სხვა 10 ადამიანი, რომლებიც "მკვდრეთით აღდგნენ" 2016, 26 იანვარი, 10:28 ხშირი არა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი "მკვდრეთით ღდგება". უფრო კონკრეტულად კი (ალბათ) კლინიკური სიკვდილის შემდეგ უბრუნდება ჩვენს სამყაროს. კლინიკური სიკვდილი არის ის მდგომარეობა, ფანჯარა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეს შორისაა განლაგებული და როცა ადამიანის დაბრუნება ჯერ კიდევ შეგვიძლია. ეს ის მონაკვეთია, როცა გულისა და სისხლის მიმოქცევის გაჩერების შემდეგ, ტვინი ჯერ კიდევ ცოცხალია. კლინიკური სიკვდილი დღემდე ამოუხსნელი ფენომენია და მეცნიერებს ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ.
შესწრებული თუ არ ვართ მსგავს ამბავს, ჩვენი პაპა-ბებიების მონათხრობიდან მაინც გვეცოდინება ეს სასწაულებრივი მოვლენა, ან თუნდაც ტელევიზიების და პრესის საშუალებით გვქნება გაგონილი. რას უნდა მიეწეროს მკვდრეთით აღდგომა, ექიმების შემცდარ დიაგნოზს თუ ამოუხსნელ ფენომენს- სასწაულს?! წაიკითხეთ ეს საოცარი ისტორიები და გადაწყვიტეთ თავად. 1. "Mandla". მეძავი ზიმბაბვედან, 2013 წელს ადგილობრივ სასტუმრო Manor-ში, უშუალოდ კლიენტის მომსახურების პროცესში გარდაიცვალა. ადგილზე მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ახლობლები, ხოლო განსაზღვრული დროის შემდეგ, როდესაც მისი სხეული კუბოში ჩაასვენეს, იგი სასწაულებრივად აღდგა და გაოგნებულმა წამოიყვირა: "რას მიპირებთ, ცოცხლად მმარხავთ"? რაზეც შეშინებული პერსონალი უმალ გაიქცა. (ძნელი წარმოსადგენი არ იქნება ეს სცენა) 2. Людмила Стеблицкая. 2011 წლის ნოემბერში, 61 წლის ლუდმილა ჩივილებით მივიდა ადგილობრივ, სამხრეთ ტომსკის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამკურნალოდ დაწვა. პარასკევ დღეს კი ექიმებმა მის ქალიშვილს- ანასტასიას აცნობეს, რომ დედა დაეღუპა და სპეციალური პროცედურებისა და გვამის გაკვეთის გარეშე ჯერ ვერ გაატანდნენ. ანასტასიამ დაკრძალვისთვის მზადება დაიწყო და მხოლოდ მე-3 დღეს წავიდა საავადმყოფოში, იქ მისულს კი სასწაული სურათი დახვდა, დედამისი არ იყო მკვდარი, ის იწვა საწოლში, თუმცა არაფერი ახსოვდა გარდა იმისა, რომ პარასკევს დაიძინა და ორშაბათს გაიღვიძა პროზექტურაში (მორგში), სადაც მის გაკვეთას აპირებდნენ და იყო ძალიან ცივი. 3. Hamdi Hafez al-Nubi. 2012 წელს, 28 წლის გოგონა ჰამდი ეგვიპტის ერთ-ერთ დაწესებულებაში მიმტანად მუშაობდა. მუშაობის პროცესში კი მას დაემართა გულის შეტევა, რისგანაც გარდაიცვალა. მისმა ახლობლებმა ისლამური წესების მიხედვით სასწრაფოდ მოამზადეს სამარხი, რადგან იმ საღამოსვე უნდა დაეკრძალათ. გარდაცვალების მოწმობის ასაღებად კი საჭირო იყო ექიმის დასტური, ამიტომ მათ სახლში ცნობის მისაღებად ექიმი მოიხმეს, რომელმაც "კიდევ ერთხელ" შეამოწმა ქალის სხეული. სწორედ ამ დროს ჰამდი, დამარხვის დროს აღდგა და დაკრძალვის პროცედურა, სასწაულებრივ- აღდგომის დღესასწაულად გადაექცათ. 4. Brighton Dama Zante. 34 წლის ბრეიტონი ზიმბაბვედან- გარდაიცვალა. მისი ცხედარი შეახვიეს ზეწარში და გადააგზავნეს პროზექტურაში, რათა დაკრძალვისთვის მოემზადებინათ. მეორე დღეს მივიდნენ მისი მეგობრები და თანამშრომლები გამოსამშვიდობებლად. მგლოვიარეთაგან პირველმა ბრეიტონის უფროსმა Lot hook-მა შეამჩნია თუ როგორ მოძრაობდნენ განსვენებულის ფეხები, რაც დანარჩენებმაც შენიშნეს და იმ მოტივით, რომ მათი მეგობრის სხეულში ბოროტი სულები ჩასახლდნენ და ეს-ესაა თავს დაესხმოდნენ, ყველა გაიქცა. შიშის გავლის შემდეგ კი დაბრუნდნენ, ბრეიტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს და აპარატზე შეაერთეს, ორი დღის შემდეგ კი ის გონს მოეგო. ლუდმილას მსგავსად, არც ბრეიტონს ახსოვდა ამ ხნის მანძილზე რა მოხდა. 5. Tony Yahl. გასულ წელს, ა.შ.შ-ში, ოჰაიოს შტატში მცხოვრები ავტომობილების მექანიკოსი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გული გაუჩერდა. ის იყო კლინიკურად მკვდარი და 45 წუთით გაუჩერდა გული. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად მივიდა და მისი სიკვდილი დაადასტურეს, რაზეც გულმოსულმა, ტონის 18 წლის ვაჟმა ცრემლებით დაატირა მამას: "მამა დღეს არ მოკვდე". ამ სიტყვების წარმოთქმა და ტონის მცირე რეაგირება ერთი იყო, ნამდვილ სასწაულს შეესწრო იმ დროს ოჯახი და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. "ჩემი მედიცინის დარგში, 20 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში არასოდეს მახსოვს მსგავსი სასწაული- კაცი აღდგეს მკვდრეთით, რასაც მხოლოდ სასწაულს თუ მივაწერთ"- ამბობს კარდიოლოგი Raja Nazir-ი. რაც შეეხება ტონის, ის ცოცხალია, ჯანმრთელია და ბელპრუკის ქრისტიანულ ტაძარში დაიწყო სიარული, მას ხომ სჯერა ბუნების მშვენიერი აღდგომის. 6. Walter Williams. ერთ ღამეს, ექიმი დექსტერ ჰოვარდის (მისისიპელი) გასინჯვის შემდეგ დადგინდა, რომ უოლტერის გული გაჩერებული იყო და პულსიც არ ესინჯებოდა, დიაგნოზიც რა თქმა უნდა დაისვა, ის მოკვდა. ოჯახიც და ბიუროს მუშებიც დილისთვის აპირებდნენ სხეულის დასაკრძალად მომზადებას და ბალზამირებას, მანამდე კი ის ტომარაში მოათავსეს. დილით დამკრძალავი ბიუროს მუშებს სასწაული დახვდათ, უოლტერი, რომელმაც ტომარაში ხუთ საათზე მეტ ხანს დაჰყო, მოძრაობდა. ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და გონს მოვიდა, ხოლო ექიმმა დექსტერმა კი განაცხადა, რომ: "ბოლო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის ღმერთს და არა "გვირგვინს" ". როდესაც უოლტერ ვილიამსი მკვდრეთით აღდგა, ის იყო 78 წლის, თუმცა ამ სასწაულიდან ორი კვირის შემდეგ უოლტერი უკვე ნამდვილად გარდაიცვალა. 7. Carlos Camejo. ვენესუელაში მცხოვრები, 33 წლის კარლოს კამეხო, 2007 წელს უბედური შემთხვევის შედეგად სამსახურში დაიღუპა. ექიმებმა დასვეს სიკვდილის დიაგნოზი და ცხედარიც პროზექტურაში გადაასვენეს გაკვეთისა და საჭირო პროცედურებისთვის. როდესაც დაიწყეს მისი გაკვეთა სახიდან, ჭრილობიდან უამრავი, ჯანმრთელი სისხლი წამოვიდა, რაც მიცვალებულს არ ახასიათებს და უმალ გაუკერეს ჭრილობა. ძალიან მალე კი კარლოსი გონს მოეგო. გვამის ამოსაცნობად იქ მისულ მეუღლეს კი ქმარი ცოცხალი დახვდა. "სახეზე ისეთი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, ტკივილმა გამომაღვიძა"-ამბობს კარლოსი. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მომხდარზე ინტერვიუს მიცემა არ ინება, თუმცა კარლოსს აქვს შრამი სახეზე და გარდაცვალების წერილობითი მოწმობა ექიმისგან. 8. Jasmina Gomez. 2013 წელს, Jennifer Gomes da Silva-ს სამშობიაროში შეეძინა გოგონა- იასმინა გომეზი, რომელიც ექიმების მტკიცებით მკვდარი დაიბადა. მედდას-Ana Claudia Oliveira-ს უბრძანეს ბავშვის ცხედარი სამშობიაროს მორგში გაეტანა, თუმცა მან რაღაც ინსტიქტით ჩვილი, ასევე სამშობიაროს პატარა სამლოცველოს საკურთხეველზე დააწვინა. სამი საათის შემდეგ ჩვილის წასაყვანად მისი ბებია- Elsa Silva მივიდა და მან ნამდვილი სასწაული იხილა, პატარა იასმინა თვალგახელილი იწვა და ფეხებს იქნევდა. ბავშვის მიმღები და გარდაცვალების მოწმობის გამცემი ექიმი Aurelia Filipaki ამტკიცებს, რომ მის ამდენწლიან პრაქტიკაში მსგავსი არაფერი ახსოვს. 9. Li Xun. ერთ-ერთი ჩინური სოფლის Beyle-ს რეზიდენტის მეზობლები შოკში ჩავარდნენ, როდესაც ლის სიკვდილიდან ექვსი დღის შემდეგ ის გაცოცხლებული იხილეს. მარტოხელა, 95 წლის მოხუცი გარდაიცვალა, მეზობლებმა მას წეს-ჩვეულებით დაკრძალვა დაუპირეს, ჩაასვენეს კუბოში და დადგეს საკუთარ სახლში, რათა ახლობლებს და ნაცნობებს შესძლებოდათ მასთან დამშვიდობება, ხოლო მე-6 დღეს კი უნდა დაეკრძალათ. სასწაულიც სწორედ მე-6 დღეს, დილით დახვდათ, მივიდნენ მის სახლში და კუბო ცარიელი ნახეს, ლი კი სამზარეულოში ფუსფუსებდა. გაოგნებულ მეზობლებს კი აი ეს უთხრა: "ეტყობა დიდხანს მეძინა, რა ძალიან მომშივდა, სადილს ვიმზადებ, კუბოს თავსახური კი ისეთი მძიმე იყო, ძლივს ავხადე რომ ამოვმძვრალიყავი". 10. Taslima Rafiq. ოთხი შვილის დედა, 52 წლის ტასლიმა გულის შეტევით დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ საავადმყოფოში Reading-ში გადაიყვანეს. ექიმების ამაო, 45 წუთიანი მცდელობის შემდეგ ის გულით გარდაიცვალა. მედ-პერსონალმა ტასლიმას ახლობლებს, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, განუმარტა, რომ ქალის ცხედარი-სხეული იმოძრავებდა მასში შეყვანილი ადრენალინის გამო და არ შეშინებოდათ. მართლაც, ტასლიმას სხეული 2 საათი კრთოდა. აცრემლებულმა მისმა გოგონამ შაბანამ დედას დაატირა: "დედიკო, თუ რამით გული მიტკენია, მაპატიე", რაზეც უეცრად ტასლიმამ უპასუხა- "განა რა უნდა გაგეკეთებინა, რომ მე გავბრაზებულიყავი"? ეს მათთვის მართლაც შოკისმომგვრელი იყო. მას შემდეგ ტასლიმა ცოცხალია და ბედნიერია ოჯახთან. 2723 21-ს მოსწონს
|