x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138953
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის?
თუ შემთხვევით იგრძენით, რომ გარეცხილ სარეცხს არასასიამოვნო სუნი სდის, თუმცა ეს ფხვნილის გავლენა არ არის და ასევე შეამჩნიეთ, რომ სარეცხის მანქანის კარის დამლუქველ რეზინას შავი წერტილები გაუჩნდა, იცოდეთ რომ ეს არის შავი სოკო, რომელიც სხვადასხვა საშინელ დაავადებას იწვევს როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში.


image


შავი სოკო ძირითადად ჩნდება იქ, სადაც მისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია: მაღალი ტენიანობა და სითბო. საპირფარეშო კი ერთ-ერთი იდეალური ადგილია მათი წარმოშობისთვის, შემდეგ კი ჰაერის მეშვეობით მისი სპორები ადვილად გადაადგილდება სხვადასხვა საგნის ზედაპირზე და უკვე ადვილი მისახვედრია რამხელა რისკია დავინფიცირდეთ.


სარეცხის მანქანაში მათი გაჩენის ძირითადი მიზეზია სარეცხის სისიტემატიური რეცხვა 30-40 ° C ტემპერატურაზე. აღნიშნული ტემპერატურა და ის ფაქტი, რომ ამ დროს სარეცხი მანქანის ავზი ბოლომდე წყლით არ ივსება, სწორედ იმ გარემოს იძლევა განვითარდეს სოკოების მთელი კოლონია. გარდა ამისა, სოკოების განვითარების ერთ-ერთ მიზეზია ასევე სარეცხი მანქანის არასწორად მოვლა.



როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან?


ამისათვის დაგჭირდებათ: ქლორი (სითხე), საწმენდი ღრუბელი ან ხელსახოცი(რომელსაც შემდეგ გადააგდებთ), რეზინის ხელთათმანები და 25 გრ ლიმონმჟავა.


1. პირველ ეტაპზე უმჯობესია ქაღალდის მშრალი ხელსახოცით (სალფეთქი) ან ღრუბლით გაწმინდოთ სარეცხის მანქანის შიგნითა განყოფილება.


2. მეორე ეტაპზე კი ქლორიანი სითხე ე.წ. ბარაბანის რეზინის მთელს ზედაპირზე დაასხით, რომელიც თვითონ გადანაწილდება მის შიგნით.


3. დახურეთ სარეცხის მანქანის კარი და დატოვეთ ასე 2 საათის მანძილზე.


4. 2 საათის შემდეგ ჩართეთ მანქანა გავლების რეჟიმზე.


5. გავლების დასრულების შემდეგ ფხვნილის უჯრაში ჩაასხით 25 გრ ლიმონმჟავა და ჩართეთ ყველაზე მაღალი ტემპერატურის რეცხვის რეჟიმი.



ამ პროცედურის შემდეგ თქვენი მანქანა იბრწყინებს. გაიმეორეთ იგივე 2-3 თვეში ერთხელ და საფუძვლიანად განადგურდება სოკო და მისი სპორები თქვენს მანქანაში. არ დაგავიწყდეთ, რომ პრევენციული მოვლა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს თქვენი მანქანის მდგომარეობას და პირველ რიგში კი თქვენს ჯანმრთელობას.




იხილეთ აგრეთვე:



თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!


აღარასოდეს დააფინოთ ქაღალდები უნიტაზზე


როგორ მოვიქცეთ თუ თერმომეტრი გაგვიტყდა სახლში?



2
69446
22-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
69446
  
2019, 9 იანვარი, 23:11
ნინო, უღრმესი მადლობა
2019, 9 იანვარი, 21:51
იდეალური რჩევაა, მე წყალბადის ზეჟანგით ვრეცხავ ხოლმე მაგ რეზინს. ჩემ მკითხველასაც გავუზიარებ ამ სტატიას
0 1 2