საზოგადოება ფინანსური თამაშები 2016, 23 ივნისი, 9:34 ერთ სახლში მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა. საღამოობით, მისი სახლის სიახლოვეს, ბავშვები იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ. თამაშის დროს, ისინი გამუდმებით წიოდნენ და კიოდნენ, რაც მოხუცს ძალიან აღიზიანებდა. მოთმინების ფიალა რომ აევსო, ბავშვები თავისთან დაპატიჟა და უთხრა, რომ ძალიან მოსწონდა მათი ხმების მოსმენა და თითოეულს 50 ცენტის მიცემას დაჰპირდა, თუ მეორე დღესაც მივიდოდნენ მის სახლთან სათამაშოდ.
შიში შეუცნობელისადმი ერთმა ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ის დაიჭირეს და მეფესთან მიიყვანეს სასამართლოზე. მისი ნამოქმედარი სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ, მეფემ მას არჩევანის გაკეთების უფლება მისცა: მას ან ჩამოახრჩობდნენ, ან რკინის შავი კარებიდან გაუშვებდნენ. დამნაშავე დაფიქრდა და სახრჩობელა აირჩია. როდესაც ყელზე ყულფი ჩამოაცვეს, მან უეცრად თქვა: – ძალიან დავინტერესდი. და მაინც, რა არის კარს მიღმა? 415 10-ს მოსწონს 1-ს არა
|