სხვა სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო 2016, 29 აგვისტო, 11:54
2. მცენარეების ლამაზი ყვავილობისთვის, კარგ ეფექტს იძლევა აბუსალათინის ზეთი (1 ჩ. კ. – 1 ლ. წყალზე), თუ მას ყვავილის კოკრების გამოტანის დროს მისცემთ.
3. ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვის შეშის ნაცარი (მცენარის გამოკვებისა და ასევე ავადმყოფობის პროფილაქტიკისთვის). ნაცრის ხსნარის მოსამზადებლად, 1 სუფრის კოვზ ნაცარს დაასხით 1 ლ. ცხელი წყალი და ასე გააჩერეთ 1 კვირის მანძილზე, ხანდახან მოურიეთ. ასეთი ნაყენით მცენარის მორწყვა – 10 დღეში 1 შეიძლება. 4. მცენარეების მორწყვა ქერქის ნაყენითაც შეიძლება: აიღეთ ბროწეულის ან ნებისმიერი ციტრუსის ქერქი, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით წყალი, ისე რომ ქერქი დაიფაროს. ასე გააჩერეთ 24 სთ-ს მანძილზე. და მორჩა! “მკვებავი" მცენარეებისთვის მზად არის! 5. მცენარეების იმუნიტეტს საუკეთესოდ ამაღლებს ასპირინის ხსნარი (1 აბი – 1 ლ. წყალზე). ხსნარის მომზადების შემდეგ, ჩაასხით ის პულვილიზატორში და მიასხურეთ მცენარეებს. 6. ალოეს წვენის და წყლის ნაზავი, ოთახის ყველა მცენარეს ერთნაირად უხდება. 1, 5 ლ. წყალს შეურიეთ 1 ჩ. კ. ალოეს წვენი და მორწყეთ მცენარეები. 7. ფიკუსის მორწყვა, თვეში ერთხელ, ტკბილი წყლით შეიძლება (1 ლ. წყალზე – 1 ჩ. კ. შაქარი). გარდა ამისა, მცენარე რომ ლამაზი იყოს და მუდამ პრიალებდეს, მისი ფოთლები რძით უნდა გაწმინდოთ. 8. სოკოს ნაყენი თქვენს მცენარეებს ჯანმრთელობას განუმტკიცებს და სილამაზეს შემტებს. ნაყენის მოსამზადებლას, ნებისმიერი საჭმელი სოკო დაანაწევრეთ და წყალში დაალბეთ, პროპორციებით 1:1 (1ჭ. – 1 ჭ. წყალზე). 1 დღე-ღამის შემდეგ, წყალი გადაწურეთ და ახალი წყალი დაასხით. 24 საათის შემდეგ, სოკოანი წყალი მორწყვისთვის მზად იქნება. 9. იას ვიტამინებიანი კვება მოსწონს: აიღეთ В12 ვიტამინის 1 ამპულა და გახსენით 1 ლ., წინა დღეს აღებულ, წყალში. ასეთი ნაზავით მცენარის გამოკვება თვეში 2-ჯერ შეიძლება. 10. ხახვის ფურცელი მიკროელემენტების სრულ კომპლექტს შეიცავს, რომელიც ყველა მცენარესთვის ერთნაირად სასარგებლოა. 50 გრ. ფურცელს დაასხით 2 ლ. წყალი და ადუღეთ 10 წთ. ნაყენი გააჩერეთ 3 სთ, გადაწურეთ და მცენარეებს შესხურეთ. შენიშვნა: იმდენი მოამზადეთ, რომ ერთხელ მოიხმაროთ. ნაყენის შენახვა, მისი შემდგომი გამოყენებისთვის, არ შეიძლება. 14575 11-ს მოსწონს 1-ს არა
|