სხვა ამის შემდეგ თქვენ აღარასოდეს გადააგდებთ უსარგებლო ტუშს 2016, 2 მარტი, 9:10 ბუნებრივია, რომ გამოყენების შემდეგ, როდესაც ესა თუ ის კოსმეტიკური ინვენტარი დაცლის შემთხვევაში ხდება უსარგებლო, ჩვენ მას ვაგდებთ ისე, რომ არც კი გვიფიქრია თუ რა სარგებელი შეუძლია მოგვიტანოს "მეორე შემთხვევაში". მხოლოდ განსაზღვრულ, გამონაკლის მანდილოსნებს შეუძლიათ მათი კრეატიულად გამოყენება ისეთ წარმოუდგენელ ვითარებაში, რომელიც ყველა ყოველდღიურ პრობლემას მოგიგვარებთ. მაშასადამე, მინდა წარმოგიდგინოთ გაბედული ექსპერიმენტების რვა უნიკალური მეთოდი, რის შემდეგაც გაიმარტივებთ ყოველდღიურ ყოფას და აღარასოდეს გადააგდებთ დაცლილ ტუშს. 1. ტუში იდეალური საშუალებაა ტუჩების მასაჟისთვის, ამავდროულად კი ხელს უწყობს ტუჩის მკვდარი ქსოვილების მოცილებას. 2. ტუში საუკეთესო საშუალებაა თქვენს კლავიატურაზე მოიყვანოთ სრული წესრიგი და ადვილად გაათავისუფლოდ ჭუჭყისგან კლავიშების წახნაგები. 3. ტუშის საშუალებით შეგიძლიათ გააპრიალოთ თქვენი "დაბურული" სამკაულები, რომლებიც უფრო კაშკაშა გახდება. 4. ტუშის საშუალებით მარტივად შეძლებთ მხოლოდ ჭაღარებისა და თმის ძირების შეღებვას, რასაც მოზრდილი ფუნჯით ვერ ახერხებთ. 5. ტუშის მეშვეობით ასევე ადვილი შესაძლებელია აფუებული თმა მორჩილი გახადოთ- უბრალოდ დაასხით მცირეოდენი თმის ლაქი ტუშს და დამუხტული ადგილები ჩამოივარცხნედ მისი საშუალებით. შეამჩნევთ როგორ მარტივად ჩაჯდება თმის ღერები ერთმანეთში. 6. ტუშის მეშვეობით ასევე შეგეძლებათ იზრუნოდ ფრჩხილების სისუფთავეზე. რამდენჯერ გაჯერებულა თქვენი ფრჩხილები ჭუჭყით, რომლისგან გათავისუფლება არც ისე ადვილი ყოფილა, სწორედ ამაში დაგეხმარებათ ტუში. 7. ტუშის მეშვეობით შეგეძლებათ იდეალური ფორმა მისცეთ თქვენს გაბურძგნულ წარბებს. 8. ტუშის მეშვეობით შესაძლებელი გექნებათ თქვენს ფრჩხილებზე შექმნად "ნეილ-არტ"-ი. გამჭრიახი გონების, ფანტაზიისა და ფერთა შეხამების უნარის წყალობით შეგიძლიათ გაიკეთოთ წარმოუდგენელი და საოცარი, ინდივიდუალური ნახატები. 5390 22-ს მოსწონს
|