x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი? (მე-2 ნაწილი)
შემთხვევით ალბათ არაფერი ხდება ამ ქვეყნად. როგორც ჩვენს დაბადების წელსა თუ თვეს, ასევე სახელობით დღეებს აქვს თავისი ახსნა, ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რიცხვს, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ, ჩვენი დახასიათება შეუძლია. ბევრი ფიქრი აღარ ჭირდება იმას, რომ უნდა წაიკითხოთ უბრალოდ ის ტექსტი, რომელ რიცხვშიც თქვენ ხართ დაბადებული.

ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი: რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი 1-დან 17-ის ჩათვლით

http://intermedia.ge/სტატია/78894-იცოდით-თუ-რას-განსაზღვრავს-თქვენი-დაბადების-რიცხვი/93/


image



18. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები სამართლიანობისთვის მებრძოლები არიან. ისინი მზად არიან დაიცვან არამარტო საკუთარი, არამედ მეგობრებისა და კოლეგების ინტერესებიც. საკმაოდ კონსერვატიულები არიან- ნებისმიერ შემთხვევაში ეფუძნებიან მხოლოდ და მხოლოდ პირად გამოცდილებასა და ცოდნას, იშვიათად უსმენენ სხვის მოსაზრებებს. რიცხვი 18 არისტოკრატებისთვისაა განკუთვნილი. დეპრესიაში ჩავარდებიან, თუ კი მათი რეპუტაცია შეილახება. იშვიათად ვარდებიან უხერხულ სიტუაციაში, რადგან მოქმედებენ განსაკუთრებული სიფრთხილით. ღრმა ემოციური კავშირი აქვთ დედებთან, რადგან დედის მორალური მხარდაჭერა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.




19. "რასაც დასთეს, იმას მოიმკი", სოწრედ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვისაა ნათქვამი. ძალიან დიდი ყურადღება და დაფიქრება მართებთ იმაში, რასაც აკეთებენ. ნებისმიერი ქმედება (ზრახვა) რასაც ისინი ჩადიან (კეთილშობილური თუ ბოროტული) ისე არასდროს ჩაივლის მის ცხოვრებაში, ყველაფერი უკან უბრუნდება. წარსულის შეცდომებზეც ძალიან ხშირად მოუწიათ და მოუწევთ პასუხისგება. ენერგიული, პრაგმატული და სტაბილურები არიან, იშვიათად ენგრევათ ოჯახი და პროფესია. სულით-ხორცამდე მატერიალისტია, მისთვის ფასეული მხოლოდ ისაა, რასაც შეუძლია ხელით შეეხოს. ნებისმიერ წარმატებას მხოლოდ ფინანსებით აფასებს.





20. კატეგორიულად ვერ იტანენ მარტოობას, მათთვის მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოება. არიან კარგი ორატორები და ერთგული მეგობრები. კარგად გამოსდით გუნდური მუშაობა და საქველმოქმედო საქმეები. უყვართ ხმაურიანი დღესასწაულები, თავგადასავლები, არიან სტუმართმოყვარენი, რომანტიულები. ასევე უყვართ მუსიკა, ცეკვა და გააჩნიათ შემოქმედებითი პოტენციალი. მათზე ხშირად ამბობენ, რომ "ბედი ათამამებთ", რადგან ყველაფერი ადვილად უსრულდებათ, თითქოსდა ჯადოსნური ჯოხი აქვთ. თუმცა ხშირად წუწუნებენ საკუთარ ცხოვრებაზე, ყველა იმ წარმატებაზე რაც აქვთ და ასევე ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.




21. ამ რიცხვში დაბადებულები მადლიერები არიან არსებობით და ტკბებიან ყოველი დღით. ის ფაქტი, რომ 21 რიცხვში, წელიწადში ორჯერ არის ნაბუნიობა (მზიანი და დიდი დღე) პროზაულ ხასიათს ატარებს ამ რიცხვში დაბადებულ ადამიანებზე. შეპყრობილნი არიან ფულის სიყვარულით, ასევე დიდი ეკონომისტები, ბანკირები და ფინანსისტები არიან. შეგიძლიათ ანდოთ ოჯახური ბიუჯეტი სამართავად. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ როგორც საკუთარ, ასევე პარტნიორის სტატუსს და წარმომავლობას საზოგადოებაში გამოსაჩენად. ცინიკურები და ირონიულები არიან. მათი ყველაზე დიდი სისუსტეა სექსი- ისინი სექსით არიან შეპყრობილნი და ხშირად ღალატობენ პარტნიორს, თუმცა არა გულით, არამედ იმ ცხოველური ინსტიქტებით, რაც სექსის ცნებას გააჩნია, რათა მოიხსნან დაძაბულობა და დაიოკონ მოზღვავებული სურვილი.



22. რიცხვი ოცდაორი განმანათლებელს ნიშნავს, ასე, რომ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან იმ ნიჭით, რომ სხვების სწავლა-განათლების საკითხით დაკავდნენ. სკოლა და ლექციები სწორედ მათთვისაა მოგონილი. ნამდვილი მეცნიერები და მოაზროვნეები არიან, თითქოს აფრქვევენ სასასრგებლო რჩევებსა და ცოდნას. ბუნებრივად აქვთ ნაკისრი მისია, რომ აღმოფხვრან მიწიერი და არამიწიერი ბუნება და მოვლენები, შემდეგ კი მოიტანონ ჩვენამდე და ნათლად აგვიხსნან. აქვთ დიდი პასუხისმგებლობა დაკისრებულ საქმეში, თუმცა წარმატებას მხოლოდ მძიმე სამუშაობის შედეგად აღწევს. სხვათა მფარველები და ქველოქმედები არიან.




23. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან წინსვლისა და თავგადასავლების სურვილით. არიან თამამები, სწრაფები, გადამწყვეტი ბუნებით, იმპულსურები, კომუნიკაბელურები და არამდგრადები. მათ აქვთ დიდი პოტენციალი ბიზნესის, სამუშაო ფინანსური სექტორისა და ინოვაციების მართვის. თუმცა მრავალმხრივი ნიჭის წყალობით, რომ აქვთ მაღალი ინტელექტი, შემოქმედებისა და იდეების პროგრესირების უნარი, სხვა პროფესიებსაც ადვილად დაეუფლებიან. ისინი სავსე არიან ოპტიმიზმით, ენთუზიაზმითა და ცნობისმოყვარეობით. მათთვის ყველაზე მთავარია ცხოვრებაში - თავისუფლება, ამიტომ ვერ იტანენ, როდესაც ანგარიშს აბარებენ სხვას. კოლოსალურ ძალას ფლობენ საპირისპირო სქესის მიზიდულობის მხრივ. რთულ სიტუაციებში აღმოჩენის ოსტატები არიან, ამიტომ არ შეიძლება მათ ცხოვრებას ეწოდოს- მარტივი.




24. ეს რიცხვი უსაფრთხოებისა და ერთგულების სიმბოლოა, ამიტომ ოცდაოთხში დაბადებული ადამიანები ძალიან ფრთხილები არიან, მინიმალური ნაბიჯის გადადგმამდეც კი საფუძვლიანად აფასებენ მოსალოდნელ "დადებით" და "უარყოფით" შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებული ადგილი მათ ცხოვრებაში კვების საკითხს უკავია, ამიტომ შეუძლიათ გახსნან საკუთარი რესტორანი, სასადილო ან ეს ნიჭი წარმოადგინონ სხვადასხვა სპექტრში.




25. ამ რიცხვში დაბადებული ხალხის ცხოვრებას მართავს ინტუიცია, პარანორმალური შესაძლებლობები და წინასწარმეტყველება, ერთი სიტყვით კი მისტიურობა, თუმცა მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა არ ღირს, რადგან არ ცდებიან და თუ შემთხვევით რაღაც საკითხში თქვენი მტკიცე აზრის შეცვლა განიზრახეს, ენდეთ და დაუჯერეთ ახსნა-განმარტების გარეშე. მათ მხოლოდ ერთი ინტუიცია არ ამოძრავებთ, მოუწოდებთ შინაგანი შვიდი ხმა, რაც მაღალი ინტელექტის შედეგია. უგუნური ქმედებები არ ახასიათებთ.




26. ეს რიცხვი წარმოდგება 2 და 8-სგან, რომელთა ჯამი 8-ის ტოლია, რვა კი უსასრულობის ნიშანია და კავშირების უწყვეტობას მიუთითებს, ანუ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები არიან ერთგული მეუღლეები და მეგობრები. აქვთ მტკიცე ხასიათი, ძლიერი ენერგია, მენეჯერის ნიჭი. უყვართ წესრიგი, სისუფთავე და სილამაზე.


უარყოფითი თვისებები: ამაოება, შეუზღუდავი ძალაუფლებისა და სხვების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევის სურვილი.





27. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მკურნალობის ნიჭით, ამიტომ მათი მოწოდება ძირითადად მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს ეხება. ნიჭიერი შემფასებლები ხშირად მკურნალობის ალტერნატიულ გზას ნახულობენ. აქვთ კარგი ინტუიცია, არიან ემოციურები და შეუძლიათ სხვებზე ზრუნვა და ღრმა თანაგრძნობა. არასდროს ყრიან ფარ-ხმალს, მაშინაც კი თუ წარუმატებლობას ადგანან, გამოცდილებით ბევრ რამეს სწავლობენ.


უარყოფითი თვისებები: თავდაჯერებული, მოუთმენელი და ცვალებადი.




28. მათი მთავარი ფიგურაა კანონი და ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან პასუხისმგებლობის დიდი ნიჭით. ყოველთვის იღწვიან მიზნისკენ, ოღონდ შესაბამისი წესების გათვალისწინებით. მეორე უკიდურესობა კი ის აქვთ, რომ არასდროს აღიარებენ დანაშაულს და უყვართ შეცდომების სხვებზე გადაბრალება, რაც მდიდრულ ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარს უყალიბებთ.




29. დიდ ემოციურ პოტენციალს ფლობენ- დღეს უყვართ, ხვალ ეზიზღებათ. ერთის მხრივ მშვიდობისმყოფელები და დიპლომატიურები არიან; მეორეს მხრივ კი ქარიზმატულები და ავანტიურისტები. მატერიალურ საკითხში ძალიან უმართლებთ, კარგად გამოიმუშავებენ და ხშირად ლატარიასაც იგებენ, თუმცა სიყვარულის საკითხში სწორედ ეს ფული ვერ შველით, რადგან ყოველთვის უყვარდებათ ის, ვინც არ უნდა უყვარდეთ, ამიტომ ამ მხრივ დაუცველობის გრძნობას განიცდიან.




30. ოცდაათი- ბიზნესმენი, დამოუკიდებელი და ძლიერი ადამიანის რიცხვია. აქვთ შესანიშნავი მეხსიერება, შეუძლიათ სწორი და კარგი კონცენტრირება საქმეზე გარემო ფაქტორების გათვალისწინებითაც კი. უზარმაზარი ინტელექტი და სწრაფად მოაზროვნე გონება განაპირობებს ადვილად გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს. მათი ცხოვრება სხვადასხვა მოვლენებითაა სავსე, ამიტომ მათ გვერდით ცხოვრება არ მოგწყინდებათ. თუ გსურთ მოსალოდნელი მოვლენების შეფასება, აზრი კითხეთ მათ, ის არ დაგზარდებათ კეთილი რჩევების მოცემას და რაც მთავარია ურცხვად გეტყვით ყველაფერს პირში.




31. მოტივირებული და დამოუკიდებელი ადამიანის რიცხვია, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ყველა შემთხვევა, რაც ცხოვრებისგან ეძლევა. მათი ინდივიდუალური სტილი და შემოქმედებითობა ეტყობა ყველაფერს, რასაც ისინი ქმნიან და ასრულებენ. ნებისმიერი საქმიანობა, რასაც ჩაეჭიდებიან, სრულყოფილობამდე მიყავთ, რაც ეხმარება მათ მოიპოვონ მაღალი პოზიცია საზოგადოებაში. გაბედული პროექტების დიდი ორგანიზატორები არიან. მიზნისკენ არ უყვართ მოკლე გზის გავლა, ყოველთვის ახალი და ფართო გზები იზიდავთ. აფასებენ სტაბილურობასა და ერთგულებას, ამიტომ ნუ შეეცდებით მოტყუოთ, თორემ სამუდამოდ დაკარგავთ მათ ნდობას.


ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი: რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი 1-დან 17-ის ჩათვლით

http://intermedia.ge/სტატია/78894-იცოდით-თუ-რას-განსაზღვრავს-თქვენი-დაბადების-რიცხვი/93/

0
3758
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3758
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0