საბუნებისმეტყველო აქვს თუ არა მცენარეს ინტელექტი? 2016, 22 ნოემბერი, 14:46 დედამიწაზე, მცენარეები რომ არ იყოს – რთული სათქმელია, როგორი იქნებოდა ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე. ეს მდუმარე მეგობრები, მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, მეგზურობას უწევენ ადამიანებს და ყოველგვარი ანგარების გარეშე, აძლევენ მას საკვებს, სითბოს და მედიკამენტებს. ადამიანები ოდითგანვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ მცენარეებს. ზოგიერთ ქვეყანაში ითვლებოდა, რომ მცენარეებს სული ჰქონდათ და ამიტომ, ხეებს ტყუილ-უბრალოდ ტოტებს არ ატეხდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც კორომი (ტყით დაფარყლი ზოლი, რეგიონი) წმინდა ადგილად ცხადდებოდა და დიდ ცოდვად ითვლებოდა ხეებისთვის ზიანის მიყენება. ზოგიერთი რელიგიური მსოფლმხედველობის მიხედვით, ადამიანის სული, გარდაცვალების შენდეგ, რომელიმე ხეში გადადის სიცოცხლის გასაგრძელებლად. მაგ., ბუდისტები თვლიან, რომ ვიდრე ბუდა ადამიანის სახით მოევლინებოდა ამ ქვეყანას, მისმა სულმა 23 სიცოცხლე სხვადასხვა მცენარეში გაატარა. ავსტრალიის აბორიგენებს კი ზუსტად შეუძლიათ იმ მცენარის მითითება, რომელშიც მათი ახლად გარდაცვლილი ნათესავის სული ჩასახლდა. ხოლო ჩინელები სასაფლაოზე ხეებს რგავენ, რომ მიცვალებულის სულებმა თავშესაფარი იპოვონ. დროთა განმავლობაში, ცივილიზაციის განვითარების კვალდაკვალ, ადამიანების დამოკიდებულება მცენარეებისადმოი შეიცვალა. მცენარემ სამომხმარებლო დანიშნულება მიიღო და დაიწყო ტყეების მასობრივი ჩეხვა, ხოლო მათ ადგილზე სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების შენება. და ამ ფონზე, მეცნიერები, რომლებიც მცენარეებს იკვლევენ, მათში უჩვეულო თვისებების და ფაქტების აღმოჩენას ახდენენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მცენარე – სიცოცხლის განსაკუთრებული ფორმა არის, რომელსაც თავისებურად შეუძლია ფიქრი, ურთიერთობა და გრძნობებიც კი აქვს. სულ ცოტა ხნის წინ, ჩატარებული კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მცენარეებს ლაპარაკი შეუძლიათ! მაღალმგრძნობიარე ხელსაწყოების საშუალებით, სპეციალისტებმა შეძლეს და მოისმინეს 220 ჰც სიხშირეზე, წყალში ჩადებული, სიმინდის ფესვების მიერ გმოცემული «წკაპუნი». ამასთან, როდესაც მსგავსი სიგნალი ფესვებს გაუგზავნეს, მისი ზრდის მიმართულება შეცვალა და იმის ნაცვლად, რომ ქვევით წასულიყო, ფესვებმა ზევით, ხმის წყაროს მიმართულებით დაიწყო ზრდა. მცენარეებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ გრძნობები, აქვთ ტკივილის შეგრძნება, შეუძლიათ ვინმე შეიყვარონ ან პირიქით, შეიძულონ, მათ შეუძლიათ გარკვეული მოვლენები დაიმახსოვრონ კიდეც. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის * სილამაზე, რომელიც კლავს (შხამიანი სახლის მცენარეები) * ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ * კატებისთვის მავნე, საშიში და შხამიანი სახლის მცენარეები და პირველი დახმარება მოწამვლის შემთხვევაში * სახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავის * როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს * ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ * იების მოვლის და გამრავლების ძირითადი წესები * სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო * ადვილად მოსავლელი სახლის ყვავილები * ია – პასუხები მცენარესთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე ჯანჯაფილის ყვავილობა, ფესვის შერჩევის და მოხმარების წესები * ვიოლა - «ბაღის ია». ნაწილი I – ქოთნის და ღია გრუნტის სახეობები 670 11-ს მოსწონს
|