x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
6 დაავადება, რომელსაც ძილის ნაკლებობა იწვევს

imageimageჩვენ, ჩვენი ცხოვრენის მესამედს ძილში ვატარებთ. ძილი მოდუნების და ძალების აღდგენის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. როდესაც ღამე თვალებს ვხუჭავთ რამდენიმე საათით, ჩვენ ორგანიზმს, დღის მანძილზე, მიღებული სტრესებისგან დასვენების საშუალებას ვაძლევთ. ძილის დროს, ორგანიზმში მილიონობით პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ტვინს ეხმარება განახორციელოს სხვადასხვა ოპერაციები, იმ დროს, როდესაც უჯრედებში დღის მანძილზე დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესები მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ არ ვიძინებთ ან უძილობის პრობლემა გვაქვს, ჩვენ არ ვაძლევთ ორგანიზმს აღდგენის საშუალებას, ხოლო ხანგრძლივი უძილობა, სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას.

მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს და გაარკვიეს, თუ კონკრეტულად რომელი ორგანოები ზიანდება და რა სახის დაავადებები ყალიბდება, ძილთან დაკავშირებული პრობლემების დროს. აღმოჩნდა, რომ უძილობამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს – დიაბეტით დაწყებული, სიმსივნით დამთავრებული. მაგრამ, მათ შორის, ყველაზე საგანგაშო ეს დაავადებებია:


ალცჰაიმერის დაავადება


image
2013 წელს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის უკმარისობა შესაძლებელია გახდეს ალცჰაიმერის დაავადების და მისი პროგრესირების მიზეზი.

ძილი თავის ტვინისთვის აუცილებელია, რომ მან შეძლოს «ტვინის ნარჩენებისგან» ანუ ე. წ. ნაგვისგან გათავისუფლება, რომელსაც ტვინში დაგროვება და ჭკვასუსტობის გამოწვევა შეუძლია.
ექსპერიმენტში 70 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 53 – 91 წელი იყო. PET/CT-ზე (პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია) ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც უძილობა აწუხებდა, ტვინში დიდი რაოდენობით ბეტა ამილოიდი ჰქონდა. ეს შენაერთი კი როგორც ცნობილია, ალცჰაიმერის დაავადების ძირითადი მიზეზი არის.

image


სიმსუქნე და დიაბეტი


image
დიაბეტის ერთ-ერთი მიზეზი რომ უძილობა არის, უკვე დიდი ხნის მანძილზე ცნობილია. მაგრამ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, კავშირის მექანიზმი უძილობასა და დიაბეტს შორის. როგორც გაირკვა, უძილობა წონის მატებას იწვევს და უკვე სიმსუქნე ხდება დიაბეტის წარმოქმნის მიზეზი.


გულ-სისხლძარღვთა დაავადებები


image
გადაღლა და უძილობა დადებითად რომ არ მოქმედებს გულის ფუნქციონირებაზე, ყველასთვის ცნობილია და სწორედ ეს საკითხი იყო განხილული ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) შეხვედრაზე. სხდომაზე წარმოდგენილი იყო 25-დან 64 წლის ასაკის 657 მამაკაცზე, 14 წლიანი დაკვირვების შედეგები. აღმოჩნდა, რომ მათ შორის, ვინც გულის შეტევა გადაიტანა, 2/3 უძილობა აწუხებდა.
გარდა ამისა, დაადგინდა, რომ ქრონიკული უძილობის შემთხვევაში, ინფარქტის რისკი ალბათობა 2, 6-ჯერ, ხოლო ინსულტის რისკი 1, 5-4-ჯერ იზრდება.


თვითმკვლელობა


image
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები 10 წლის მანძილზე იკვლევდნენ უძილობის პრობლემის მქონე ადამიანებს. ექსპერიმენტში საშუალო ასაკის 420 ადამიანი მონაწილეობდა. სამწუხაროდ, დაკვირვების ჯგუფიდან 20 ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ის, ვინც მუდმივად უძილობას განიცდის, 1, 4-ჯერ უფრო ხშირად ხდება სუიციდის მსხვერპლი, ვიდრე დეპრესიით დაავადებული ადამიანი.


წყლულოვანი კოლიტი


image
2014 წ. მასაჩუსეტსი ცენტრალური საავადმყოფოს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წყლულოვანი კოლიტი, რომლის დროსაც წყლულები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვითარდება, ძილის ნაკლებობით არის გამოწვეული. იგივე დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები კრონის დაავადებასთან დაკავშირებითაც. თუმცა, ამ შემთხვევაში, დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ძილის ნაკლებობით, ისე ჭარბი ძილით.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, საკმარისი რაოდენობით ძილი აუცილებელია, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი პროცესის შეკავება მოხდეს, რომელიც თავის მცრივ, აქ ხსენებული ორი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს.


პროსტატის კიბო


image
2013 დასრულდა 7 წლიანი კვლევა, რომელშიც 66-დან 93 წლამდე ასაკის 2425 მამაკაცი მონაწილეობდა. მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ პროსტატის კიბოთი დაავადების რისკი 61% მაღალია იმ მამაკაცებისთვის, ვისაც პრობლემები აქვთ ძილთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, ორგანიზმში ძილის პროცესს ჰორმონი მელატონინი არეგულირებს. გარდა ამისა, ამ ჰორმონის დიდი რაოდენობით არსებობა, სიმსივნის ზრდას აფერხებს. ორგანიზმში ასეთი მნიშვნელოვანი ჰორმონის გამოსამუშავებლად სიბნელე არის საჭიროა. თუ ადამიანს უძილობა აწუხებს და დიდ დროს ხელოვნურად განათებულ ოთახში ატარებს, მის ორგანიზმში მელატონინის გამომიშავება ვერ მოხდება. რაც თავის მხრივ, ამცირებს სიმსივნის ზრდის შეფერხების ტემპს და საბოლოო ჯამში, მისი აგრესიული ზრდის მიზეზი ხდება.

0
2423
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0