სხვა ვენეციაში ვეშაპი შეცურდა 2016, 14 ნოემბერი, 16:12 ცოტა ხნის წინ, ვენეციელებმა საკუთარ ქალაქში დაუპატიჟებელი სტუმარი აღმოაჩინეს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ არხში, გიბრალტარის სრუტის გავლით, ატლანტიკის ოკეანიდან შეცურდა. ეს დაუპატიჟებელი სტუმარი ვეშაპი იყო. მან, ალბათ, ქალაქის სილამაზით მოხიბლულმა, კუდი ისა აათამაშა, რომ რამდენიმე გონდოლიერის ნავი ჩაძირა. გლობალურმა დათბობამ, ეტყობა, ვეშაპს “კურსიდან” გადაახვევინა და ჩრდ. ანტარქტიკის ნაცვლად, ხმელთაშუა ზღვაში მოხვდა. ვეშაპის ვენეციაში გამოჩენის ეს უკვე მეორე შემთხვევა არის. პირველად ის II მსოფლიო ომის დროს იხილეს ქალაქის მაცხოვრებლებმა. მაშინ ეკონომიკურად რთული პერიოდი იყო, ქალაქი შიმშილობდა. ამიტომ, ვეშაპი მოკლეს და შეჭამეს. 1325 10-ს მოსწონს
|