x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
სხვადასხვა ერების შერწყმით მიღებული სილამაზე- (ძალზედ საინტერესო ფოტო პროექტი)
ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს წაკითხული მწერალი და პოეტი - ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", რომელიც ბოლოს ულამაზეს გედად გარდაიქმნება და ცოტას თუ გექნებათ გაგონილი, რომ მსგავსი სიტუაცია ჩვენს რეალობაშიც ხდება. არაერთი მაგალითი გვყავს მსგავსი ამბისა, რომლებიც თუ ბავშვობაში სიმახინჯის გამო დაცინვის ობიექტნი იყვნენ, დღეს საკმაოდ ცნობილი მსახიობები, მომღერლები და მოდელები არიან. ეს შესავალი ისე, პირობითად მოვახდინე, როგორც მჩვევია ხოლმე, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში სილამაზე ბავშვობიდანვე არ იჩენს თავს, გამონაკლის შემთხვევაში კი თავიდანვე ნათელია ლამაზი- ფიზიკური კრიტერიუმები.


ფოტოგრაფმა Naira Hovhannisyan-მა (ნაირა ჰოვანესიანი) გაუწია ორგანიზება ფოტოპროექტს, რომლის მთავარი მიზანი იყო წარმოჩენილიყო სხვადასხვა ერების მშობლების ურთიერთაკვშირით მიღებული ბავშვების სილამაზე. "მე ყოველთვის მომწონდა ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა სისხლს შეიცავდნენ, რადგან ისინი გამორჩეულად მიმზიდველები და საუკეთესოები არიან. დაკვირვების შედეგად კი ცხადი გახდა, რომ ორივი ერიდან ბავშვი მხოლოდ საუკეთესო გენს იღებს. ამიტომ ეს იდეა, ფოტოპროექტით დამენახვებინა ყველასთვის, დიდი ხანია გამაჩნდა, ერთ დღეს კი, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, დედების ჯგუფში დავდე სტატუსი, სადაც მსურდა მენახა სხვადასხვა ეროვნების მშობლების შვილები, თქვენ წარმოიდგინეთ და 200-ზე მეტი დედა გამომეხმაურა. სუყველა ძალიან კარგი და საინტერესო იყო, თუმცა ჩემი არჩევანი მხოლოდ 6-9 წლამდე ასაკის ბავშვებზე შეჩერდა, უფრო პატარები კი მხოლოდ იმიტომ გამოვრიცხე, მათთან მუშაობა ასაკის გამო გამიჭირდებოდა"- ამბობს ერთ-ერთ რედაქციასთან ინტერვიუს დროს ფოტოგრაფი ნაირა ჰოვანესიანი.


მე კი ისღა დამრჩენია, ქალბატონი ნაირას ექსპერიმენტალური ფოტოპროექტი თქვენც წარმოგიდგინოთ:



1. მაია, 5 წლის. დედა- სომეხი; მამა- რუსი.


image



2. დანიელი, 6 წლის. დედა- რუსი; მამა- ნეგრი.

image



3. ლუკიანი, 6 წლის. დედა- თურქმენ-თათარი; მამა- რუს-უკრაინელ.

image



4. ქსენია, 9 წლის. დედა- თათარი-რუსი; მამა- გერმანელ-ებრაელი.

image



5. ანნა, 8 წლის. დედა- რუსი; მამა- სომეხი.

image



6. ალისა, 5 წლის. დედა- უზბეკ-თათარი; მამა- რუსი.

image



7. დომინიკი, 6 წლის. დედა- ოსი; მამა- ქართველ-თათარი.

image



8. ელიზა, 5 წლის. დედა- რუსი; მამა- ქართველ-სომეხი.

image



9. დანიელი, 7 წლის. დედა- ქართველი; მამა- თათარი.

image



10. სალმა, 4 წლის. დედა- სომეხი; მამა- უზბეკი.

image



11. ლუკასი, 5 წლის. დედა- რუსი; მამა- ბელგიელი.

image



12. ევა, 5 წლის. დედა- უკრაინელ-რუს-ებრაელი; მამა- კორეელი.

image



13. ტიმური, 7 წლის. დედა- რუსი, მამა- აზერბაიჯანელი.

image


3
2328
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2328
  
2019, 28 ოქტომბერი, 11:09
ანგელოზები
2016, 5 ივნისი, 18:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 14 მარტი, 0:55
ძალიან საყვარელი ბავშვები არიან, ყველა მომეწონა : ))
0 1 3