სხვა 3 საშინელი ამბავი, რომელიც რეალურად მოხდა 2016, 9 სექტემბერი, 11:08 «ადამიანი მედანიდან»
გემის ისტორია «ორანგ მედან» (SS Ourang Medan – დასახელება მალაურად «ადამიანს მედანიდან» ნიშნავს. მედანი – დიდი ქალაქია კ. სუმატრაზე) 1947 წ. მოხდა. ერთდროულად ორმა ამერიკულმა ხომალდმა, რომელიც მალაიზიაში მიდიოდა, სიგნალი SOS-ი მიიღო. დახმარებას ითხოვდა ადამიანი, რომელიც ამერიკელებს ჰოლანდიური გემის «ორანგ მედანის» ეკიპაჟის წევრად გაეცნო. მამაკაცი ყვიროდა: «ყველა მკვდარია და მალე ის მეც მომაკითხავს...». შემდეგ უცნაური ხმაურის ხმა გაისმა და მეზღვაურმა წარმოთქვა: «მეც ვკვდები»... ამერიკული გემები მაშინვე დაიძრნენ კოორდინატებით მითითებულ ადგილისკე. «ორანგ მედანს» გემბანზე მართლაც აღმოაჩინეს გარდაცვლილი ეკიპაჟის წევრები. ყოველი მათგანის სახეზე საშინელების გამოხატულება იყო აღბეჭდილი. ბევრ გარდაცვლილს ხელები წინ ჰქონდა წამოწეული, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ისინი სიკვდილის წინ, თავს ვიღაცისგან ან რაღაცისგან იცავდნენ. გვამების დათვალიერების შემდეგ, დაადგინეს, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი, დაახლოებით 6-8 საათის წინ გარდაიცვალა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი სხეულების ტემპერატურა 40 °C-ზე მაღალი იყო. «Ourang Medan»-ის პორტში გადაყვანა და შემდგომი გამოკვლევების იქ ჩატარება გადაწყდა. მაგრამ, რამდენიმე წუთის შემდეგ, გემბანზე ხანძარი გაჩნდა და მასზე მყოფი მაშველთა ჯგუფი, იძულებული გახდა გემი დაეტოვებინა. სულ მალე, აფეთქების ხმაც გაისმა და გები ჩაიძირა. იყო წამოყენებული თეორია, რომ ეს ისტორია გამოგონილია და არანაირი გემი, სახელით «Ourang Medan» არ არსებობდა, რადგან ამ გემის შესახებ ჩანაწერი არ არსებობდა ლლოიდის რეგისტრის სადაზღვეო კომპანიაში (ინგ. Lloyd's Register of Shipping), რომელშიც აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ყველა გემი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია მისტიფიკაციად გამოაცხადეს, უამრავი ფაქტი არსებობს, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ასე, მაგ., ზუსტად არის ცნობილი იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი ნათესავები სწორედ «Ourang Medan» - ზე მუშაობდნენ და უგზოუკვლოდ დაიკარგნენ. ქალი კედეკში იაპონიაში მცხოვრები 57 წლის მამაკაცი იძულებული იყო ვიდეოთვალი დაეყენებინა, მას შემდეგ, რაც მისი სახლიდან ნივთებმა უკვალოდ დაიწყეს გაქრობა. მეორე დღეს, ღამის ვიდეოჩანაწერზე, სახლის პატრონმა დაინახა, თუ როგორ გამოვიდა მისთვის უცნობი ქალი, მისსავე საძინებელში მდებარე ტანსაცმლის კარადიდან და აქეთ-იქით დაიწყო სიარული. მან მამაკაცს ფული მოპარა, აბაზანაც კი მიიღო და გამთენიისას, იცევ კარადაში დაიმალა. ამ კადრების ნახვის შემდეგ, გაბრაზებულმა მამაკაცმა პოლიციაში დარეკა, რომ თავხედი ქურდი, რომელმაც მის სახლში აბაზანც კი მიიღო, დაეკავებინათ. საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ, პოლიციამ, კარადის უკან, კედელში ჩატანებული გვამი აღმოაჩინა, რომელიც, როგორც გაირკვა, დიდი ხნის წინ დაკარგულ, სახლის ყოფილ მეპატრონეს ეკუთვმოდა. ადამიანი ორი სახით
23 წლის ასაკში ედვარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც ითხოვდა – ვიდრე მიწას მიაბარებდნენ, მოეცილებინათ მისთვის მეორე სახე, რომ «მას საშინელებების ჩურჩული სამარეშიც არ გაეგრძელებინა». 2154 10-ს მოსწონს
|