x
მეტი
  • 20.07.2025
  • სტატია:143434
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515456
კატა გლოკავთ? – გაიგეთ, რისი თქმა უნდა ამით

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ — ეს წყალობაა. სიყვარულის გამოხატვა, დაახლოებით, კოცნის მსგავსი ქმედება. მაგრამ, შეამჩნიეს, რომ კატა ამას ყოველთვის არ აკეთებს. მხოლოდ მაშინ, როდესაც პატრონი მოწყენილია, ან როდესაც ის თავს ცუდად გრძნობს.

როგორც ჩანს, ამ ქმედებაში — უფრო მეტი რამ არის, ვიდრე გვგონია... და თუ თქვენი კატა ხელს, სახეს, ან კისერს გილოკავთ — აუცილებლად წაიკითხეთ, რატომ.


image


❤️ კატები ჩვენს მდგომარეობას რეალურად «კითხულობენ»


ძაღლებისგან განსხვავებით, კატები ხშირად, გულგრილები ჩანან. მაგრამ, თუ შინაურ ცხოველთან მჭიდრო კავშირი გაქვთ, ის თქვენს განწყობას უკეთ გრძნობს, ვიდრე გგონიათ. ასე, რომ, თუ პატრონი მოწყენილია, ან ავად არის, კატა მასთან მიდის, გვერდით წვება და ხელის ლოკვას ისე იწყებს, თითქოს მკურნალობს — ეს არ შეიძლება დამთხვევა იყოს და რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს:


❤️ ველურ ბუნებაში, ლოკვა — ზრუნვაა


როდესაც კატა თავის კნუტს, ან სხვას ილოკავს, ამას ჰიგიენის მიზნით არ აკეთებს. ეს სოციალური ჟესტია: «შენ ჩემი ხარ, მე შენზე ვზრუნავ». ასე გადმოსცემენ კატები უსაფრთხოების, კავშირის და სიახლოვის გრძნობას. და თუ კატა ამას გაგიკეთებთ — ე. ი. «საკუთარ» წრეში მიგიღოთ.

თუმცა, არის კიდევ ერთი დეტალი. ბუნებაში კატები, გამოჯანმრთელებაში დასახმარებლად, ოჯახის ავადმყოფ, ან დაღლილ წევრებს ილოკავენ და ეს იმდენად, ფიზიკური კი არა, ემოციური მხარდაჭერაა.


❤️ ზოგჯერ კატა ამშვიდებს... მაგრამ, თქვენ კი არა – საკუთარ თავს


ლოკვა, ისევე როგორც კრუტუნი, კატებში კომფორტის განცდასთან ასოცირდება. როცა თქვენი კატა ხელს გილოკავთ, თითქოს გეუბნებათ: «ახლა კარგად გაგრძნობინებთ თავს — და მეც დავმშვიდდები». ეს ძალიან ნაზი, თითქმის დედობრივი ჟესტია.



❤️ ეს შეიძლება, შერიგების რიტუალი იყოს


თუ იჩხუბეთ, გაღიზიანებული ხართ, ან ყვიროდით — ხოლო შემდეგ, კატა მოვიდა და ხელის ლოკვა დაგიწყოთ, ამით შეიძლება, გეუბნებათ: «მოდი შევრიგდეთო». კატები ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ სხეულის ენა აქვთ... და დაძაბულობის შემდეგ ლოკვა — დაახლოების ფორმაა. მან იგრძნო, რომ სიტუაცია დაძაბული იყო — და პირველ ნაბიჯი გადმოდგა.


თუ თქვენს კატას ასეთი ჩვევა აქვს — ნუ გააგდებთ. ეს მხოლოდ მოფერება არ არის. ეს — მისი მხრიდან, შესაძლოა, სიყვარულის ახსნა იყოს❤️


image

არხის სხვა სიახლეები:


* სსრ კავშირის "საიდუმლო იარაღი", რომლითაც ომის დროს, ჯაშუშების ამოცნობა ხდებოდა

* 4 ცივილიზაცია, რომლის კვალი დედამიწის ზედაპირიდან წაშლილია

* სისხლი, ჩონჩხი, სულები, სასაფლაო... – ყველაზე "საშიში" გამოცანები (პასუხები აქვს)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
438
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0