რჩევები ქალის ყველაზე მოდური ბრიჯები- რასთან როგორ შევახამოთ იგი 2016, 30 აგვისტო, 21:11 კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩაცმა-დახურვის საკითხი ოდითგანვე აქტუალობას წარმოადგენდა. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ აქტუალურ საკითხს უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით". საინტერესოა როგორ დაიბადა მოდა, რომელ საუკუნეებიდან ითვლის არსებობას და რა ცვლილებები განიცადა მან ჩვენამდე? მოდის ისტორიას, მისი განვითარებისა და დახვეწის თითოეული ნაბიჯი აქვს შემონახული მე-20 საუკუნის ათიანი წლებიდან დღემდე.
(მოდის განვითარების ეტაპებით დაინტერესებულ პირებს კი გთავაზობთ ჩემს ორ სტატიას, რომელშიც ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობთ.) http://intermedia.ge/სტატია/50096-როგორ-იცვლებოდა-მოდა-თაობიდან-თაობამდე-გემოვნებიანი-ქალბატონები-ნაწილი/2/ http://intermedia.ge/სტატია/50117-როგორ-იცვლებოდა-მოდა-თაობიდან-თაობამდე-გემოვნებიანი-ქალბატონები-ნაწილი/2/ თუმცა დღევანდელ სტატიაში ქალის ყველაზე მოდურ ბრიჯებზე მინდა გესაუბროთ და მინდა შემოგთავაზოთ რჩევები, თუ რასთან როგორ შევახამოთ იგი: ბრიჯი ვიწრო შარვალია სიგრძით მუხლამდე, რომელმაც პოპულარობა გასულ საუკუნეებში მოიპოვა. თავდაპირველად მას მხოლოდ მამაკაცები იცვამდნენ კლასიკურ ფეხსაცმელთან, ჩექმასთან ან ფეხსაცმელთან ბაბთებით, დროის შემდეგ კი მისი მოხმარება მდედრობითმა სქესმაც დაიწყო. ჯინსის ბრიჯი დიდი ტალღა იყო ახალი საუკუნის დასაწყისში და მას შემდეგ დასახლდა ქალის "გორდერობში" (კარადა)- განუსაზღვრელად ასაკისა და ფიზიკური მონაცემებისა. დღეს მათი მოხმარება შემცირდა და ჩვეულებრივი ბრიჯი, გალიფეს ფორმის ბრიჯმა ჩაანაცვლა. თუმცა, თუ ერთ-ერთი ბრენდული პრუდუქციის Shopomio-ს აზრს გავითვალისწინებთ, ნამდვილად შევძლებთ განსხვავებულად და მოდურად გამოვიყურებოდეთ ნებისმიერი ბრიჯის მეშვეობით, თუკი გვეცოდინება როგორ სამოსთან შევახამოთ. როგორ შევახამოთ ბრიჯი სამოსთან? როგორც წესი, ბრიჯი არსებობს სამი სიგრძის- მუხლამდე, მის ზემოთ და მის ქვემოთ და ძირითადად იცვამენ მოგზაურობისა და დასვენებისას, სამსახურის შემთხვევაში მხოლოდ იმ დროს, თუ ამ სამუშაოს დრეს-კოდს შეეფერება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრიჯის მატერია აუცილებლად შეესაბამებოდეს მიმდინარე ამინდს. ტანზე მომდგარ ბრიჯს ის უპირატესობა აქვს, რომ ქალის ფეხი უფრო გრძელი ჩნდება, ასევე ხაზს უსვამს ქალის მუხლს, გვერდებსა და მთლიანად ქვედა სილუეტს. გალიფე ბრიჯის მოხმარება ძირითადად გამხდარი ქალბატონებისთვისაა საჭირო, რათა მათი "სიმჭლე" დაიფაროს, პუტკუნებს კი მოუწოდებენ, რომ არ ჩაიცვან, რადგან ის მათ ფორმებს უფრო მეტად წარმოაჩენს. მოკლე ბრიჯი, მხოლოდ დაბლებისთვისაა მიზანშეწონილი. თუ კი ბრიჯს ოფიციალურ პერანგსა და პიჯაკთან ერთად ჩაიცვამთ, ის უთუოდ ხაზს გაუსვამს თქვენს ფიგურას. ჯინსის ბრიჯთან კი კარგი შეხამება იქნება ზოლიანი ან კუბებიანი პერანგი. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ექსპერტები გვინმარტავენ, რომ ბრიჯთან შეგიძლიათ ჩაიცვათ, როგორც ქუსლიანი, ასევე სპორტული ან ფეხსაცმელი "ტანგეტებზე" გამომდინარე იქიდან, რა სტილის სამოსი გეცმევათ. 250 13-ს მოსწონს
|