თავის მოვლა რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის 2016, 10 ნოემბერი, 9:15 საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ძილი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუმცა იმასაც ვერ წარმოიდგენდა ბევრი თქვენგანი, რომ ხანგრძლივ ძილზე უმნიშვნელოვანესი ხარისხიანი და სწორი ძილია. ამიტომ მინდა მეცნიერების კვლევის შედეგები გაგაცნოთ, რომელთა თქმის მიხედვით სწორ ძილზეა სწორედ დამოკიდებული თქვენი კანის, კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა და იმუნიტეტიც კი. ამიტომ დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ თუ რომელ მხარეს (მარჯვენა თუ მარცხენა) არის ძილი სასარგებლო და რომ სწორი ძილი ჯანმრთელობის საწინდარია. თუმცაღა, ფაქტობრივად ძილის პოზები არსებობს სხვადასხვა- მუცელზე, ზურგზე, მარცხენა და მარჯვენა გვერდზე და ასევე ემბრიონის ფორმით. მოდით გავიგოთ რომელი ძილი რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ზურგზე ძილი - აუცილებლად გამოიწვევს ხვრინვას, რადგან აძნელებს სუნთქვას, ეს კი საშიშია ადამიანებში, რომელთაც ასთმისა და აპნოეს პრობლემები აქვთ (აპნოე სუნთქვის დროებითი დათრგუნვაა). გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელთაც ზურგზე ძილი მოწონთ, სისხლში ნაკლები აქვთ ჟანგბადის შემცველობა, რომელიც რესპირატორული დაავადებების რისკს ზრდის. მარჯვენა მხარეს ძილი- გამოიწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს, რადგან ამ დროს სუსტდება ლიმფური სისტემის მუშაობა და ხელს უშლის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ცხადია, რომ აღნიშნულ ფაქტს შეუძლია ფატალურ დაავადებამდე მიიყვანოს ადამიანი. მარცხენა მხარეს ძილი- ყველაზე სასარგებლოდ ითვლება. ასე ძილი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას, განსაკუთრებით უწყობს კუჭს და კუჭქვეშა ჯირკვალს- პანკრეასს, ასევე ეხმარება ლიმფურ სისტემას ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნაში. რჩევები, თუ როგორ შევცვალოთ უსარგებლო პოზიციაში ძილის ჩვევა- სასარგებლოთი. 1. დაწექით ისე, რომ მარცხენა მხარეს მეტი სივრცე დატოვოთ. ასეთ შემთხვევაში მარჯვნივ წოლა დისკომფორტს შეგიქმნით და თავისთავად გადაბრუნდებით მარცხნივ. 2. ღამით ქურა ან სანათი დაიდგით საწოლთან ახლოს მარჯვენა მხარეს, მათ ვისაც შუქზე ძილის პრეტენზია გაქვთ, ქვეცნობიერად მოგიწევთ მარცხნივ გადაბრუნება. 3. მარჯვენა მხარეს ზურგის გასწვრივ დადეთ ბალიში და ან დიდი ზომის რბილი სათამაშო, რაც მარჯვნივ გადაბრუნების შემთხვევაში გაგრძნობინებთ რომ იქით ძილი მოუხერხებელია, ამიტომ მოგიწევთ მარცხენა გვერდზე იძინოთ. ამ ყველაფერთან ერთად ისიც გახსოვდეთ, რომ შრომისუნარიანობის, მაღალი იმუნიტეტისა და ხანგრძლივი ცხოვრების საწინდარი სრულყოფილი (საკმარისი რაოდენობის) ძილია. იხილეთ აგრეთვე: უძილობა სერიოზული პრობლემაა. იცოდით, რომ ძილში წონაში იკლებთ? თუ თქვენ "ბიუსტჰალტერით" გძინავთ, მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ ნახეთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი ძილის პოზა აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა 23446 24-ს მოსწონს |
ეს ხუმრობით რა თქმა უნდა , სტატია კი როგორც ყოველთვის ძალზე სასარგებლო და საინტერესო იყო