x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512099
გააკეთეთ საახალწლო მორთულობები მაკარონისგან - მარტივი და ძალიან ეფექტური მეთოდი!
image

სულ მალე ყველა სახლში საპატიო ადგილს დაიკავებს მშვენიერი, საშობაო სათამაშოებით შემკული, საახალწლო ნაძვის ხე. წინაასაახალწლო მზადება განსაკუთრებით სასიამოვნო და შემოქმედებითი გახდება, თუ დეკორაციებსა და სათამაშოებს საკუთარი ხელით გავაკეთებთ, განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ ამ პროცესში ბავშებსაც ჩავრთავთ. ამისათვის კი აუცილებელია ვიცოდეთ საშობაო სათამაშოების დამზადების მარტივი და, რაც ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია, იაფი ხერხები. სწორედ ამგვარ საინტერესო ხერხს გთავაზობთ ქვემოთ.


image

მაშ ასე, ვაკეთებთ საახალწლო მორთულობებს...მაკარონისგან!


დღეს სამომხმარებლო ბაზარზე უამრავი ფორმისა თუ ზომის მაკარონი არსებობს, რაც საშუალებას გვაძლევს ისინი არა მხოლოდ კულინარიული, არამედ დეკორატიული მიზნითაც გამოვიყენოთ. მათი საშუალებით ნამდვილი შედევრის შექმნა შეიძლება, რაშიც თავადაც დარწმუნდებით, თუ ქვემომოყვანილ სურათებს გადახედავთ. ფიფქები, ანგელოზები, საშობაო გვირგვინები, ნაძვისხის სათამაშოები... აირჩიეთ რომელი მათგანის გაკეთება გსურთ და მიჰყევით ინსრუქციას, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.




image

imageimageimageimageimageimage


სამუშაოდ დაგჭირდებათ:


წებო "მომენტი" ან წებოს პისტოლეტი;

აკრილის საღებავები, უმჯობესია ოქროსფერი, ან ოქროსფერი პულველიზატორი;

სხვადასხვა ფორმის მშრალი მაკარონები;

ლენტები, თასმები;

ბისერები, მძივები;


და, რაღა თქმა უნდა სურვილი და ნებისყოფა!


ნაძვის ხეზე დასაკიდი ფიფქები მაკარონისგან

image

ფიფქები ძალიან ადვილად კეთდება! უბრალოდ ვარჩევთ სასურველი ფორმის მაკარონებს და ერთმანეთს ვაწებებთ ისე, რომ მივიღოთ ფიფქის ფორმა. მიწებება უნდა დავიწყოთ ცენტრიდან და თანადათან გავზარდოთ ჩვენი ფიფქი.


შეწებების დასრულების შემდეგ ფიფქი უნდა დავდოთ, რათა წებო გაშრეს. ამის შემდეგ ვდებთ ფიფქებს ქაღალდზე (რათა მაგიდა არ დაისვაროს) და ვღებავთ.

image

ისევ ველოდებით სანამ საღებავი გაშრება და ამის შემდეგ ვიწყებთ სასურველი ბისერებითა თუ მძივებით მორთვას.

image

ბოლოს ვაწებებთ თასმის ან სქელი ძაფის საკიდს და ნაძვის ხეზე დასაკიდებლად მზად არის!


მოცულობითი ფიგურები მაკარონისგან

image

მაკარონისგან ნაძვის ხის ბურთის საფუძველს შეგვიქმნის ჩვეულებრივი ბუშტი. აირჩიეთ ნებისმიერი სასურველი ფორმის ბუშტი: მრგვალი, გულის ფორმა, ცილინდრი და ა.შ.


გაბერეთ ბუშტი სასურველ ზომამდე.


ვიწყებთ მაკარონების დაწებებას და თანადათან ვზრდით მოცულობას სასურველ ზომამდე. მნიშვნელოვანია! მაკარონებს ვაწებებთ არა ბუშტზე, არამედ ერთმანეთზე!


როცა სამუსაოს დასრულებამდე სულ რამდენიმე მაკარონის მიკვრაღა დაგრჩებათ, ცოტა ხნით გადადეთ "კოსტრუქცია" და დააცადეთ გაშრობა;


გამშრალი "კონსტრუქცია" მიიღებს საჭირო სიმყარეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ნემსით გავხეთქოთ შიგ დარჩენილი ბუშტი, ამოვიღებთ ბუშტის ნარჩენებს და ღიობს დარჩენილი მაკარონებით ამოვავსებთ.


მიღებულ ბურთულას შევღებავთ და გავაშრობთ;


მივაკრავთ ლენტს და შევკრავთ ისე, რომ საკიდი მოვიღოთ.


image


ანგელოზები მაკარონისგან

imageimage


სამუშაოსთვის დაგვჭირდება:


სხვადასხვა ფორმის მაკარონები (დააკვირდით სურათებს!)

წებო;

თასმა ან ოქროსფერი მავთული;

ოქროსფერი, ვერცხლისფერი ან თეთრი საღებავი ან პულველიზატორი

აკრილის თეთრი და მოოქროსფრო საღებავი;

წვრილი ფუნჯი;

მცირე რაოდენობით თიხა ან მარილიანი ცომი (ანგელოზის თავისთვის).


1. ვიწყებთ ანგელოზის ტანის გაკეტებას, რისთვისაც ორ გრძელ მაკარონს ერთმანეთზე მივაკრავთ.

image

2. ტანს მივაკრავთ ხელებს მოხრილი მაკარონებისგან.


3. ტანსა და ხელებს თეთრად ვღებავთ, კონტურები კი დაგვაქვს ოქროსფერი აკრილის საღებავით.

image

4. მაკარონის ბანტებს ვღებავთ ოქროსფრად და თეთრად. ველოდებით, სანამ საღებავი გაშრება.

image


5. თიხის ან ცომისგან ვაკეთებთ საჭირო ზომის ბურთულას. იგივე მასალისგან ვაწებებთ თვალებს, ცხვირსა და პირს. თავს თეთრად ვრებავთ და ვუკეთებს წვრილ, ოქროსფერ მავთულსა ან ძაფს, რომელიც საკიდად უნდა გამოდგეს.


image

6. საჭირო ფორმის მაკარონისგან შეიძლება ანგელოზისთვის შარავანდედიც გავაკეთოთ.

7. სურვილისამებრ, ხელში დავაჭერინოთ წიგნი, რომელსაც ჩვეულებრივი ქაღალდისგან გავაკეთებთ.


ეს ანგელოზის გაკეთების მხოლოდ ერთი ვარიანტია, თქვენ შეგიძლიად თავადაც მოიფიქროთ განსხვავებული ფორმის ანგელოზები.


imageimage


სულ ესაა. ცოტა დრო, ყურადღება, სურვილი და შესანიშნავი საახალწლო სამშვენისიც მზადაა!


ასევე დაგაინტერესებთ:


1. გააკეთეთ ულამაზესი ნაძვის ხის ბურთულები ძაფისგან


image


2. მოამზადეთ 3D ნაძვის ხეები ორცხობილასგან - (რეცეპტები და ინსტრუქციები)

image


3. გააკეთეთ საახალწლო ორცხობილას სახლი მარტივად (დეტალური რეცეპტი და შაბლონი)

image






3
498
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
498
  
2016, 7 დეკემბერი, 17:16
არაა :D:D:D, სტატიის თემიდან გამომდინარე არა, ისეე :))))
2016, 7 დეკემბერი, 17:12
მაკარონზე ?:)))))
2016, 7 დეკემბერი, 15:07
ამ ახალ წელს გეპატიჟები :):)
0 1 3