ნამცხვრები ნამცხვარი ,,ვუპი" 2016, 29 იანვარი, 16:01
ინგრედიენტები:
(8 ცალი – 7 სმ. დიამეტრის)
ცომისთვის (1 ჭიქა = 240 მლ.): შაქარი – ¾ ჭიქა დარბილებული კარაქი – 55 გრ. კვერცხი – 1 ცალი რაფინირებული ზეთი – 1/8 ჭიქა ვანილის ექსტრაქტი – ½ ჩ. კ. ფქვილი – 1 ½ ჭიქა კაკაოს ფხვნილი – ½ ჭიქა გამაფხვიერებელი – ¼ ჩ. კ. სოდა – 1 ჩ. კ. რძე – ¾ ჭიქა მარილი – 1 მწიკვი გულსართისთვის: დარბილებული კარაქი – 100 გრ. ნაღები (35%) – 2 ჭიქა შაქრის პუდრი – ¾ – 1 ჭიქა (გემოვნებით) მომზადევა: 1. ათქვიფეთ კარაქი და შაქარი კარგად, კრემისებურ მდგომარეობამდე > დაუმატეთ კვერცხი და ისევ ათქვიფეთ > დაუმატეთ ვანილი, ზეთი და ისევ კარგად ათქვიფეთ. 2.ერთმანეთს შეურიეთ მშრალი პროდუქტები. 3. ცომის ძირითად მასას, დაუმატეთ მშრალი პროდუქტები 2-ჯერზე, რძესთან მონაცვლეობით. 4. საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი > სუფრის კოვზით ცომი გაანაწილეთ საცხობ ქაღალდზე. უნდა მიიღოთ 16 კვერი (სავარაუდოდ 2-ჯერზე მოგიწევთ გამოცხობა). 5. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. 6. ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრი, კრემისებურ კონსტინტენციამდე > დაუმატეთ ნაღები და იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. 7. კარგად გაციებული კვერები, 2 ს. კ. კრემით შეაერთეთ. 290 9-ს მოსწონს
|