსა და ბეტა-ვიტამინებს, ამიტომ დასანანი იქნება თუ კი გადავყრით მათ.



როგორ მოვამზადოთ საზამთროს კურკა საინფუზიოდ? (ინფუზია– ხსნარების დიდი რაოდენობის შეყვანა ქსოვილებში, ორგანოებსა და ღრუებში წვეთობრივად; გამონაცემებისა და გამონახარშების დამზადება სამკურნალო მცენარეთა მოქმედ საწყისებზე (ფოთლებზე, ყვავილებზე, ძირებზე დასხვ.) მდუღარე წყლის ზემოქმედებით).


ინგრედიენტები: 5 სუფრის კოვზი– საზამთროს კურკა (უმი);

1 ლიტრი ცივი წყალი.


მომზადების ტექნოლოგია: დაცეხვეთ (დაანაწევრეთ) საზამთროს კურკები, ჩაყარეთ თასში, დაასხით წყალი, შემოდგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნაყენი გადაწურეთ, გააგრილეთ და მიიღეთ დღეში 3–ჯერ თითო ჭიქა. შარდმენი თვისებების გამო ნაყენი ასევე ეხმარება წონაში კლებას.



2
9723
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
9723
  
2018, 8 აგვისტო, 19:10
:))) ჰოო, მეც მატყუებდნენ :))
2018, 8 აგვისტო, 13:15
ბავშვობაში, ასე 4-5 წლისას ვიღAცამ მითხრა: თუ საზამთროს კურკებს შეჭამ მუცელში საზამთროები ამოგივა. -საგულსადგულოდ ვაშორებდი კურკებს, თუ შემთხევით გადამეყლაპებოდა, შიშით ველოდი საზამთროს ამოსვლას :D კარგა ხანს მჯეროდა
0 1 2