x
მეტი
  • 04.10.2022
  • სტატია:122774
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495034
შეიხვიეთ ფეხები "ფოლგით" და რაც 1 საათში მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთ
მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.

კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია, რომელთა წინააღმდეგ დღემდე იბრძვიან ჩვენი სწავლული მეცნიერები და ექიმები. წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება. თუმცა, ძველ სამედიცინო ტრაქტატში ე.წ. "ლურჯ ბერილს" ენიჭება მნიშვნელოვანი როლი, სადაც ძირითად სამკურნალო საშუალებას ბალახები წარმოადგენდა.


ტიბეტელი ბერები, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი მკურნალები არიან უხსოვარი დროიდან, რომლებიც კურნავდნენ მრავალ დაავადებას საუკუნეების მანძილზე ბალახების მეშვეობით და თაობებიდან-თაობებს გადასცემდნენ მათი მომზადების რეცეპტებს.


ალუმინის "ფოლგა" უნიკალური მასალაა. ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ ალუმინის "ფოლგის" მეშვეობით უამრავი დაავადების განკურნება შეიძლება. მისი გამოყენება სამედიცინო თვალსაზრისით უძველესი ჩინეთის პრაქტიკაში დაინერგა, ფოლგას დააკრავდნენ სხეულის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებს და ის კურნავდა დაავადებულ ადგილებს. მესმის ძნელი წარმოსადგენია თუ როგორ შეიძლება ერთმა უბრალო ფოლგის ქაღალდმა განგკურნოთ, თუმცა მოგიწევთ დაჯერება. ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდია მისით მკურნალობა და ამას სწორედ დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ.

image




როგორ ვიმკურნალოდ ფოლგით:


დაწვრილებით ცნობებს, თუ როგორ ვიმკურნალოდ ფოლგით, გვაწვდის ექიმი-ფსიქოთერაპევტი Wilhelm Reich-ი. ფოლგას შეუძლია განკურნოს გაციება, რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, პოდაგრა (ნიკრისის ქარი). თუ კი მას დავიკრავთ მტკივან ადგილას, ის მიიზიდავს ენერგეტიკულ მერიდიანებს, რომლებსაც ტკივილი გამოყოფს. დადებითი ეფექტიც არ აყოვნებს ფოლგის მიერ მერიდიანების შთანთქმის შედეგად და შესაბამისად ტკივილიც ქრება.


გადაიხვიეთ ფოლგა მტკივან ადგილას ისე, რომ მისი პრიალა ზედაპირი ეხებოდეს კანს, დააფიქსირეთ დოლბანდით (ბინტი) და გაიჩერეთ განსაზღვრული დროის მანძილზე (ტკივილის გაქრობის პერიოდამდე). ფოლგით მკურნალობა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ასევე ამინდის ცვლილებით გამოწვეული სახსრების ტკივილის დროს.




P.S. ისღა დამრჩენია ჯანმრთელობა გისურვოდ და იქნებ მართლა ღირდეს ამ მარტივი მეთოდით მკურნალობის მცდელობა.


1
18160
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
18160
  
2019, 21 თებერვალი, 8:50
მოვსინჯავ
0 1 1