x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა უფრო მნიშვნელოვანია – წარსული, აწმყო თუ მომავალი?

image

image

სამი ბრძენი კამათობდა იმაზე, თუ რა არის ყველაზე მთავარი ადამიანისთვის – მისი წარსული, აწმყო თუ მომავალი. ერთმა თქვა:

— ჩემმა წარსულმა მაქცია იმად, ვინც ახლა ვარ. მე ვიცი ის, რაც წარსულში ვისწავლე. მე მაქვს საკუთარი თავის რწმენა, იმიტომ რომ, მე კარგად გამომდიოდა ყველა საქმე, რასაც წარსულში ხელი მოვკიდე. მე მომწონს ადამიანები, რომლებთანაც წარსულში კარგად ვგრძნობდი თავს და დღეს შემიძლია მათი მსგავსი ადამიანების ამოცნობა. მე თქვენ გიყურებთ, ვხედავ თქვენს ღიმილს და ვიცი რომ კამათის გარეშე არ მიიღებთ ჩემს აზრს.

image— დიახ, სწორედ ასეა, შენი აზრი ამ შემთხვევაში, მართლაც არ არის მისაღები— თქვა მეორემ, — შენ რომ მართალი იყო, ადამიანი განწირული იქნებოდა, როგორც ობობა, რომელიც ერთ ადგილზე ზის და ქსოვს თავის ქსელს, გამომუშავებული ჩვევის გამო. ადამიანისთვის მთავარი მისი მომავალია. არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა ვიცი და რისი გაკეთება შემიძლია მე დღეს – მე იმას ვისწავლი, რაც მომავალში დამჭირდება. ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი მინდა ვიყო, მაგალითად, 2 წლის შემდეგ, უფრო მეტად რეალურია, ვიდრე ჩემი მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორი ვიყავი 2 წლის წინ, რადგან ჩემს ქმედებას ამ მომენტში განსაზღვრავს, არა ის თუ როგორი ვიყავი, არამედ ის, თუ როგორი მინდა გავხდე მომავალში. მე მომწონს ადამიანები, რომლებიც იმათ არა ჰგვანან, ვისაც წარსულში ვიცნობდი. ხოლო თქვენ იმიტომ გესაუბრებით, რომ წარმოდგენილი მაქვს საინტერესო ბრძოლა და აზრის მოულოდნელი ცვლილების შესაძლებლობა.

image— თქვენ მხედველობიდან საერთოდ გამოგრჩათ, — ჩაერია მესამე, — რომ წარსული და მომავალი მხოლოდ ჩვენს აზრებში არის. წარსული უკვე აღარ არსებობს. მომავალი ჯერ არ დამდგარა. და მიუხედავად იმისა, თქვენ წარსულს გაიხსენებთ, თუ მომავალზე იოცნებებთ, რეალური მხოლოდ აწმყოა. მხოლოდ აწმყოში შეიძლება რამის შეცვლა ცხოვრებაში - არც წარსული და არც მომავალი ჩვენ არ გვემორჩილება. მხოლოდ აწმყოში შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანი: წარსულში განცდილი ბედნიერების გახსენება – მწუხარების მომგვრელია, ხოლო მომავალი ბედნიერების მოლოდინი – ამაღელვებელი.

0
783
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
783
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0