x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პასკა პურის საცხობში (აპრობირებული რეცეპტი)
image


ინგრედიენტები:

image


თბილი რძე – 170 მლ.


კარაქი (დარბილებული) – 50 გრ.

შაქარი – 7-8 ს. კ.

მარილი – 0, 5 ჩ. კ.

კვერცხი – 3 ცალი (ჩანგლით ათქვეფილი)

ფქვილი – 400 გრ.

ვანილინი – 1 გრ.

ქიშმიში ან ცუკატები – 100 გრ.

კურკუმა – ფერისთვის (სურვილის შემთხვევაში)

მშრალი სწრაფადმოქმედი საფუარი – 2, 5 ჩ. კ.



მომზადება:


1. მოათავსეთ პურის საცხობ ფორმაში ინგრედიენტები (ქიშმიშის გარდა) იმ თანმიმდევრობით, როგორც რეცეპტში არის მოცემული, თუ თქვენი საცხობის ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ჯერ თხევადი ინგრედიენტები უნდა მოათავსოთ. სხვა შემთხვევაში, საცხობის ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედეთ.

2. ჩართეთ საცხობი «სწრაფი პურის» («Quick») რეჟიმზე. ქერქის რეჟიმი – საშუალოდ მუქი.

3. მას შემდეგ, რაც ინგრედიენტები ერთმანეთს შეერევა და სიგნალის ხმას გაიგებთ (თუ შეტყობინება არა აქვს, საცხობის ჩართვიდან, 7-8 წუთის შემდეგ), დაამატეთ გარეცხილი და მშრალი ან ფქვილში ამოვლებული ქიშმიში.

4. გამომცხვარი პასკა, გაგრილების შემდეგ, გააფორმეთ.

image

P. S. იმ შემთხვევაში, თუ ცხობის პროგრამის დასრულების შემდეგ, პასკა ბოლომდე გამომცხვარი არ იქნება, ცხობა გააგრძელეთ «მხოლოდ ცხობის» («Bake») რეჟიმში. მე 25 წუთის დამატება მჭირდება (ქერქის რეჟიმი – იგივე).

ცხობის დამატებითი დროს ხანგრძლივობა, საცხობზე არის დამოკიდებული და მისი განსაზღვრა, მხოლოდ ექსპერიმენტების ჩატარებით არის შესაძლებელი.

image

0
2652
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2652
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0