სხვა 10 ყველაზე დიდი ხიდი მთელს მსოფლიოში! 2016, 25 თებერვალი, 0:49 ჩვენს პლანეტაზე შენდება ძალიან ბევრი მეგა-პროექტი. მათ შორის რათქა უნდა უმნიშვნელოვანესია ხიდები. ხიდი არის ხელოვნური ნაგებობა, გადაჭიმული მდინარეზე, ხეობაზე, ტბაზე ან ნებისმიერ სხვა ფიზიკურ დაბრკოლებაზე. კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო გამოგონება. გზაზე გადადებულ ხიდს გზამკვლევს უწოდებენ, ხოლო ხეობაზე ან ვარდნილზე გადაჭიმულს - ვიადუკს. ხიდის კონსტრუქცია დამოკიდებულია მის ფუნქციაზე და ლანდშაფტის ბუნებაზე, სადაც ეს ხიდი უნდა გაიდოს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, მსოფლიოს ყველაზე დიდი ხიდების ათეულს. დედამიწაზე აშენებული უდიდესი ხიდები თქვენთვის შევარჩიე.. მოდი ერთად დავათვალიეროთ... 1. კონფედერაციის ხიდი კანადაში მდებარე ხიდის სიგრძე 12 კილომეტრი და 900 მეტრია. 2. რიო-ნიტეროს ხიდი ბრაზილიის ქალაქ რიოში მდებარე ხიდის სიგრძე 13 კილომეტრი და 300 მეტრია. 3. პენანგის ხიდი მალაიზიაში მდებარე ხიდის სიგრძე 13 კილომეტრი და 500 მეტრია. 4. ვასკო და გამას ხიდი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მდებარე ხიდის სიგრძე 17 კილომეტრი და 200 მეტრია. 5. მეფე ფეჰდის ხიდი საუდის არაბეთში მდებარე ხიდის სიგრძე 25 კილომეტრია. 6. დოუნგეის ხიდი ჩინეთში მდებარე ხიდის სიგრძე 32 კილომეტრი და 500 მეტრია. 7. ჰენგზოუს ხიდი ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ შანხაიში მდებარე ხიდის სიგრძე 33 კილომეტრი და 500 მეტრია. 8. ჩისაპიკის ხიდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის შტატში მდებარე ხიდის სიგრძე 37 კილომეტრია. 9. პონჩარტრენის ტბის გრძელი ხიდი. ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში მდებარე, ლუიზიანას შტატში აშენებული მეგა-პროექტის ხიდის სიგრძე 38 კილომეტრი და 400 მეტრია. 10. დენიანგ- კანშენის გრადიოზული ხიდი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში აშენებული ხიდი, დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ხიდია. მისი სიგრძე 164 კილომეტრი და 800 მეტრია. მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 4683 15-ს მოსწონს
|