x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?
თქვენმა სხეულმა გაცილებით მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. თქვენი ხასიათის ოდნავ ნიუანსსაც კი ამჟღავნებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ჩვევები. ჩვენი შინაგანი სამყაროს გაცემა შეუძლია თუნდაც თითების სიგრძესა და ფორმას, დღევანდელ სტატიაში კი ერთი მარტივი ტესტის მიხედვით მინდა თქვენი შინაგანი სამყაროს ფარული კუთხეები გამოგიმჟღავნოთ.



image


უბრალოდ დაუფიქრებლად შეკარით მუშტი, დააკვირდით ფოტოს- რომელ კატეგორიასაც მიეკუთვნებით და ამის მიხედვით წაიკითხეთ შედეგები.






1.image


მუშტის შეკვრის დროს თუ თქვენი ცერა თითი ეფარება მესამე ფალანგასთან საჩვენებელ თითს ზემოდან, ე.ი. თქვენ ხართ მხიარული, ენერგიული, ზოგჯერ ოდნავ თამამიც კი.


შესანიშნავი იუმორის გრძნობა გაქვთ და შეგიძლიათ გარშემომყოფებს აუმაღლოთ განწყობა. კეთილი თვისებების, პატიოსნებისა და ერთგულების გამო კი მეგობრები უდაოდ გაფასებენ და გეყრდნობიან ნებისმიერ სიტუაციაში.


ამავე დროს ხართ ძალიან მგრძნობიარე და ნაზი. მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებთ ვის ნამდვილად უყვარხართ და ვის არა, ხშირად თქვენი სიკეთით უბრალოდ სარგებლობენ გარშემომყოფნი.


რაც შეეხება სიყვარულს, მეორე ნახევარი ხშირად ეჭვიანობს თქვენზე იმ მოტივით, რომ თქვენი გრძნობები არასაკმარისად ძლიერია, თუმცა სინამდვლეში ეს ასე არ არის და სწორედ ეს გაყენებთ ძლიერ ტკივილს.




2.image


მუშტის შეკვრის დროს თუ თქვენი ცერა თითი თითების ფალანგას ზემოდან ფარავს, ეს მიუთითებს თქვენს "თვითდაჯერებული ადამიანის" შთაბეჭდილებაზე. ასევე გაქვთ ძლიერი თვითმმართველობის გრძნობა და თითქმის არასოდეს ეყრდნობით საკუთარ პრინციპებსა და იდეალებს.


ჭკვიანი და სრულიად განვითარებული ადამიანი ბრძანდებით. მეგობრობთ განსხვავებული აზროვნების მქონე ადამიანებთან.


შინაგანად ხართ ძალიან დაუცველი პირი, ამიტომ მარცხის საშიშროებაზე ფიქრით გიჭირთ წინ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ თუ მეგობრებმა მხარი დაგიჭირათ, მთებს გადადგამთ.


სასიყვარულო ურთიერთობებში საპირისპირო სქესთან ხართ საკმაოდ მორცხვი და გაუბედავი. მაგრამ იმის გამო, რომ კარგად ფლობთ ემოციების კონტროლის უნარს, ხშირად აღგიქვამენ, როგორც გადაჭარბებული სიამაყის მქონეს.


ბევრი დრო დაგჭირდებათ (ან დაგჭირდათ) ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად, თუმცა ეს იქნება ნამდვილი და ძლიერი.




3.image


მუშტის შეკვრის დროს თუ თქვენი ცერა თითი თითების ფალანგის ქვეშ მოექცა, ეს მიუთითებს იმას, რომ თქვენ გაქვთ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი და დიდი გრძნობა სტილისა.


თქვენ გაქვთ მკვეთრი გონება და ენა, თუმცა თქვენი გაგება საკმაოდ რთულია. გარშემომყოფებზე ამის გამო ორ შთაბეჭდილებას ახდენთ- პირველი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსაწყენი და ჩაკეტილი ხართ, თუმცა მეგობრები თამამდ აღიარებენ, რომ თქვენ კომპანიის სულს წარმოადგენთ.


თავს კომფორტულად გრძნობთ საკუთარ აზრებთან და ხშირად დუმილს ამჯობინებთ. ხშირად ოცნებობთ და იხსნებით მხოლოდ და მხოლოდ მათთან, ვისაც ბოლომდე ენდობით.


არ გიყვართ ხმაურიანი სასიყვარულო ურთიერთობები. საქმეები, რაც შეეხება ამურს (სიყვარულის ქალღმერთი), ყოველთვის საიდუმლოდ დაგაქვთ ბოლომდე. ძალიან გულკეთილი ხართ და ამიტომ პატიობთ საყვარელ ადამიანს უდიდეს გულისტკენასაც კი.




P.S. დატოვეთ კომენტარებში ვინ რომელი ხართ?

13
22667
30-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
22667
  
2019, 21 თებერვალი, 18:06
მესამე
2017, 10 მარტი, 14:22
პირველი
2016, 15 დეკემბერი, 19:38
მესამე
2016, 10 დეკემბერი, 13:15
სხვათა შორის ჩემი საყვარელი ადამიანი პირველ ტიპს განეკუთვნება და აქაც საოცარი დამთხვევაა
2016, 4 ნოემბერი, 0:03
მე მეორე ტიპს მივეკუთვნები და ყველაფერი სასწაულად დაემთხვა! საოცარია!
2016, 11 ივნისი, 12:58
პირველი! სრული სიმართლეა...
2016, 17 აპრილი, 12:20
მე-3 ე სრული სიმართლე :)
2016, 16 აპრილი, 12:27
მეორე
2016, 15 აპრილი, 13:44
2 ცოტა ემთხვევა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10