x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
9 ადამიანი, რომლებიც სელფის დროს დაიღუპნენ- არასოდეს მოიქცეთ ასე!
სელფი (ინგლ. Selfie, self - საკუთარი თავი) — ავტოპორტრეტული ფოტოსურათია, რომელიც, როგორც წესი, გადაღებულია ხელში მოთავსებული ციფრული ან მობილური ტელეფონის კამერით. მართალია იგი აქტუალური ჩვენს საუკუნეში გახდა, თუმცა ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ დასაბამი რობერტ კორნელიუსმა მისცა.


კორნელიუსი ფოტოგრაფიის ამერიკელი პიონერია და ითვლება ავტოპორტრეტული ფოტოსურათების პირველ შემთხვევად. 1839 წელს მან საკუთარ თავს ფოტოსურათები გადაუღო. ვინაიდან პროცესი ნელი იყო, მან ლინზის სახურავი მოხსნა, კამერის წინ დადგა ერთი ან მეტი წუთით, შემდეგ კი ლინზის სახურავი შეცვალა. ფოტოსურათის უკან მან დაწერა - „პირველი ფოტოსურათი შუქზე 1839წ".


პორტატული Kodak Brownie-ის 1900 წელს გამოჩენას მოჰყვა ავტოპორტრეტული ფოტოსურათების უფრო ფართოდ გავრცელება. ძირითადად გამოიყენებოდა სარკე და კამერა, რომელიც დამაგრებული იყო ან ახლოს მდებარე რამე ნივთზე, ან სამფეხზე, ხოლო კადრის დაგეგმვა ხდებოდა კამერის მოდელზე არსებული ვიზირით. ანასტასია რომანოვა 13 წლის ასაკში იყო ერთ-ერთი პირველი მოზარდი, რომელმაც საკუთარ თავს სარკეში ფოტოსურათი გადაუღო და მეგობარს გაუგზავნა, 1914 წელს. თანმხლებ წერილში ეწერა: „საკუთარ თავს სარკეში ეს სურათი გადავუღე. ძალიან რთული იყო, რადგან ხელები მიკანკალებდა.“


ტერმინი "სელფი" განხილული იქნა ფოტოგრაფ "ჯიმ კრაუსის" მიერ 2005 წელს, ტექნიკისა და სოციალური ქსელების განვითარებამ კი გაამარტივა ჩვენი როლი და 2006-2009 წლებში Facebook-ის პოპულარობით წინ წამოწია და ააღორძინა ე.წ. "სელფი".



დღეს "სელფის" ფოტოები ერთ-ერთი პოპულარული და მოდურია, ამიტომ ახალგაზრდები (და არა მარტო ისინი) წარმატებული კადრისთვის მსხერპლზეც მიდიან, თუმცა ვერ აცნობიერებენ რომ ეს მსხვერპლი შეიძლება იყოს სიცოცხლის საფასური.


image


მინდა წარმოგიდინოთ 9 შემთხვევა სელფისა, რომელსაც ამ ადამიანების სიცოცხლე შეეწირა:



1. წარმოშობით რუმინელი გოგონა Anne Ursu ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც გატაცებულია სელფით, თუმცა მისმა მცდელობამ მატარებლის სახურავზე გადაეღო "წლის კადრი", ვერ გაამართლა. 2015 წლის მაისში, 18 წლის ანა მეგობარ ბიჭთან ერთად ქალაქ იასიის რკინიგზის სადგურზე მივიდა, აძვრა მატარებლის სახურავზე, წამოწვა და ზევით აღმართული ფეხებით იღებდა სელფს, რომლის "Facebook"-ზე დადებას კრეატიულთა შორის პოპულარიზაციის მიზნით გეგმავდა. მან შემთხვევით ფეხი გამოსდო ელექტრო სადენს, რომელშიც 27, 000 ვოლტი ძაბვა გადიოდა. ძაბვამ მყისიერად გაიარა გოგონას სხეულში და ის საავადმყოფოში, 50% დამწვრობით გარდაიცვალა.

image



2. სამწუხარო ინციდენტი მოხდა Sylvia Richelle-ს შვებულების დროსაც. 2014 წელს, პოლონეთის სამედიცინო სასწავლებლის- 23 წლის სტუდენტის სიცოცხლე სელფს შეეწირა. სამხრეთ ესპანეთში Puente de Triana-ს ხიდზე ის ცდილობდა სელფის გადაღებას, წონასწორობა დაკარგა და 4, 5 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა. რეანიმაციაში ის გამოაღვიძეს, თუმცა მოგვიანებით ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გარდაიცვალა.

image



3. იარაღით თამაში რომ საშიშია, ეს ყველას გექნებათ გაგონილი, თუმცა იარაღით გადაღებული სელფი რომ სასიკვდილო აღმოჩნდა- ალბათ ბევრს არა. წარმოშობით მექსიკელი, 21 წლის Oscar Otero Aguilar-ი ძალიან იყო გატაცებული იშვიათი სელფებით, "Facebook"-ის საკუთარი გვერდი კი აჭრელებული ჰქონდა ფოტოებით, სადაც ჭარბობდა ძვირადღირებული და იშვიათი ავტომობილები, მოტოციკლები, ლამაზი ქალები, ამჯერად კი იარაღით ხელში მოუნდა ფოტოების გადაღება, თუმცა სელფის დროს ტყვია გაუვარდა და მძიმედ დაიჭრა. "ლამაზი ცხოვრების" მოყვარული ყმაწვილი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

image



4. ასევე სელფის მოყვარული იყო 17 წლის Ксения Игнатьева, რომელმაც მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ 2013 წელს, მოგროვილი ფულით იყიდა მაღალტექნოლოგიური ტელეფონი. სანქტ-პეტერბურგის რაიონში რკინიგზის ხიდზე, რომლის სიმაღლე იყო 10 მეტრი, ქსენიამ გადაწყვიტა სელფი გადაეღო. სწორედ ამ დროს გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით ვარდნის დროს ძაბვის სადენს ჩასჭიდა ხელი, რის გამოც ადგილზე გარდაიცვალა.

image



5. James Nichols-ი და Stacy Holloway დიდხანს კონტაქტობდნენ პირადად გაცნობამდე და ძალიან მცირე ხანს მას შემდეგ. ვირტუალურად ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, როგორც იქნა დადგა დღე წყვილს ერთმანეთი პირადად გაეცნო და გაემგზავრნენ Northcliff Hill-ში, ადგილზე, რომელიც მეორე უმაღლესი მწვერვალია Johannesburg-ის შემდეგ. ახალგაზრდები, რომელთაც ერთმანეთის მიმართ გრძნობებიც გააჩნდათ, კლდის მწვერვალზე გაჩერდნენ რათა მზის ჩასვლის ფონზე გადაეღოთ ერთობლივი სელფი. როგორც მოგვიანებით მოწმეების თქმით ირკვევა, სტეისი დიდ ქვაზე იდგა სანამ ჯეიმსი შტატივს ამონტაჟებდა სელფისთვის. ქვა მოწყდა ადგილიდან და 15 მეტრი სიმაღლიდან გადაიჩეხა გოგონა. ჯეიმსი მაშინვე ჩავიდა მის საშველად და 20 წუთის მანძილზე, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა მათთან, ხელოვნურ სუნთქვასა და გულის მასაჟს უკეთებდა, თუმცა სტეისის გადარჩენა შეუძლებელი იყო, ის ადგილზე გარდაცვლილა.

image



6. Oscar Rey "გიჟური ფოტოების" ოსტატი იყო. თინეიჯერების გატაცებას კი ე.წ. Selfie Olympic-ი წარმოადგენს, რომელმაც 18 წლის ოსკარის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2015 წლის 2 იანვარს ოსკარმა "Sponge Bob"-ის (ღრუბელი ბობი) ფორმაში ფოტო გადაიღო, რომელიც სოც-ქსელში ატვირთა და 200-ზე მეტი მოწონება წამში აიღო. მეგობრების მოტივაციით მან გადაწყვიტა კიდევ უფრო გიჟური სელფი გადაეღო. 3 იანვარს დღის 14:00 საათზე იგი გარდაცვლილი იპოვეს საპირფარეშოში. კარიდან გადმოვარდა სელფის დროს და გაუსკდა თავი, შესაბამისად კი სისხლისგან დაიცალა.

image



7. ფილიპინებში ბარანგაი მაზიკილის სანაპიროსთან ცნობილი ქარის წისქვილების ფონზე, დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ ახალგაზრდებს მოუნდათ სელფის გადაღება. სტუდენტი, ვინმე CHeZka agas-ი სწორედ ამ სელფის დროს წყლის ტალღამ დაახრჩო. უახლოეს საავადმყოფოში უმალ იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

image



8. 2014 წლის აგვისტოს კი ცოლ-ქმარი გარდაიცვალა სელფის დროს. კაბო და როკას მთაზე პორტუგალიაში ცოლ-ქმარი ხუთი და ექვსი წლის შვილებთან ერთად იმყოფებოდა. კლდის ნაპირას მათ მიერ გადაღებული სელფი საბედისწერო აღმოჩნდა, როდესაც მოწყდა კლდის ის ბოლო ნაწილი, რომელზეც იდგნენ და შვილების თვალწინ ორივე გადაიჩეხა. საბრალო ბავშვებს ფსიქოლოგი დასჭირდათ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

image



9. Jadiel-ის ფსევდონიმით ცნობილი პუერტო-რიკოელი რეპერი Ramon Gonzalez-იც სელფის მსხვერპლი გახდა. მან მოტოციკლის მართვის დროს, როდესაც როჩესტერში (New York-ის შტატი) ნათესავებთან მიემგზავრებოდა, გადაწყვიტა მოგზაურობა აღებეჭდა. ფოტო წარმატებით შესრულდა, თუმცა ამის გამო მან საჭის კონტროლი დაკარგა და საპირისპიროდ მომავალი ავტომობილის საბურავების ქვეშ აღმოჩნდა. შემთხვევა 2014 წლის 10 მაისს მოხდა, რეპერი კი მრავლობითი მძიმე ტრავმების გამო საავადმყოფო "Strong Memorial"-ში გარდაიცვალა.

image



P.S. ნუ შემოსავთ ძაძებში მშობლებს ერთი "კრეატიული" კადრის გამო, ის თქვენი სიცოცხლის ფასად არ ღირს.

6
2162
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2162
  
2016, 28 მარტი, 21:38
თუმდაც ევა ბარბაქადზე საწყალი გოგო სელფის გადაგების დროს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა მაგრამ უფლის წყალობით გადარჩს :)
2016, 24 მარტი, 23:48
სიცოცხხლე რისკის ქვეშ რატო უნდა დაყენო ფოტოსთვის? თუმცა რას გაიგებ მე ბავსვობაში ცხრასართულიანი ბინის საზურავზე მითამაშია მგელობან ეხლა ძირს რომ გადავიხედო მაგისთვის ვერ ვუახლოვდები
2016, 24 მარტი, 20:08
რა ვტქვა არ ვიცი ოღონდ მართლა
2016, 23 მარტი, 23:40
ამათ გასამართლებელი საბუთი არ აქვთ სიცოცხლე შესწირეს ,,რაღაც''უაზრობას
2016, 23 მარტი, 11:08
რა დებილები არიან რა
0 1 6