x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
15 წესი, რომლის შესრულების შემთხვევაში, იღბალი, სიხარული და ბედნიერება არ მოგაკლდებათ

image

იმისთვიე, რომ ადამიანის ცხოვრების თანამგზავრი ყოველთვის იყოს იღბალი, სიხარული და ბედნიერება, მან სწორი წარმოდგენებით უნდა იხელმძღვანელოს.


ქვემოთ მოცემული 15 წესის დაცვის შემთხვევაში, თქვენ, მცირე დროში, ბევრად უკეთესად იცხოვრებთ, ვიდრე ამჟამად ცხოვრობთ.

image

წესი № 1

ღმერთს ადამიანი ტანჯვისთვის არ შეუქმნია – ღმერთის ქმნილებამ ცხოვრებით უნდა გაიხაროს, უყვარდეს და ქმნიდეს. ნაკლებად იწუწუნეთ ცხოვერებაზე, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო ცუდად ცხოვრობენ, ვიდრე თქვენ.

წესი № 2


ყოველი ადამიანი დედამიწაზე უბრალოდ კი არა, გარკვეული მისიით არის მოვლენილი – მან უნდა გამოავლინოს საკუთარი ღვთიურობა და რამით გააუმჯობესოს მის ირგვლივ არსებული გარემო. ღმერთი ადამიანს აძლევს ნიჭს და ძალას, რომელიც ქვეყნის სრულყოფისთვის უნდა გამოიყენოს და ასევე, უნდა დაეხმაროს მათ, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება.

განავითარეთ საკუთარი თავი, გამოიყენე თქვენი ნიჭი, გაუწოდეთ დახმარების ხელი მათ, ვინც ახლოს არის. ეხმარებით რა გარშემომყოფთ – ეხმარებით საკუთარ თავს.


წესი № 3


შეეცადეთ სიყვარულით აავსოთ თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრება – ასე თქვენ ხელსაყრელ პირობებს და ფინანსურ სტაბილურობას მიიზიდავთ. და პირიქით –აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში, თქვენი ცხოვრება უარესობისკე შეიცვლება.

ყველა ადამიანს შეუძლია უყვარდეს, სხვას აჩუქოს სიყვარული, და ის მას აუცილებლად დაუბრუნდება.

წესი №4


ცხოვებაში შემთხვევით არაფერი ხდება – საკუთარი აზრებით, სიტყვებით, მოქმედებით და საქციელით, ჩვენ დღევანდელი დღის რეალობის და მომავლის ფორმირებას ვახდენთ. ასე რომ, ცხოვრებით დატკბებით, თუ პირიქით, მხოლოდ დაიტანჯებით – მთლიანად თქვენზე არის დამოკიდებული.


წესი № 5


მეოთხე წესთან პირდაპირ კავშირშია მეხუთე წესი: აზრები იწვევენ მოვლენების ფორმირებას. ისწავლეთ ფიქრი პოზიტიურად, და თქვენ შექმნით რეალობას, რომელიც სიხარულს მოგიტანთ. და პირიქით, გაღიზიანება, მრისხანება, შური, სიამაყე – მხოლოდ უიღბლობას და წარუმატებლობას იზიდავს.


წესი № 6


ნებისმიერ გარემოში, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. იყავით პოზიტიურები და ირწმუნეთ საკუთარი ძალის და ღმერთის შემწეობის. და რწმენის მიხედვით მოგეცემათ!


წესი № 7


თუ დარწმუნებული იქნებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ასეც მოხდება. რწმენა — ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა ამ ქვეყანაზე.


წესი № 8


ყველა ადამიანს შეუძლია გადარჩეს, ღმერთის დახმარებით. ის ყოველ ჩვბენგანშია. მთავარია ჩვენ შევძლოთ მისი პოვნა საკუთარ თავში. დაუსვათ კითხვა და მივყვეთ გულის ძახილს.


წესი № 9


მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაულს ჩავდივართ, ღმერთს მაინც უყვარს ყოველი ჩვენგანი. ბიბლიაში წერია: «ითხოვე და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგეღება». მაგრამ დაიმახსოვრეთ: ღმერთი ყოველთვის იმას გვაძლევს, რაც ჩვენ მოცემულ მომენტში გესაჭიროება.


წესი № 10


ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, არის «მსგავსების კანონი»: თუ თქვენ არ გიყვართ საკუთარი თავი, თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც არ ეყვარებით. «რა საზომითაც გაზომავთ – იმ საზომითვე მოგეზომებათ». როგორც თქვენ მოექცევით სხვებს – სხვებიც ისე მოგექცევიან.


წესი № 11


ადამიანების უსიამოვნების მიზეზი, სხვა ადამიანები კი არა, საკუთარი თავია — ცუდი აზრები, წყენა, სიბრაზე, არასწორი გადაწყვეტილებები — ადამიანის ცხოვრებას უარესობისკე ცვლის და ბედნიერების საშუალებას არ აძლევს.


წესი № 12


ადამიანში ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი — ძალაუფლება, სახელი, დიდება და ფული. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გავათავისუფლოთ ყოველივე კარგი, რაც ჩვენში არის. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დავიცავთ ღმერთის 10 მცნებას:

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.

4. მოიხსენე დღე იგი შაბათთაჲ და წმიდა-ყავ იგი: ექუს დღე იქმოდე და ჰქმენ ყოველისაქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღმრთისა შენისა.

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყოქუეყანასა ზედა.

6. არა კაც-ჰკლა.

7. არა იმრუშო.

8. არა იპარო.

9. არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა.

10. არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუსისა შენისა, არა გული გითქუმიდესსახლისა მოყუსისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისამისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი, რაჲ იყოს მოყუსისა შენისა.

image

წესი № 13


ირგვლივ მყოფ ადამიანებს ნუ დაყოფთ «ცუდებად» და «კარგებად». ჩვენ ისეთები ვარათ, როგორებიც ვართ. თუ რომელიმე ადამიანი, პირადად თქვენთვის ცუდი არის, სავსებით შესაძლებელია, რომ სხვისთვის კარგი იყოს. «ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით».


წესი № 14


«შეიცანი თავი შენი» — ეს ეზოთერული წესი სავსებით მისაღებია დღევანდელ რეალობაში. თვითშემეცნება — არის საკუთარ თავში ნიჭის და შესაძლებლობების აღმოჩენის პროცესი და მათი გამოყენება გარე სამყაროში.

წესი № 15


ღმერთისთვის არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიც არის «დანაშაული», «სასჯელი» და მის ნაირები. მთავარია იკითხოთ: «არა რატომ?», არამედ «რისთვის?» ღმერთი შეცდომის დაშვების უფლებას ყველას აძლევს, და რა თქმა უნდა, მისი გამოსწორების უფლებაც აქვს ადამიანს. შეცდომის გამოსწორების საუკეთესო საშუალება — სიყვარულის გამოხატვაა საკუთარი თავის და ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ.



შეასრულეთ ეს წესები და სულ მალე, დაინახავთ, თუ როგორი მშვენიერია სიცოცხლე და რომ საჭიროა მისით ტკბობა.

ხშირად გაიღიმეთ და იყავით ბედნიერი!

0
4559
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0