სხვა რისი თქმა შეუძლია თქვენს ფეკალიებს? (განავალი) 2016, 15 დეკემბერი, 9:11 ვიცი სასაცილოდ ჟღერს თუ რისი თქმა შეუძლიათ თქვენზე თქვენს ფეკალიებს (განავალი), თუმცა ისინი ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანმრთელობაზე. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ყველა დაავადება წარმოიშობა ნაწლავებში, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ იმას (ფეკალიას), რაც ჩვენგან გამოდის. ფეკალიის ძირითადი სამი მახასიათებელია- სისტემატიურობა, ფერი და ფორმა. მოდით გავარკვიოთ თუ რა მნიშვნელობა აქვთ მათ და წინააღმდეგ შემთხვევაში რაზე მეტყველებენ.
1. სისტემატიურობა. სისტემატიურობაში იგულისხმება დღეში ერთხელ მაინც კუჭში გასვლა, რაც ხელს უწყობს ნაწლავებს გათავისუფლებაში. თუმცა ვინც დღეში 2-3-ჯერ ახერხებს ამას, მათაც შეიძლება ნორმალური ვუწოდოთ, რადგან მიზეზი საჭმლის სწრაფი და ნორმალური გადამუშავება, ან ზედმეტი საკვების მიღებაა, რომელიც ბუნებრივია გამოყოფას საჭიროებს. არავითარ შემთხვევაში არ ითვლება ნორმალურად, როდესაც 2-3 დღეში ერთხელ ხდება მონელება, რადგან ნაწლავები უნდა დაიცალოს და შესაბამისად ამ გზით მოხდეს ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და მჟავებისგან. ამიტომ მონელება აუცილებლად უნდა მოხდეს დღეში ერთხელ მაინც. 2. ფორმა. ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორი ფორმისაა ფეკალია, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ რამდენად სწორი ფორმისაა ისინი გამომდინარე ჩვენი ნაწლავებიდან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ორგანიზმმა აითვისა და გადაამუშავა ყველა სახის ელემენტები და ნუტრიენტები, რასაც მიღებული საკვები შეიცავდა. წარმოგიდგენთ ბრისტოლის (ქალაქი დიდ ბრიტანეთში) სამედიცინო ანკეტას: 1 ტიპის ფეკალია- პატარა და მკვრივი დაფანტული ბურთულები, გორგლები. 2 ტიპის ფეკალია- წააგავს ძეხვს, თუმცა ბორცვებიანია. 3 ტიპის ფეკალია- ასევე წააგავს ძეხვს, თუმცა აქვს ბზარები. 4 ტიპის ფეკალია- წააგავს გველს ან ძეხვს, რომელიც არის რბილი და გლუვი. 5 ტიპის ფეკალია- რბილი რელიეფური ბურთულები, რომელთა გამოყოფა მარტივია. 6 ტიპის ფეკალია- მატყლივით გაჩეჩილი მსხვილი და მთლიანი მასა. 7 ტიპის ფეკალია- წვეთის ფორმის თხელი მასა. იმედია მიხვდით ამათგან ჯანმრთელი ადამიანის ფეკალია როგორ გამოიყურება, თუ მე-4 აირჩიეთ, გილოცავთ, თქვენ მართალი ბრძანდებით. ის იდეალური ექსკრემენტია (ფეკალური მასა), რომელიც ადვილად გამოიყოფა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მე-3 უკეთესია, ვიდრე მე-5 და მე-6, რადგან ისინი დიარეის მახასიათებელია, რომელიც არც თუ ისე ადვილი სამკურნალოა და შეიძლება მალაბსორბციის შედეგად მოხდეს, ანუ როდესაც ორგანიზმს აკლია ყველა აუცილებელი ვიტამინები და მინერალები. თუ გაქვთ ფაღარათი, რასაც სისტემატიური სახე აქვს, აუცილებლად მიმართედ ექიმს და გაიკეთეთ განავლის ანალიზი. ხოლო იმისათვის, რომ ფეკალიამ მიიღოს განსაზღვრული მასის ფორმა, მიმართეთ დიეტას: ბანანი, ბრინჯი, ჩაი და ვაშლი. ეს პროდუქტები სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ რაციონში 1-2 ჩაის კოვზი ბენტონიტური თიხა, რომელიც როგორც შეკრავს ფეკალურ მასას, ასევე გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. მიიღეთ წებოვანები, როგორიცაა მაგალითად ხორბალი და სხვა მარცვლეული; ასევე კაკალი და მზესუმზირა, რომელიც კურნავს ნაწლავებს. თუ ფეკალია მკვრივი და მძიმეა, მაშინ ეს შეკრულობას ნიშნავს და აუცილებლად მიმართედ ექიმს, ასევე ჩაიტარეთ განავლის ანალიზი. ეს შესაძლოა ჰორმონების ბრალი იყოს და აუცილებლად გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი. თუ რაციონში ჩართავთ მაგნიუმს, კარგი იქნება. მიიღეთ ასევე სალაბის (შალფეი) თესლი, თევზი და სხვა სასარგებლო ცხიმიანი საკვები, მზესუმზირა, კაკალი, მსხალი- ეს ყველაფერი გააუმჯობესებს მონელების პროცესს, შედეგს კი ორ დღეში ნახავთ. ასევე მომგებიანი ვარიანტია იოგა და მუცლის მასაჟი აბუსალათინის ზეთით. (ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა პილპილის ზეთი, რომლის ერთი წვეთიც საკმარისია საპირფარეშოში დაჯდომამდე უნიტაზში ჩასაწვეთებლად, რაც ხელს უწყობს ნაწლავებს მუშაობაში და შედარებით სწრაფად ხდება დეფეკაცია (მონელება, კუჭში გასვლა). 3. ფერი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ფეკალიის ფერი. ნორმალური ფეკალიის სამ ფერს განასხვავებენ- ოქროსფერი, რძიანი შოკოლადის ფერი და მუქი ყავისფერი. თუ თქვენი ფეკალური მასა მუქი ფერისაა ან შავი, ეს იმას ნიშნავს, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა მხარეს ნაწლავებია შევიწროვებული. ყვითელი ან მწვანე განავალი მიუთითებს ცხიმის აბსორბციას, რის შედეგადც ხდება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევა. ამ დროს მიიღეთ ბურახი, პეპსინი, მარილმჟავა (გაზავებული სახით) და სხვა ფერმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ცხიმის დაშლას. შენიშვნა: გახსოვდეთ, რომ თუ მიიღებთ ჭარხალს, მწვანე ფოთლოვან საკვებს, საღებავების შემცველ ტბილეულს, ფეკალურ მასას ფერი შეეცვლება და ეს სავსებით ნორმალურია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია წყალში იძირება თუ ტივტივებს ფეკალია, ამიტომ სანამ კომენტარებში დაწერთ ასეთ კითხვას, გეტყვით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა მოსაზრებები ორად გაიყო. ერთი ნაწილის აზრით, როდესაც ფეკალური მასა ზევით ტივტივებს– მიუთითებს რომ საკმარისად ბოჭკოვანია; მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ცხიმის აბსორბციის შედეგია. 5741 18-ს მოსწონს
|