x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138410
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და სწორი ადამიანი

image


ერთ მოღრუბლულ და წვიმიან დღეს, პატარა პიტი ადგილს ვერ პოულობდა და სულ მამამისის ირგვლივ ტრიალებდა, რომელიც საერთაშორისო კონფერენციისთვის მოხსენების დაწერას აპირებდა, მაგრამ თემა ვერაფრით შეარჩია. თან ბავშვიც სულ მის გვერდით იყო და ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. ბოლოს და ბოლოს, მას მოთმინების ფიალა აევსო, აიღო იქვე დაწყობილი ქაღალდების გროვიდან ერთი ძველი ჟურნალი, ამოხია ერთი ფერადი სურათი, რომელზეც მსოფლიოს პოლიტიკური რუკა იყო, დახია პატარ-პატარა ნაწილებად, შვილს მისცა და თან უთხრა:

— პიტ, ამ ნაწილებიდან რუკა ააწყე და მე შენ ნაყინის ფულს მოგცემ.
ერთი შეხედვით, მსგავსი დავალების შესრულება პატარა ბავშვს კი არა, დიდ ადამიანსაც გაუჭირდებოდა მცირე დროში და მამას ძალიან გაუკვირდა, როდესაც პატარა პიტი 10 წუთის შემდეგ მივიდა უკვე აწყობილი რუკით.
— ასე სწრაფად როგორ შეძელი დავალების შესრულება? — ჰკითხა მამამ.
— ეს არ იყო რთული, — უპასუხა პატატამ. — უბრალოდ, ფურცლის მეორე მხარეს ადამიანი იყო დახატული და მე რუკის ყველა ნაწილი გადავაბრუნე, ავაწყე ადამიანი, ისევ გადავაბრუნე და რუკა მივიღე. მე ვიფიქრე, რომ თუ ადამიანი სწორი იქნება, მაშინ მსოფლიოც სწორი იქნებოდა.
მამას გაეღიმა და შვილს შეპირებული ფული მისცა.
«თუ ადამიანი სწორი იქნება, მაშინ მსოფლიოც სწორი იქნება», — შვილის ნათქვამზე დაფიქრდა მამა და მიხვდა, რომ მოხსენების თემა უკვე ჰქონდა.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ომს არაფერი მოაქვს, უბედურების და ნგრევის გარდა...

რა «ცოდვებისთვის» მოკლეს კადაფი ანუ როგორ ცხოვრობდნენ ლიბიელები დიქტატურის პირობებში

ქვეყნებს შორის საზღვრების ყველაზე უჩვეულო მონაკვეთები

ევროპის ქვეყნები, ცხოვრების ყველაზე მაღალი დონით TOP – 17

კრიმინალური სტატისტიკა. მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები და ქვეყნები, რომლებშიც ღამე გარეთ სიარულისგან თავი უნდა შეიკავოთ

გაიცანით მსოფლიო რუკებით

22 ფოტოსურათი, რომელიც გარემოს დაცვაზე და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციაზე დაგაფიქრებთ

0
90
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0