პროფილაქტიკა სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან... 2016, 18 ნოემბერი, 9:12 ბევრ ადამიანს აქვს დაუძლეველი სურვილი შეიტანოს თავის სხეულში წვლილი მისივე გაუმჯობესების ან სრულყოფილების მიზნით. ხშირია ასევე შემთხვევები როდესაც გვინდა კანზე უადგილოდ გამოსული პაპულა (პრიშიკი, მუწუკი) გამოვრწყათ და მოვიშოროთ, თუნდაც დავიცალოთ ღერა-ღერა დაუპატიჟებელი ჭაღარა და ა.შ. ვერც კი წარმოიდგენთ ამ ქმედებით ჯანმრთელობისთვის რამხელა ზიანის მიყენება შეგვიძლია ჩვენივე ხელით. ამიტომ დღევანდელ სტატიაში განგიმარტავთ თუ რომელ 5 ნაწილს არ უნდა შეეხოთ სხეულზე, რათა თავიდან აიცილოდ მოსალოდნელი წარმოუდგენელი გართულებები. 1. თმის ჭაღარა ღერი. ბებიებისგან მაინც გექნებათ გაგონილი- "არ მოიგლიჯოთ ჭაღარა თმა, თორემ ერთის მაგივრად ათი ჭაღარა ამოგივათო". ეს რა თქმა უნდა მითია, თუმცა ნამდვილად არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ამოვიძროთ ჭაღარა თმა. თმის ჭაღარა ღერის ამოგლეჯვის შემთხვევაში ზიანდება თმის ფოლეკულები და მის ადგილას რჩება ნაწიბური. იქ კი ვერც ჯანმრთელი და ვერც ჭაღარა ღერი ვეღარ ამოვა. სისტემატიური სახე თუ ექნება თმის ამოგლეჯვას, ადვილი წარმოსადგენია რომ ამას გამელოტება მოყვება და მემგონი სჯობს ჭაღარა თმა გქონდეთ, ვიდრე გამელოტდეთ. 2. ხიწვი (ხიჭვი). კანის მხოლოდ ერთ მინიმალურ ნაწილს შეუძლია უდიდესი პრობლემები მოგიტანოთ. თუ კი ხიწვი შეგესობათ კანში, არ მოიკვნიტოდ და არ იწვალოთ, რადგან წარმოუდგენელი ინფექცია შეიძლება შეიჭრას კანქვეშ, რასაც გართულებები აუცილებლად მოყვება, ამიტომ სტერილური მაკრატლით და ხელსაწყოებით მოჭერით ზედა კანი, შემდეგ კი ამოიღეთ ხიწვი. 3. შავი წერტილები. ყველას ძალიან გვინდა თავი დავაღწიოთ შავ წერტილებს, რომლებიც ჩვენი კანის ფორებშია და ამისათვის სახლის პირობებში რა პროცედურებს აღარ ვიტარებთ, თუმცა შეჩერდით თუ გინდათ, რომ რაიმე გართულებებს არ გადააწყდეთ. პროცედურების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ზიანდება მგრძნობიარე კანი, იჭრება ინფექცია და სახეზე რჩება სამუდამო ნაწიბური (შრამი). უმჯობესია მიაკითხოთ კოსმეტოლოგს, რომელიც უმტკივნეულოდ და ზიანის მიყენების გარეშე გაწმენდს თქვენს კანს შავი წერტილებისგან. 4. წყალმანკი ( სითხის დაგროვება სხეულის ღრუში). უმეტეს შემთხვევაში წყალმანკი ქრება თავისით და არანაირი ზიანის მომტანი არაა ჩვენთვის. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის ჩნდება არასწორ ადგილას, მაგალითად ფეხზე და გვიშლის. ასეთ შემთხვევაში კარგად დაიბანეთ ფეხი, გაასტერილეთ ან დეზინფექცია (სპირტით) ჩაუტარეთ ნემსს და მხოლოდ ამის შემდეგ გახეთქეთ ის. 5. კოღოს ნაკბენი. კოღოს ნაკბენი შეიძლება ისე გვექავებოდეს, რომ ძილი არ გვაცადოს. არავითარ შემთხვევაში არ მოიქავოთ ფრჩხილებით, რადგან ინფექციის დიდი საფრთხეა. უმჯობესია წაისვათ მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო გელი ან დაიდოთ ყინული. იხილეთ აგრეთვე: როგორ მოვიშოროთ ზედმეტი გვერდები სახლის პირობებში? როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები როგორ მოვუაროთ კბილებს სწორათ? სახიდან და სხეულიდან "პაპილომების" (ხორცმეტი) მოცილების ყველაზე ეფექტური მეთოდი რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი? ჭამის შემდეგ აღარასოდეს მოიქცეთ ასე... როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება) როგორ გავითეთროთ გაყვითლებული ფრჩხილები როგორ ვუმკურნალოთ დამწვრობას ყოველგვარი კვალის გარეშე 18237 23-ს მოსწონს
|