x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნაყენი, რომელიც ყველაზე დასუსტებულ მცენარესაც კი სიცოცხლეს დაუბრუნებს
image


ეს სასუქი პირდაპირ საოცრებებს ახდენს. მას შეუძლია ავადმყოფი და სუსტი მცენარის გამოცოცხლბა და მისთვის ჯანმრთელი იერ-სახის დაბრუნება. გარდა ამისა, ის თითქმის არაფერი ჯდება, უფრო ზუსტად კი მისი დამზადება ბანანის ნარჩენიდან ხდება.
ბანანი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ამაგრებს როგორც ღია გრუნტის, ისე სახლის მცენარეების ფესვებს. ამასთან, ის ხელს უწყობს მცენარეების აქტიურ ზრდას და ყვავილობის პროცესს.


ბანანის სასუქის მომზადება


უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ ბანანის ნაყოფი — ასევე ძალიან სასარგებლო სასუქი არის!

1 ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით და დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი.


image


მოურიეთ და ეს ნაზავი პირდაპირ დაუსხით მცენარეს!

ეს საშუალება იმ შემთხვევისთვის არის, თუ სასწრაფოდ არის მცენარე გადასარჩენი ანუ ექსპრეს საშუალებაა, დაღუპვის პირას მდგარი მცენარისთვის.


image


თუმცა, ბანანის ქერქის სასუქი — ბევრად უფრო იაფია და ეფექტურობით, ნაყოფისგან დამზადებულ სასუქს არაფრით ჩამოუვარდება.



image


სასუქის მოსამზადებლად, დაასხით ბანანის ქერქს იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. დააყენეთ ის 1 დღე-ღამის მანძილზე.

მორწყვის დროს, წყლისა და ნაყენის თანაფარდობა 1\5 უნდა იყოს ანუ 1 წილ ბანანის ქერქის ენერგეტიკულ კოქტეილს 5 წილი წყალი უნდა დაამატოთ და ისე დაუსხათ მცენარეს.


image


მცენარე ყოველთვის ამ ნაზავით მორწყეთ და ის მუდამ კარგ ფორმში იქნება.


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ქერქის გამოყენება, სასუქის საფუძვლად, რამდენჯერმე შეიძლება!

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის

სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო

იების მოვლის და გამრავლების ძირითადი წესები

ია – პასუხები მცენარესთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

0
42800
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
42800
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0