x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
10 ფილმი, რომლებმაც მამაკაცებიც კი ცხარედ ატირა
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული კინემატოგრაფია დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ. როგორც მოგეხსენებათ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში- 1929 წელს საუკეთესო კინო როლის შემსრულებლისთვის დაწესდა მეტალის ქანდაკება ჯილდოდ- "Oscar"-ი, რომელიც დღეს ძალიან ბევრ უნიჭიერეს მსახიობს ჯერაც არ მიუღია. ოსკარი ეს არის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია, მის დიზაინერს კი წარმოადგენს Cedric Gibbon-ი. ამიტომ ძალიან ბევრი რეჟისორი იბრძვის იმისთვის, რომ შთამბეჭდავი და ოსკაროსანი ფილმი გადაიღოს, შედეგიც მაყურებლის სიხარულსა და ცრემლებზე აისახება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ქალი უფრო ემოციური და მგრძნობიარეა, ვიდრე მამაკაცი, რომლებსაც სენტიმენტალიზმი არ აქვთ თანდაყოლილი, არსებობს ისეთი შინაარსის ფილმები, რომელთაც მამაკაცებიც კი ცხარე ცრემლით ატირა.


image


წარმოგიდგენთ 10 რჩეულ ფილმს, რომლებმაც მოახერხეს და თავისი ღრმა შინაარსობრივი აზრით მამაკაცებიც კი ცხარე ცრემლით ატირეს.



1. ჰაჩიკო. Hachi: A Dog’s Tale, 2008. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, სადაც ასახულია პროფესორისა და ძაღლის ერთგული მეგობრობისა და სიყვარულის ამბავი. სამსახურიდან შინ მიმავალი პროფესორი რკინიგზის სადგურზე პოულობს უპატრონო ლეკვს, რომელსაც სახლში წაიყვანს და მოულოდნელად მათი სიყვარული და თანაცხოვრება მრავალი წელი გრძელდება. ძაღლი სახელად ჰაჩიკო ყოველ დილას მიაცილებდა პატრონს რკინიგზის სადგურზე და სამსახურიდან დაბრუნებამდე კვლავ იქ ხვდებოდა, როდესაც მოულოდნელად, ლექციაზე გულის შეტევით გარდაიცვალა პროფესორი, ბუნებრივია ის შინ ვეღარ დაბრუნდა, ჰაჩიკო კი ყოველ დღე, მრავალი წლის მანძილზე დათქმულ ადგილას უშედეგოდ ელოდა პატრონის დაბრუნებას.


image




2. დაკაკუნება ცაზე. Knockin’ on Heaven’s Door, 1997. საკულტო ფილმია, სადაც მოთხრობილია ცხოვრება, ოცნება, სიკვდილი და მარადისობა. ორი პაციენტი ერთი პალატიდან მძიმე დიაგნოზით, რომელთაც დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენიათ, იპარებიან საავადმყოფოდან, რათა უქმედ არ დახარჯონ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. მოიპარავენ ავტომობილს, წავლენ ზღვაზე და გაეხვევიან მხიარულ და სახიფათო თავგადასავლებში.

image




3. მწვანე მილი. The Green Mile, 1999. ფილმი სტივენ კინგის ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაციაა. მასში მოთხრობილია სიკვდილმისჯილთა საკანში არსებული ფერადკანიანის ცრუ ბრალდებაზე, რომელსაც ბრალად ედებოდა ორი გოგონას გაუპატიურება და სიკვდილი. პატიმარი გამოირჩეოდა არამარტო ხილული სიკეთეებითა და კომუნიკაბელურობით, ასევე ღვთიაური ნიჭით იყო დაჯილდოვებული და შეეძლო სხვა პატიმრების განკურნება. ციხის კაპიტანს უჩნდება ეჭვი მის უდანაშაულობაში, თუმცა... ფილმი ღრმა ფილოსოფიური და მძიმე საყურებელია და მოახერხა ყველა იმ ადამიანის ატირება, ვინც თუნდაც ერთხელ მაინც ნახა იგი.

image




4. მე მქვია კხანი. My Name Is Khan, 2010. ინდური ფილმია, როგორც წესი ინდური ფილმები სავსეა მიუზიკლითა და ცეკვით, თუმცა ეს ერთ-ერთი გამონაკლისია, სადაც ასპერგერის სინდრომით დაავადებული ბიჭი მიდის ამერიკაში სამოგზაუროდ და პრეზიდენტთან შესახვედრად, ხანგრძლივი მოგზაურობის დროს კი ასწავლა ხალხს მშვიდობისმოყვარეობა, სიკეთე და გულწრფელობა.

image




5. შინდლერის სია. Schindler’s List, 1993. კინოშედევრად აღიარებული ფუნდამენტური ფილმია, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ რეალურ ამბავს და მთავარი გმირია ოსკარ შინდლერი, ნაცისტური პარტიის წევრი და წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათასზე მეტი ებრაელი სიკვდილს გადაარჩინა.

image




6. ჩემში ვცეკვავ. Inside I’m Dancing, 2004. ცერებრალური დამბლით დაავადებული მაიკლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ხეიბართა სახლში შემოდის ახალი პაციენტი, კუნთების ატროფიის გამო ასევე ეტლს მიჯაჭვული რორი. რორი არამარტო ავსებს მაიკლს პოზიტიური ენერგიით, არამედ ასწავლის თუ როგორ იცხოვროს უსამართლო ცხოვრების გამო წუწუნის გარეშე და სიცოცხლისუნარიანი იყოს ყოველთვის. მაიკლი იძენს ახალ შესაძლებლობებს ბედნიერი ცხოვრებისთვის. ფილმის ყურებას ყველას გვირჩევენ, რათა უფრო უკეთ დავაფასოთ ის, რაც გაგვაჩნია.

image




7. ცხოვრება მშვენიერია. La vita è bella, 1997. მეორე მსოფილო ომის დროს გუიდო ვაჟიშვილთან ერთად ხვდება ებრაელების საკონცენტრაციო ბანაკში. მამა შვილს შთააგონებს, რომ ეს ყოველივე არის თამაში და რომ გამარჯვებულს წინ ნამდვილი ტანკი ელოდება. ბიჭი ადვილად იჯერებს მამის მონაყოლს და ყვება თამაშში. სწავლობს კარგად დამალვებს, რისი საშუალებითაც მხოლოდ ის გადარჩება ცოცხალი. ფილმი ნათელი მაგალითია სიკეთისა და სიყვარულის, რომელიც ერთდროულად სიცილსაც გაიძულებთ და ტირილსაც.

image




8. შვიდი სიცოცხლე. Seven Pounds, 2008. ტიმ ტომოსი საშინელი ავტოავარიის შემდეგ ვერ გამოდის მდგომარეობიდან, რადგან მისი დაუდევრობის გამო 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მისი საცოლის. ამიტომ ტიმი გადაწყვეტს თავისი ორგანოებით იხსნას შვიდი ადამიანის სიცოცხლე და გაწიროს თავი საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, თუმცა ბედის ირონიაც სწორედ აქვეა, ამ ყოველივეს ემატება ფსიქიური ტანჯვა, როდესაც უყვარდება ვინმე ემილი, თუმცა... ცრემლებს ნამდვილად ვერ შეიკავებთ.

image




9. გოგონა მილიონ დოლარად. Million Dollar Baby, 2004. მეგი ოცნებობს გახდეს ბოქსიორი, თუმცა მის წვრთნაზე უარს ამბობს ცნობილი მწვრთნელი ფრენკ დანნი, რომელსაც საბოლოოდ ითანხმებს მეგი, თუმცა ცხოვრება სასტიკ თამაშს უმზადებს ოცნების ასრულების გზას რომ დაადგება.

image




10. გლადიატორი. Gladiator, 2000. დიადი მეომარი მაქსიმუსი უნდა გამხდარიყო რომის იმპერიის ტახტის მემკვიდრე, თუმცა შეიტყობს რა იმპერატორის ვაჟი, განიზრახავს მის სიკვდილს. სასწაულებრივად ახერხებს მაქსიმუსი სიკვდილს დაუსხლტეს და თავი გლადიატორობას შეაფაროს, დროის შემდეგ კი მოსისხლე მტერს პირისპირ უკვე კოლიზეუმის მოედანზე ხვდება. ძლიერი და დრამატული ფილმია, სადაც გლადიატორის როლს კარგად ირგებს ცნობილი მსახიობი რასელ ქროუ. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და კულმინაციურია ფილმის ფინალი, რომელიც საზოგადოების მწარე ქვითინს ყოველთვის იწვევს.

image



5
4555
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4555
  
2016, 1 ივლისი, 19:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მეამეა-ის კომენტარზე
2016, 1 ივლისი, 17:43
მხოლოდ მე-9 დამრჩა სანახავი.
2016, 28 ივნისი, 22:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 25 ივნისი, 14:44
გეთანხმები. მე-2 და მე-9 არ მინახავს მხოლოდ და მინდა მოვასწრო, მე-6-ს ჩემში "ვცეკვავ" ამ წამს ვუყურე და შთამბეჭდავი და დასაფიქრებელია ნამდვილად.
2016, 25 ივნისი, 12:26
4. მე მქვია კხანი. My Name Is Khan, 2010. - მეც კი ამომივიდა ცრემლები :( მაგარი ფილმია... გრეენ მილეც კარგია
0 1 5