საზოგადოება ყველაზე "კურიოზული" ტრაგედიები ისტორიის მანძილზე 2016, 4 აპრილი, 14:32 სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს და ა.შ. დღევანდელ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ რადიკალურად სხვა- ყველაზე კურიოზული ტრაგედიები მთელი ისტორიის მანძილზე, რომლებიც არ ვიცი დაგაღონებთ თუ გაგაცინებთ.
1. ა.შ.შ-ში, წიგნის "როგორ შევინარჩუნოთ ქორწინება" ავტორმა მოკლა საკუთარი ცოლი და ფოტო გამოაქვეყნა Facebook-ზე. სამართალდამცავებმა დააკავეს მაიამის რეზიდენტი, 31 წლის Derek Medina, რომელმაც ასევე მოკლა მეუღლე და შოკისმომგვრელი ფოტოები ატვირთა ინტერნეტში. 2. ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი Dale Carnegie, ასევე ავტორი ცნობილი ბესტელერისა "როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ ხალხზე შთაბეჭდილება", სიმარტოვეში გარდაიცვალა. 3. ცნობილი პედიატრი და ავტორი წიგნებისა "ბავშვთა ზრუნვაზე" Benjamin Spock-ი საკუთარმა შვილებმა მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარეს. 4. კომპანია Segway-ს მფლობელი დაიმტვრა საკუთარ Segway-ზე ჯირითის დროს. 5. ცმობილმა პედაგოგ-ჰუმანისტმა Maria Montessori-მ საკუთარი, პირველი ვაჟი გააშვილა. 1898 წელს მას საყვარელი მამაკაცისგან შეეძინა ვაჟი, იმის გამო, რომ ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულდა, მან ვაჟი გააშვილა. 6. ექსტრემალი წამყვანი, რომელსაც მსოფლიო იცნობდა ექსტრემალური ნომრებიდან გარეულ და საშიშ ცხოველებთან ურთიერთობით, კატის ნაკბენით გარდაიცვალა. P.S. აი ასეთი წარმოუდგენელია ჩვენი სამყარო და თვითონ ადამიანები. 1419 23-ს მოსწონს |
შრომა დაუფასებელი არასდროს რჩება. კარგ საქმეს აკეთებთ და ასე განაგრძეთ ძალიან დიდი სულისკვეთებით, რადგან თქვენ ხელს უწყობთ ადამიანების განათლების ამაღლებას. კეთილი საქმეა ეს პირველ რიგში სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და მიხარია თქვენისთანა ადამიანები რომ კიდევ არსებობენ სამშობლოში.
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და პატარა შენიშვნა კიდევ არ უნდა იყოს საწყენი.
თქვენ იცით, იმედია კიდევ ძალიან ბევრ საიტერესო სიახლეს გაგვაცნობთ. წარმატებები
საიტზე უამრავი სისულელე იდება და მაინც და მაინც ჩემი სტატია რატომ მოგედოთ თვალში? ამდენი საუბარიც არ იყო საჭირო...
უბრალოდ არასანდოობის განცდას იწვევს მთელი თქვენი სტატია ამის შემდეგ და თუ გაითვალისწინებთ შემდეგში თქვენთვისვე იქნება უკეთესი და შემდეგ ყველა ჩვენგანისთვის.
ბოღმა სად დაინახეთ არ ვიცი. გაბრაზება რომ გეთქვათ კი ბატონო. ამ ადამიანის გადაცემებს ვუყურებდით ბევრი და მისი გადრდაცვალებაც გვეწყინა ბევრს და გამაღიზიანებელია ესეთი ინფორმაცია.
ვაღიარებ, ცოტა უტაქტოდ გამომივიდა და გთხოვთ მაპატიოთ. ვწუხვარ.
წარმატებები
Экстремал-телеведущий, известный опасными трюками с участием опасных животных, умер от случайного укусы кошек.
სტინგრეის კატას თუ ეძახით ეგ სხვა თემაა... ვახ
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95_%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98