სხვა ალერგიული რეაქციის გამომწვევი სახლის მცენარეები 2016, 20 აპრილი, 9:59 რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი კარგად იტანს მცენარეებს, ხოლო ზოგი – არა? ალერგია, ადამიანის ორგანიზმში, გაუმართავი იმუნური სისტემის არსებობას უკავშირდება. თუ თქვენ არ იცით, რამ გამოიწვია ალერგია, მიზეზის ძებნა ოთახის მცენარეების კვლევით დაიწყეთ – შესაძლებელია, სწორედ მცენარე იყოს დაავადების მიზეზი. მცენარეების სიაში, რომლებმაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ, ყველაზე ხშირად, ისეთი მცენარე ხვდება, რომელიც ეთერზეთებს შეიცავს. მისი ალერგიულობის მიზეზი არის ეთერზეთების მსუბუქი კომპონენტები, რომლებიც ადვილად გადაადგილდებიან ჰაერში და ადამიანის სასუნთქ გზებში ხვდებიან. გარდა ამისა, ალერგია შეიძლება გამოიწვიოს მცენარემ, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. მაგ., ისეთებს როგორიც არის: ალკალოიდიები, საპონინები და სხვა. საერთოდ, სახლის ყვავილებზე ალერგია – ძალიან გავრცელებული მოვლენა არის. განსაკუთრებული ყურადღება მათ უნდა გამოიჩინონ, ვისაც ხეების ყვავილობის დროს, ალერგიის სიმპტომები უჩნდებათ. ზუსტად იმის თქმა, თუ სახლის რომელი მცენარე გამოიწვევს ალერგიას და რომელი არა, შეუძლებელია. ბევრს ალერგია უვითარდება, როდესაც სახლში დიფენბახია (ლათ. Dieffenbachia) და პუანსეტია (ლათ. Poinsettia) ჩნდება. აღნიშნული მცენარეები, მათ ფოთლებთან ხელის შეხების შემთხვევაში, კანის წვას და ქავილს იწვევენ. არსებობს სახლის პირობებისთვის კულტივირებული სხვა მცენარეებიც, რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა. მათ რიცხვს განეკუთვნებიან ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეების ჯგუფები და სახეობები (ეს არასრული სიაა):
გვიმრანაირნი (ლათ. Pteridophyta) ჩვულებრივ მდგომარეობაში, გვიმრები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ალერგიებისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის. მათი პოტენციური საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლიათ ალეერგიული რეაქციის გამოწვევა სპორებით (გამრავლების ორგანო ან «მტვერი»), რომელიც მომწიფების შემდეგ, ჰაერში იბნევა. ნარგიზისებრნი (ლათ. Amaryllidaceae) ამ ოჯახის წარმომადგენლები - მაღალდეკორატიული მცენარეების კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგრამ, მისმა ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ყვავილებში ეთერზეთების კომპონენტების შენცველობის გამო. ქენდირისებრნი (ლათ. Apocynaceae) ეს მცენარეები, ყვავილობის დროს, დიდი რაოდენობით სურნელოვან ნივთიერებას გამოყოფენ და ალერგიულ რეაქციას იწვევენ, რაც სუნთქვის გართულებაში, გულის აჩქარებაში და ძლიერ თავის ტკივილში გამოიხატება. ნიუკასებრნი (ლათ. Araceae) ამ ოჯახთან კონტაქტი, მაგ., გადარგვის დროს, იწვევს კანის დაზიანებას და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, მისი წვენის მასზე მოხვედრის შემთხვევაში. ამიტომ, მასთან შეხებისას, აუცილებლად ხელთათმანები უნდა გამოიყენოთ. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ხელები და სხეულის ღია ადგილები კარგად უნდა დაიბანოთ. ძირმწარასებრნი (ლათ. Aristolochiaceae) ყველაზე ლამაზი ამ ოჯახში, გიგანტური ძირმწარა არის, რომელიც ორიგინალური ყვავილებით გამოირჩევა. მის ყვავილებს მძაფრი, სასიამოვნო სურნელი აქვს. მაგრამ, ამ გვარის მცენარეები ძლიერმოქმედ ალკოლოიდებს შეიცავენ, რის გამოც ისინი, ერთის მხრივ, სამკურნალო მცენარეების სიაში არიან, ხოლო მეორეს მხრივ – ეს ალკოლოიდები შხამია ალერგიული ადამიანებისთვის. ამიტომ, ამ მცენარებს სახლში თუ შეიტანთ, დიდ ფართობზე გავრცელების საშუალებას ნუ მისცემთ. რძიანასებრნი (ლათ. Euphorbiaceae) ამ ოჯახის მცენარეები რძის მაგვარ სითხეს შეიცავენ, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა ადამიანებში. ასეთი რამ შესაძლებელია გადარგვის ან მის ფოთლებთან შეხების დროს. ამიტომ, მათთან ურთიერთობა, ხელთათმანებით არის რეკომენდირებული. უფრო ხშირად, სახლის მცენარე, ალერგიას ყვავილობის დროს იწვევს. თუ ალერგია გაქვთ სახლის მცენარეებზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიტანოთ სახლში: «გერანი» სედუმი ციკლამენი გვიმრაგიგანტური ძირმწარა Pinguícula კალანჰოე აგავა როდოდენდრონი ბალზამინი ალოკაზია კოლოკაზია ცოცხალმშობი ასპლენიუმი (Asplenium viviparum) 2711 8-ს მოსწონს
|