x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვისაც ჩურჩული არ ესმის...

image


ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ახალი «იაგუარით» მიდიოდა. ის შესანიშნავ ხასიათზე იყო და რაღაც მელოდიას ღიღინებდა. უეცეად მან ბავშვები დაინახა, რომლებიც გზის პირას ისხდნენ. მან სიჩქარე შეანელა და მას შემდეგ, რაც გვერდით ჩაუარა, ისევ დიდი სიჩქარით დაიწყო მორაობა. მაგრამ, უცბად მანქანაზე ქვის დარტყმის ხბა გაიგო. ახალგაზრდამ მაშინვე გააჩერა მანქანა, გადმოვიდა იქიდან და საყელოში სწვდა ერთ ბიჭუნას. საწყალ ბიჭს აჯანჯღარებდა და თან უყვიროდა:
— შე საძაგელო! ეს რა გააკეთე?! იცი, რა ღირს ეს მანქანა?!
— მაპატიეთ, ბატონი — უპასუხა ბიჭმა. — არ მინდოდა თქვენთვის ან თქვენი ავტომობილისთვის ზიანის მიყენება. საქმე იმაშია, რომ ჩემი ძმა ინვალიდია და ის სავარძლიდან გადმოვარდა. მე კი მისი აწევა არ შემიძლია, რადგან ის მეტისმეტად მძიმეა ჩეთვის. უკვე რამდენიმე საათია დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ არავინ გააჩერა მანქანა. სხვა გზა არ მქონდა, თორემ თქვენც გვერდს ჩაგვივლიდით და წახვიდოდით.
ახალგაზრდა კაცი ინვალიდს დაეხმარა სავარძელში ჩაჯდომაში. ის თვალზე მომდგარ ცრემლებს ძლივს იკავებდა. შემდეგ მანქანასთან მივიდა და მის გაპრიალებულ ზედაპირზე, ქვის სროლის შედეგად მიყენებული ჩაღრმავება ნახა.
ის დიდი ხნის მანძილზე დადიოდა ამ მანქანით და ყოველთვის «არას» ეუბნებოდა მექანიკოსებს, რომლებიც მანქანის იმ ადგილის შეკეღებას სთავაზობდნენ, რომელიც ქვით იყო დაზიანებული. ეს დაზიანება მას ყოველთვის ახსენებდა, რომ თუ ადამიანი სხვა, მასზე სუსტი, ადამიანის «ჩურჩულს» ყურადღების გარეშე დატოვებს – «ქვა მოხვდება».

0
473
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0