x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
მას წყალში სიკვდილი არ ეწერა. ქალი, რომელიც 3 გემის («ოლიმპიკი», «ტიტანიკი» და «ბრიტანიკი») კატასტროფას გადაურჩა
image


შესაძლებელია, ამ ქალის სახელი ისტორიას არ შემორჩენოდა, რომ არა საშიშ კატასტროფებში გადარჩენის მისი ფენომენალური ნიჭი. უბედურება მას ბავშვობიდან სულ თან დაჰყვებოდა, მაგრამ ის ყოველთვის პოულობდა გამოსავალს რთული სიტუაციებიდან.
ისე მოხდა, რომ ვაიოლეტ კონსტანც ჯესოპი ყველაზე ცნობილ ოკეანურ ლაინერებზე – «ოლიმპიკზე», «ტიტანიკზე» და «ბრიტანიკზე» მუშაობდა. ყველა გემი ჩაიძირა, მაგრამ ვაიოლეტი ცოცხალი დარჩა.


image

ვაიოლეტ კონსტანც ჯესოპი, I მსოფლიო ომის დროს


ექიმებმა ვაიოლეტის ადრეული სიკვდილი ბავშვობაში უწინასწარმეტყველეს. ის ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, რომლითაც იმ დროს, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ გოგონა არა მარტო გადარჩა, არამედ სრულიად განიკურნა ამ საშინელი სენისგან. სკოლის დამთავრება ვერ შეძლო. მამის გარდაცვალების და დედის ავადმყოფობის გამო, ის იძულებული იყო ემუშავა.
მან იგივე პროფესია აირჩია, რაც დედას ჰქონდა – ბორტგამცილებლად მოეწყო «White Star Line» კომპანიის გემზე, რომელიც ტრანსატლანტიკურ რეისებს ასრულებდა.


image

«ოლიმპიკი» ნიუ-იორკში, 1911 წ. 22 ივნისი



image

«ოლიმპიკი» и «ჰოუკი» შეჯახების შემდეგ


1910 წელს, 23 წლის ვაიოლეტი უდიდეს ლაინერზე, «ოლიმპიკზე» აღმოჩნდა – კომპანია «White Star Line»-ის ამ კლასის სამი ლაინერიდან ერთ-ერთზე. ერთი წლის შემდეგ, უზარმაზარი «ოლიმპიკი», წარუმატებელი მანევრირების გამო, კრეისერ «ჰოუკს» შეეჯახა. შედეგად, 14 მეტრიანი ხვრელი გაჩნდა «ოლიმპიკის» კორპუსზე, რომელიც წყლის ხაზის ზემოთ იყო და კატასტროფა მსხვრელპის გარეშე დასრულდა.

image

«ტიტანიკი» გამოდის საუტგემპტონიდან და მიდის თავის პირველ და უკანასკნელ რეისში, 1912 წ. 10 აპრილი

image«ტიტანიკი»

image

«ტიტანიკის» ჩაძირვა


ვაიოლეტმა «ოლიმპიკზე» მუშაობა, მისი შეკეთების შემდეგაც გააგრძელა, მაგრამ კომპანიამ ახალი ლაინერი ააშენეა და მას იქ გადასვლა შესთავაზეს. ასე მოხვდა ვაიოლეტი «ტიტანიკზე».
1912 წლის 14-დან 15 აპრილეს ღამეს, გემი აისბერგს შეეჯახა და მასზე მყოფი 2224 მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრებიდან, მხოლოდ 711 ადამიანი გადარჩა. მათ შორის იყო ვაიოლეტიც, რომელსაც №16 ნავში ერგო ადგილი.
როდესაც ის ნავში ჯდებოდა, ვიღაც კაცი მივიდა და სთხოვა, მისი შვილისთვის მიეხედა. 2 საათის შემდეგ, გოგონა პატარა ბავშვით ხელში, კატასტროფის ზონაში მისულ «კარპატკას» გემბანზე ავიდა.


image

ვაიოლეტ კონსტანც ჯესოპი


I მსოფლიო ომის დროს, ვაიოლეტი ბრიტანული წითელი ჯვრის მედდა იყო. ამ სტატუსით მოხვდა ის «ბრიტანიკზე», რომელიც მცურავი ჰოსპიტალი იყო ომის დროს და უკანასკნელი დიდი ლაინერი მსოფლიოში («ოლიმპიკი» და «ტიტანიკი» აღარ არსებობდა).

1916 წელს გემი მინაზე აფეთქდა, ევაკუაციის დროს, ორი ნავი, გემის მომუშავე ხრახნილებმა შეითრია. ერთ-ერთში ვაიოლეტაც იყო და მან ისევ შეძლო გადარჩენა.


image

«ტიტანიკი» წყალქვეშ


ვაიოლეტი, გულის უკმარისობით, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 42 წლის მანძილზე სამგზავრო ლაინერებზე მუშაობდა და სამი კატასტროფის მშვიდობიანად გადატანის შემდეგ, მსოფლიოს 2-ჯერ შემოუარა. ეტყობა იცოდა, რომ წყალში სიკვდილი არ ეწერა.


image


ოკეანის სამი ლაინერი – «ოლიმპიკი», «ტიტანიკი» და «ბრიტანიკი»


image

4
4610
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4610
  
2016, 19 მაისი, 21:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 5 აპრილი, 10:43
დიდი მადლობა
2016, 5 აპრილი, 10:39
ეს ისტორია გაკვრით ვიცოდი, მაგრამ არა დრტალურად. დიდი ინტერესით წავიკითხე მაგარია და გავაზიარე რათქმაუნდა
0 1 4