x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138956
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
ბრინჯს ცეცხლი წაუკიდეს და შედეგმა ყველა გააოცა- თქვენც სცადეთ
ახალი და უცხო არაა არავისთვის, რომ დღეს მრავლადაა გენმოდიფიცირებული, ჰიბრიდული და დიდი რაოდენობით დანამატების შემცველი პროდუქტები, რომელთაც ყოველდღიურ რაციონში ვიყენებთ და ფაქტია ისინი აუცილებლად ავნებენ ჩვენს ჯანმრთელობას. ალბათ აზრად ბევრს არ მოგივიდოდათ, რომ ბრინჯს, რომელსაც ჩინეთიდან შემოტანილს ვეძახით, სინამდვილეში პლასტიკურია. ის არაა სინთეზური, კარტოფილის სახამებელს კონსისტენციის მისაღებად უმატებენ პლასტმასს და ერთი ულუფა ასეთი ბრინჯის ჭამა უდრის იმას, რომ მიირთვათ "ცელოფნის პაკეტი".


image


ამბავს ავრცელებს Korean Times-ი და აქვე გვთავაზობენ რამოდენიმე ტესტს, რომლის საშუალებითაც შეგეძლებათ გაარჩიოთ ფალსიფიცირებული ბრინჯი ნამდვილისგან.



ტესტები- თუ როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ბრინჯი ხელოვნურისგან:




1. ტესტირება წყლით.


წყლიან ჯამში ჩაყარეთ 1 ჭიქა ბრინჯი, აქტიურად მოურიეთ და დადგით. თუ ცოტახანში ბრინჯი წყლის ფსკერზე დაიწია, ე.ი. ყველაფერი რიგზეა, თუმცა თუ წყლის ზედაპირზე დაიწყეს ცურვა, მაშინ საქმე ხელოვნურ ბრინჯთან გვაქვს.

image



2. ტესტირება ცეცხლით.


სახუფზე ან კოვზზე მოათავსეთ ბრინჯი და წაუკიდეთ ცეცხლი. ფალსიფიცირებული მაშინვე დაიწვება და პლასტმასის სუნს გაუშვებს, ბუნებრივი ბრინჯი იწვის ძალიან ნელა.

image



3. ტესტი სანაყით.


თუ კი სანაყში (ფილთაქვა) ნამდვილ ბრინჯს დაფქვავთ, მიიღებთ ფქვილივით წმინდა და თეთრ ფხვნილს. ფალსიფიცირებული ბრინჯის დაფქვის შემთხვევაში კი ყვითელი მასა წარმოიქმნება.

image


4. ტესტი დაობებით.


მოხარშული ბრინჯი თავდახურული კონტეინერით 2-3 დღე თბილ ადგილას დააყოვნეთ. ის თუ ნამდვილია- დაობდება, ფალსიფიცირებული კი ისეთივე თეთრი დარჩება, როგორც ახალი მოხარშული იყო.

image

4
6542
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
6542
  
2016, 13 ნოემბერი, 20:49
პლასმასის ბრინჯის ჭამაღა გვაკლდა ქართველებს..... და აჰა, ამასაც ვაკვრიხინებთ,,,აწი რაღა მოგვკლავს
2016, 9 ნოემბერი, 14:16
სამწუხაროდ არც საბაჟოზე მგონია ლალი ვინმემ თავი შეიწუხოს :((
2016, 9 ნოემბერი, 12:31
ძალიან სასარგებლო რჩევებია. თან რთული არ არის ტესტების ჩატარება და ამას საბაჟოებზე რატომ არ აკეთებენ? კარგია თუ ამ სტატიას ბევრი ადამიანი წაიკითხავს, მაგრამ ვინც ვერ ნახავს?
2016, 8 ნოემბერი, 15:49
:(((
0 1 4