x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ციტატები ბედზე და შემთხვევითობაზე

imageimage

მხოლოდ ის ჯილდოვდება ბედისაგან ბედნიერებით, ვინც მხიარულია და ვისი გულიც სამართლიანია.

ფირდოუსი

image

imageყველა ცოცხალი არსება თავად ქმნის თავის ბედს.

ანრი ამელი

image

image

გულადი ბედს ეხმარება.

ვერგლი პუბლი მარონი
image

imageუფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს ბედისადმი, ვიდრე თავად მისი ბედი.

ვილჰელმ ჰუმბოლდტი
image

image

რაც არ უნდა სასტიკად მოექცეს ადამიანს ბედი, როგორც არ უნდა მიტოვებული და მარტო იყოს, ყოველთვის მოიძებნება გული, თუნდაც მისთვის უცნობი, მაგრამ ღია, რომელიც მისი გულის ძახილს გამოეხმაურება.

ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო
image

image

შეუპოვრობა ბედს ამსუბუქებს.

გუსტავ ფლობერი

image

image

სიმამაცე აქარწყლებს ბედის დარტყმებს.

დემოკრიტე

image

image

რჩევის მიცემის დროს – მთავარი სიბრძნეა, ხოლო მოვლენების დროს – ბედი.

კლოდ ადრიან ჰელვეციუსი
image

image

მსურველები ბედს მიჰყავს, არამსურველებს – მიათრევს.

ლათინური ანდაზა

image

image

მხნედ უნდა გადაიტანოთ ყველაფერი, რადგან იმას რასაც თქვენ შემთხვევითობად მიიჩნევთ, სინამდვილეში, კანონზომიერად ხდება!

ლუციუს ანიუს სენეკა (უმცროსი)
image

image

ბედი ჩვენ არაფერს გვაძლევს მუდმივი მოხმარებისთვის.

ლუციუს ანიუს სენეკა (უმცროსი)
image

image

უბედურების ჟამს, ბედი ყოველთვის ტოვებს კარს გასასვლელად.

მიგელ დე სერვანტესი

image

imageყველა ჩანაფიქრი შეიძლება განახორციელოს ადამიანმა საკუთარი ძალებით. ის რასაც ჩვენ ბედს ვეძახით – ადამიანების უხილავი თვისებაა.

ძველი ინდური სიბრძნე
image

image

ვინც ზუსტად იცის, რისი გაკეთება უნდა — მას ბედი ყოველთვის მხარში უდგას.

ნ.ნ. მიკლუხო-მაკლაი
imageimageბედი ჩვენი მოქმედებების მხოლოდ ნახევარს განკარგავს, ხოლო მეორე ნახევარის, ან თითქმის ნახევარის განკარგვის უფლებას ჩვენ გვაძლევს.

ნიკოლო მაკიაველი
image

image

ადამიანებს ჩვევად აქვთ, რომ საკუთარ უბედურებაში, ბედი დაადანაშაულონ, ღმერთი, და ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ არა საკუთარი თავი.

პლატონი
imageimage

ნებისმიერი ადამიანი თავისი ბედის შემოქმედია.

სალუსტრი

image

imageცხოვრებაში არაფერი გეძლევათ უფასოდ, ყველაფერს, რასაც ბედი გაძლევთ, ფარულად, მისი ფასიც განსაზღვრულია.

შტეფან ცვაიგი
imageimageბრძენი თავად ქმნის თავის ბედს.

ტიტუს მაკციუს პლავტუსი

image

imageბედი შემთხვევითობა არ არის, ის არჩევანის შედეგია. მას კი არ ელოდებიან, იპყრობენ.

უილიამ ბრაიანი

imageimageჩვევას დასთესთ — ხასიათს მოიმკით, ხასიათს დასთესთ — და თქვენ ბედს მოიმკით.

უილიამ თეკერეი

image

image

ადამიანები — საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები არიან.

უილიამ შექსპირი
imageimageარცერთი ჩვენგანი, როდესაც პრობლემების გარეშე, ბედნიერად ცხოვრობს, არასოდეს ამბობს, რომ ეს ბედის დამსახურებაა, მაგრამ საკმარისია პრობლემა გაჩნდეს, მაშინვე ბედს დაადანაშაულებს.

ფილიტ კასკი

imageimage

ჩვენი ახირებები ბევრად უფრო უცნაურია, ვიდრე ბედის ახირება.

ფრანსუა დე ლაროშფუკო

image

imageადამიანის ბედნიერება და უბედურება, ბედზე უფრო მეტად, მის ზნეზე არის დამოკიდებული.

ფრანსუა დე ლაროშფუკო

imageimageყოველი მოვლენა აწმყოში, წარსულიდან იბადება და არის მომავლის მამა... მიზეზების მარადი ჯაჭვის არც გაწყვეტა და არც ჩახლართვა არ შეიძლება... — გარდაუვალი ბედი არის ბუნების კანონზომიერება.

ფრანსუა მარი არუე ვოლტერი
imageimage

თითოეულის ცხოვრება, მის ბედს ექვემდებარება, არავის შეუძლია შეცდომის თავიდან აცილება…

ციუ უანი
imageimageბედი სიბრძნეს იშვიათად ეწინააღმდეგება.

ეპიკურე

image

image

და უცნობი ავტორებისგან:

image

რაღაცამ მიგიყვანა იმ ადგილზე, სადაც ხარ? მიენდე ამ ძალას.
image

imageძველ ჩინეთში სწამდათ, რომ თუ ორი ადამიანი შეხვდება ერთმანეთს ერთხელ – ეს შემთხვევითობაა, მაგრამ თუ ისინი ისევ შეხვდებიან – ეს უკვე ბედია.

image

image

მადლიერების გრძნობით მიიღე ყველაფერი, რასაც ბედი გიგზავნის. შენ ის გეძლევა, რაც გჭირდება...
image

image

ნებისმიერ მოვლენას აქვს თავისი აზრი.
imageimageბედს თქვენთან ის ადამიანები მოჰყავს, რომლებიც თქვენ გჭირდებათ, ან ისინი, ვისაც თქვენ სჭირდებით. და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ცვლილება თქვენს ცხოვრებაში, თუნდაც ძალიან მძიმე — ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გაკვეთილია, რომელიც თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე გესაჭიროებოდათ!
imageimageშემთხვევითობა არ არსებობს. ყოველ წუთს, ჩვენ გვეძლევა პასუხი, ჩვენში არსებულ კითხვებზე და მხოლოდ უნდა მივხვდეთ, რომელ კითხვაზე.image

image

— ყოველი ადამიანი, ვიღაცის პრობლემის მოსაგვარებლად მოდის, — თქვა ერთხელ ბებიამ.
მე ძალიან გამიკვირდა ეს.
— შენ — ვიღაცის პრობლემის გადაწყვეტა ხარ, — გაიმეორა მან.
და ამიხსნა:
— ნიჭი, რომელიც ღმერთმა მოგცა, შეიძლება ყველას არ სჭირდებოდეს, მაგრამ ის, აუცილებლად, გამოადგება ვინმეს — შენი ღიმილი, შენი სიყვარული, შენი ძალა.
imageimageყველა შემთხვევითობას თავისი მიზეზი და აზრი აქვს.
imageimageუმიზეზოდ არაფერი ხდება, ყველაფერი მოსამზადებელი სამუშაოა მომდევნო სცენისთვის.
imageimageყოველთვის, ყველაფერი თავის დროზე ხდება. ისე, როგორც უნდა იყოს. და შფოთვა საჭირო არ არის...

image

0
2559
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0