x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
შეუთავსებელი პროდუქტები- რა უნდა გავითვალისწინოთ კვების დროს.
image

ჩვენ ძალიან იშვიათად დავფიქრებულვართ იმაზე, თუ რომელი პროდუქტები არის ერთმანეთთან თავსებადი და რომელი მათგანის ერთად მიღება დაუშვებელია. ზოგიერთი პროდუქტის ერთად მიღება იწვევს არასასიამოვნო შედეგებს: მუცლის შებერილობას, გაზებს, გულირევის შეგრძნებას და ასე შემდეგ.

ახლა შევჩერდებით რამდენიმე მათგანზე, თუმცა არამგონია მათი შეუთავსებლობის მიუხედავად, მათ ერთად მირთმევაზე ვინმემ უარი თქვას, რადგან ისინი ყოველთვის ერთად მოიხსენიება. მაგალითად: კიტრის და პომიდვრის სალათა, ყველი და პური და სხვა...



შეუთავსებელი პროდუქტების ჩამონათვალი:


1. კიტრი და პომიდორი-ეს სალათის ორი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი მათ სხვადასხვაგვარად ითვისებს. თავდაპირველად ორგანიზმი გამოყოფს კიტრის გადასამუშავებლად "მჟავას", პომიდორი კი გადამუშავების მოლოდინში "დახეტიალობს" და თავის რიგს ელოდება.image

2. პური და ყველი- ცილებს და ნახშირწყლებს(სახამებელს) გადასამუშავებლად სხვადასხვა საფეხურის მჟავიანობა ესაჭიროება. ამის გამო ორგანიზმი იწყებს ჯერ სახამებლის გადამუშავებას და ცილები მოლოდინის რეჟიმში რჩება.

image3. ხილი ნოყიერი სადილის შემდეგ-საქმე იმაშია, რომ ჩვენი ორგანიზმი ძალიან სწრაფად გადაამუშავებს ხილს და როდესაც თქვენ მას ღებულობთ ნოყიერი სადილის შემდეგ, ისინი დახეტილობენ და რჩებიან კუჭში. ამიტომ ხილის მირთმევა რეკომენდირებულია კვებათა შორის შუალედებში.

image

4. ყველი და ხორცის ომლეტი-ეს არის ცილების ძალიან დიდი რაოდენობა ერთ კერძში. საკმარისია მხოლოდ ერთი კონცენტრირებული ცილოვანი საკვების მიღება.image

5. შვრიის რძიანი ფაფა და ფორთოხლის წვენი-ფორთოხლის წვენის მჟავა ანადგურებს ფერმენტებს, რომელიც აუცილებელია ნახშირწყლების გადასამუშავებლად და იგივე მჟავამ შესაძლებელია აჭრას რძე და გარდაქმნას ლორწოვან ნივთიერებად.

image6. ნესვი და ხორცი-ნესვი საკმაოდ რთულად მუშავდება ორგანიზმის მიერ და ამიტომ მისი მიღება რეკომენდირებულია ცალკე. ხოლო ხორცთან კომბინაციაში საერთოდ არ შეიძლება.image7. იოგურტი და ხილი-რძის პროდუქტები ხილთან ანელებს საკვების გადამუშავებას. ეს კი იწვევს ნაწლავური ფლორის დარღვევას და ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმში.image8. ბანანი და რძე-რძის ბანანიანი კოქტეილი შეიძლება მოგწონდეთ თქვენ და არა თქვენს კუჭს. თუკი თქვენ მაინც უარს ვერ ამბობთ საყვარელ სასმელზე, დაამატეთ მასში ილი ან მუსკატის კაკალი. ისინი აჩქარებენ მეტაბოლიზმს.image

0
968
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
968
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0