სხვა რა იწვევს გასტრიტს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? 2016, 26 მაისი, 12:23 რა არის გასტრიტი? გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. ის შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვიოს, თუმცა ძირითადად ორი სახის გვხვდება- მწვავე და ქრონიკული. გასტრიტი უშუალოდ კუჭის ტკივილითა და სიმძიმით, სისხლდენით, პირღებინების, გულისრევის შეგრძნებითა და პირში ლითონისმაგვარი გემოს სიმპტომებით ვლინდება, რომლებიც ხანმოკლე და სუსტიც შეიძლება იყოს და ხანგრძლივი და შემაწუხებელიც. ეს თავისებურება ინდივიდუალურია, ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე ფაქტორი ზოგიერთ ავადმყოფს კუჭის საპროექციო არეში უმნიშვნელო დისკომფორტს, ზოგიერთს კი მწველ ტკივილს, გულისრევას, ღებინებასა და უმადობას ჰგვრის, რასაც ზოგჯერ მუქი-მოშავო განავალიც ერთვის. რა იწვევს გასტრიტს? გასტრიტის გამომწვევი მთავარი მიზეზების ნუსხა ასეთია: ალკოჰოლის ჭარბი მიღება; თამბაქოს წევა; ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება, რის გამოც ღიზიანდება კუჭ-ნაწლავი; ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები; სტრესი. მთავარ ფაქტორად კი მიჩნეულია "ჰელიკობაქტერია პილორი", რომელიც გადადის ადამიანიდან ადამიანზე ჩვეულებრივი ყოფითი კონტაქტით (ერთი ჭურჭლიდან სასმელის, საკვების მიღებითა და კოცნით). ეს ბაქტერია კუჭში ხვდება ნერწყვით, სახლდება უჯრედთაშორის და მიუწვდომელი ხდება კუჭის წვენის მარილმჟავასათვის. როგორ მოვიქცეთ გასტრიტის დროს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? იმისათვის, რომ მოსალოდნელი გასტრიტი და კუჭის სხვა დაავადებები ავიცილოთ თავიდან, დღეში აუცილებლად უნდა ვიკვებოთ 4-5-ჯერ (ერთსა და იმავე დროს), ყველაზე მნიშნელოვანია საუზმეზე მიიღოთ სხვადასხვა ფაფეული (სურვილისამებრ) და ღამით არ ჭამოთ მაძღრისად. ხშირად მიირთვით კარტოფილი მოხარშული სახით; მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული თევზი; მიირთვით თბილი სუპები და გაზავებული ბილიონი ყოველგვარი სანელებლებისა და დანამატების გარეშე; მიიღეთ ნაკლებად ცხიმიანი ხორცი- უმჯობესია ხორცეულიდან თუ მიიღებთ ორთქლზე მომზადებულ კოტლეტს, რადგან ის არ დაგიტვირთავთ კუჭს და მონელებაც ადვილად მოხდება. P.S. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ის ხომ ასე ძვირფასია... 1990 16-ს მოსწონს
|