x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები (ნაწილი 2)
image

დღეს, 17 მაისს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების დღეა და მისით დავიწყებთ:




***მუხრანი არასდროს ყოფილა „საბჭოთა პოეტი“, ეს მის უმარავ ლექსში იგრძნობა, პირველი ფურორი 1964 წელს მოახდინა ლექსით „გაუმარჯოს საქართველოს მოთმინების ფიალას“, რომელიც „მეხივით გავარდა“, რასაც პოეტის რეპრესია მოჰყვა. ვითომდა „შემოქმედებითი მივლინებით“ 2 წლით ბულგარეთში გაუშვეს. სინამდვილეში ეს იყო ერთგვარი გადასახლება, როგორც არასაიმედო მუშაკისა. მისი მოგონებებიდან ჩანს, როგორ ენატრებოდა ოჯახი. როდესაც დაბრუნდა, ჟურნალ „დილას“ რედაქტორად დანიშნეს. სწორედ მაშინ გამოიცა საბავშვო გამოცემა „მთიები“ - კალენდარი, თუმცა მეორე ნომერი აღარ გამოსულა. 80-იანი წლების შუა ხანებში ალმანახ „საუნჯის“ რედაქტორი იყო, სადაც მხოლოდ თარგმანები იბეჭდებოდა. ხუმრობდა ხოლმე - „საუნჯეში“ კი არა, „სამუნჯეში“ ვმუშაობო.



***გიგა ლორთქიფანიძე:




სერიალი „წიგნი ფიცისა“ უნდა გადაეღოთ და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე კახეთში ერეკლე მეფის როლის შემსრულებელს ეძებდა. მიუყვანეს ერთი. მოეწონა, მაგრამ იმ კაცმა თამაშზე სასტიკი უარი განაცხადა. მიეძალნენ, კარგ გასამრჯელოსაც დაჰპირდნენ.

- კაი, ვითამაშებ, - დაეთანხმა იგი, - ოღონდ, აქედანვე იცოდეთ, იმ რაღაც გეორგიევსკის ტრაქტატს ხელს არ მოვაწერო.




***შალვა ნათელაშვილი :


„დასავლეთ საქართველოში გამოჩნდა კაცი, რომელიც ჩვენს რაიონულ ოფისს აფინანსებდა. წყალტუბოში დაგვითმო ბინა და ოფისი. ვისაც ვკითხე თუ რა ბიზნესს ფლობდა, ვერავინ მიპასუხა. ვიფიქრე, ალბათ, სტრატეგიული ბიზნესი აქვს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი-მეთქი.

მოკლედ, მის გასაცნობად ჩავედი. დამხვდა თავისი ამალით და გრძელი კორტეჟით დავიძარით. წინა მანქანაზე ჩემი დიდი სურათი ჰქონდათ მიმაგრებული. ამ სურათის ნახვის შემდეგ, გზაში, ამეკვიატა ფიქრი, თითქოს ჩემი დასაფლავება იყო. სულის მოსათქმელად კინტრიჟთან გავჩერდით. მანქანებიდან გადმოვედით და ვსაუბრობთ. უცებ ორმა მოტოციკლისტმა ჩაგვიქროლა გიჟური სისწრაფით. ამ კაცმა გახედა და თქვა:

– ისე მიჰქრიან, რომ ნამდვილად ჩვენი კლიენტები გახდებიანო.

თურმე, ჩვენი დამფინანსებელი დამკრძალავი ბიუროს მფლობელი ყოფილა. მანქანა კი, სადაც ჩემი სურათი იყო გამოკრული კატაფალკა იყო“




***დავით ყიფიანი



„1978 წელია და „დინამო“ ალჟირშია. ალჟირის ეროვნულ ნაკრებს უნდა ვეთამაშოთ. ეს ის ნაკრებია, სულ რამდენიმე თვის წინ რომ გერმანიის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატზე ფრე ითამაშა. ალჟირელები გაგიჟებულები არიან სიხარულით. ეიფორიაში იმყოფებიან და ფიქრობენ, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო. თამაშის წინ ერთი ალჟირელი ჟურნალისტი ნოდარ ახალკაცთან მივიდა კომენტარისთვის. მე ვთარგმნი. ის ჟურნალისტი მეტრ-ნახევრიანი იყო, უზარმაზარი სათვალე ეკეთა და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა. ახალკაცს ეკითხება: რას იტყვით, ალჟირული ფეხბურთი როგორ დონეზეაო. ნოდარმა შეათვალიერა ჟურნალისტი და უთხრა: შენს დონეზეაო... როგორც კი ვუთარგმნე, ჟურნალისტი ეგრევე წავიდა. ჩვენ კი თამაში 2:0 მოვიგეთ. ავტობუსში ვსხედვართ და უნდა წავიდეთ. ნოდარმა უცებ იმ ჟურნალისტს მოჰკრა თვალი და მითხრა, დაუძახეო. ჩავედი და რომ ვუთხარი, ახალკაცი გეძახის-მეთქი, სულ „ნოუ, ნოუს“ ძახილით გაიქცა“.



*** სულხან ნასიძე


"სულხან ნასიძის ქალიშვილის, თამრიკოს ქორწილში სტუმრებს შორის მყოფ ბიძინა კვერნაძეს უკითხავს სულხანისთვის:

„აბა, სულხან, როგორია შენი სიძე?” - კარგი ბიჭია, ერთი ნაკლი აქვს - ბიძინა ჰქვიაო, უპასუხია სულხანს.




დღეს რადგან ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა, მისით დავიწყებთ: ***ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს _ არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო... მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის "ჟიგულში" ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგა...

4
1448
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1448
  
2023, 23 მაისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მაისი, 23:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მაისი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4