x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138408
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
შეიხვიეთ ფეხები კომბოსტოთი და შედეგი 1 საათში გაგაოცებთ
კომბოსტო ერთ-ერთი იმ ბოსტნეულთაგანია, რომელიც გამოირჩევა დაბალი კალორიულობითა და ბევრი სარგებელით, მდიდარია ვიტამინებით C, K და კალიუმი, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ებრძვის კიბოს. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნაკლებად ვაფასებთ და გვიყვარს ის.


ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე გამოიყენებდნენ კომბოსტოს შეშუპებისა და სილურჯეების დროს, როგორც საუკეთესო ანტისეპტიკი. გლუტამინი, ფიტონციდი, ანტოციანი და ვიტამინები, რომლებიც მის შემადგენლობაშია, ხელს უწყობს კიბოს აცილებას, ასევე მკურნალობს ართრიტს და სპორტულ დაზიანებებს. ამიტომ გთავაზობთ მარტივ პროცედურას, რომლის საშუალებითაც თავიდან აიცილებთ და მარტივად უმკურნალებთ ზემო ჩამოთვლილ შემთხვევებს.


image


კომპრესისთვის დაგჭირდებათ: კომბოსტო, სახვევი (ბინტი), კილიტა (ფოლგა), თმის სარჭი ან ქინძისთავი, ღუმელი.



როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს ფურცლები კომპრესისთვის: საშუალო ზომის კომბოსტო გარეცხეთ ონკანში გამდინარე წყლის ქვეშ, მოაცალეთ გარეთა რამოდენიმე ფოთოლი, რომელსაც მოაჭრით მკვრივ ადგილებს და კარგად გააშრეთ. გამშრალი ფოთლები შეახვიეთ კალიტაში (ფოლგა) და მხოლოდ 5 წუთით შედგით ღუმელში. დაიმახსოვრეთ, რომ ფოთლები უბრალოდ უნდა გათბეს და არა გაცხელდეს, შეიწვას ან დაიწვას.


ეხლა უკვე მზად არის კომბოსტოს ფურცლები კომპრესისთვის და დაიფინეთ ისინი ფეხზე (ან სხვა მტკივან ადგილზე), გადაიხვიეთ სახვევით (ბინტი) და გაიჩერეთ 1 საათი. კომპრესმა სამკურნალო ეფექტი რომ მოახდინოს, ამისთვის ის უნდა იცვალოთ დღეში 2-3-ჯერ და შედეგს აუცილებლად შეამჩნევთ.


შენიშვნა: თუ დაავადების გამომწვევი მიზეზი ცივ კომპრესს საჭიროებს, მაშინ ანალოგიური მეთოდით იმოქმედეთ, თუმცა ღუმელში გაცხელების მაგივრად, ფურცლები საყინულეში გააჩერეთ 10 წუთით. (სხვა ყველა პროცედურას იგივე მეთოდით ვიმეორებთ)



როგორც წესი, თეთრი კომბოსტოც (ჩვეულებრივი) ეფექტურად მოქმედებს კომპრესის შემთხვევაში, თუმცა უმჯობესია გამოიყენოთ წითელი კომბოსტო (იასამნისფერი). კომპრესის პროცესის დროს თუ შეამჩნევთ ალერგიის მაგვარ სიმპტომებს, მაშინვე შეიხსენით და მიიღეთ ზომები- კერძოდ კი კითხეთ ექიმს ალერგიის საწინააღმდეგო რომელი პრეპარატი მიიღოთ. კომბოსტო არ ხასიათდება ალერგიული რეაქციებით, ამიტომ ეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება, თუმცა მაინც გვაფრთხილებენ.


ასე, რომ ბუნება გვაძლევს საშუალებას მშვენიერი ბუნებრივი მედიკამენტები ვიქონიოთ და ნუ დავზარდებთ მათ გამოყენებას. წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ.




იხილეთ აგრეთვე:


* რეცხვის წინ სარეცხის მანქანაში ფოლგის გორგალი შეაგდეთ და შედეგი გაგაოცებთ

* შეიხვიეთ ფეხები "ფოლგით" და რაც 1 საათში მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთ

* "გასახდომად, კანის გასაწმენდად და თმის აღსადგენად" გამოიყენეთ მხოლოდ ბრინჯიანი წყალი

* ჩვეულებრივი სოდა დაიტანეთ ქუთუთოებზე და ნახეთ რა მოხდება– საოცარია

* სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის?

* როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად

0
13389
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
13389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0